ლანჩხუთის „გურიას“ ფან-კლუბი ფირალები გულშემატკივრებს მიმართავს:
„ძვირფასო ლანჩხუთელებო, ჩვენო შემართებულო ახალგაზრდებო!
„გურია“ და ფეხბურთი ჩვენი იდენტობაა. ფანკლუბ „ფირალების“ ხელმძღვანელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი, დიდი ამბიციებით, გეპატიჟებათ ყველას, ვისაც გული ჩვენი კუთხისა და გუნდისთვის გიფეთქავთ!
ჩვენი მიზანია, „გურიასა“ და ჩვენს გოგონათა გუნდს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყოველი წუთი გამარჯვების რწმენით იქნება სავსე. მათ სჭირდებათ ჩვენი ხმა, ენერგია და გულისხმიერი ქომაგობა.
13 მაისს, გეპატიჟებით დიდ საორგანიზაციო შეკრებაზე! გაწევრიანების მსურველებმა თან იქონიეთ პირადობის მოწმობის ასლი. ერთად განვიხილოთ სამომავლო გეგმები და დავსახოთ გზები ჩვენი გუნდების მხარდასაჭერად.
გახდი „ფირალების“ წევრი და იყავი მე-12 მოთამაშე ჩვენს საერთო გამარჯვებებში!“ _ აღნიშნულია „ფირალების“ განცხადებაში და ვისაც დამატებითი კითხვები აქვს, შეუძლია დაუკავშირდეს ფანკლუბის ხელმძღვანელს მესენჯერში ან ნომერზე: 511 180812.




