გასულ 4 შეხვედრაში „გურიამ“ ოდენ 5 ქულა აიღო და ერთპიროვნული ლიდერობაც დაკარგა. მართალია, ბოლოს ადგილზე მყოფ „მაჭახელასთან“ 10:0 მოგების შემდეგ, ლანჩხუთელები პირველ ადგილზე დაბრუნდნენ, თუმცა ახლოს 4 მდევარი ჰყავს.
ერთს მომდევნო ტურში ხვდება _ „იბერია-1990“-თან ლანჩხუთური შეხვედრა ფრედ დასრულდა. 17 სექტემბერს გუნდები თბილისში შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მხოლოდ მათზე არ იქნება დამოუკიდებული, რომელ ადგილზე იქნებიან ისინი 20 ტურის შემდეგ. თემურ ლორიას გუნდი მოგების შემთხვევაში ერთპიროვნულ ლიდერობას მინიმუმ ერთი ტურით შეინარჩუნებს.

მესამე ლიგის სამი ადგილისთვის 5 გუნდი იბრძვის
ამჟამად გურულები „იბერიას“ ოდენ ქულით უსწრებენ, ხოლო 38-38 ქულა სამ გუნდს აქვს _ „ალგეთს“, „სქურსა“ და „ივერიას“. სწორედ ეს გუნდი იბრძოლებს იმ სამი ადგილისთვის, რომელიც ზედა ლიგაში დაწინაურდება.
თუ არ გვეშლება, „გურიას“ ეროვნული ჩემპიონატის არცერთ ლიგაში არ მოუგია 10:0. ამ სეზონში გატანილი 49 გოლიდან თითქმის მესამედი (16) გურულებმა „მაჭახელას“ ორ მატჩში გაუტანეს (6:0 პირველ წრეში).
სამწუხაროდ, მარტვილში დამარცხდა „მერცხალი“ _ ოზურგეთელებმა „მერანი-2“-თან 1:2 წააგეს. სტუმართაგან გოლი დამატებულ წუთებზე, 11-მეტრიანიდან ლაშა კოტრიკაძემ გაიტანა. შემდეგ ტურში, ასევე 17 სექტემბერს, გურიის მთავარი ქალაქის გუნდი „გაგრა-2“-ს უმასპინძლებს,
10.09.2025 | ლანჩხუთი, „ევგ. შევარდნაძე“ | გურია 10:0 მაჭახელა
1:0 წილოსანი (16), 2:0 კოკაია (19), 3:0 შარვაძე (35), 4:0 შარაშენიძე (41), 5:0 კუნჭულია (45. ავტოგოლი), 6:0 შალიკაშვილი (53), 7:0 კერხანოჩიევი (65. პენ), 8:0, 10:0 გოგიჩაიშვილი (75, 80), 9:0 ჩხაიძე (78)
გურია: შაფათავა, ვარდიაშვილი (46. ანდღულაძე), ხაჭაპურიძე, შანიძე (46. შალიკაშვილი), შარვაძე (46. ჩხაიძე), ბახია, კოკაია, ზაქარაშვილი (46. ლომაძე), გოგიჩაიშვილი, შარაშენიძე, წილოსანი
10.09.2025 | მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“ | მერანი-2 2:1 მერცხალი
0:1 სურგულაძე (27. ავტოგოლი), 0:2 გვასალია (75), 1:2 კოტრიკაძე (90+5. პენ)
მერცხალი: რამიშვილი, სურგულაძე, კოტრიკაძე, ჭანუყვაძე (46. ცერცვაძე), მარშანიშვილი (63. ალიევი), ბოლქვაძე, გოგელია (68. მუჯირი), ანთიძე, კაშია, ჩხაიძე (46. ჯაფარიძე), მაჭავარიანი (89. კუნჭულია)






