გურიის სამივე მუნიციპალიტეტს 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გურიას ბუნებრივი აირის მიწოდება 30 საათით შეუწყდება

ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი იმ 30 მუნიციპალიტეტს შორისა, რომელსაც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება 30 საათით შეუწყდება.

ამის მიზეზად მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები სახელდება. უწყების განცხადებით, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 – 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე დაგეგმილია ახლადაშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ მილსადენზე მიერთების სამუშაოები,

“სამუშაოების თარიღი განისაზღვრა აუცილებელი ტექნიკური და მოსამზადებელი პროცესების გათვალისწინებით. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 24 ნოემბრის მეტეოროლოგიური პირობებიც, რათა გაზმომარაგების დროებითი შეზღუდვის პერიოდში მოსახლეობისთვის შესაძლო დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 ნოემბრის 10:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ გათიშული გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს” – ნათქვამია განცხადებაში.