ლანჩხუთის მხარეთმოცდნეობის მუზეუმს კიდევ ერთი უნიკალური ესპონანტი შეემატა, რომელიც ამტკიცებს, რომ ლანჩხუთი ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოდან სახელდებოდა, როგორც თვითმმართველობის მქონე ქალაქი.

ბეჭედზე იკითხება წარწერა – ქალაქ ლანჩხუთის თვითმართველობა
„ახლახან მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გულეკარის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა. მან მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა სოფ. ქვიანის ტერიტორიაზე ნაპოვნი სპილენძის ბეჭედი, რომელიც მისთვის გადაუციათ. ბეჭედი განეკუთვნება მე-19 ს-ის ბოლოს, რომელზედაც რუსული შრიფტით იკითხება „ქალაქ ლანჩხუთის თვითმართველობა“. ეს, უდავოდ, ძალიან მნიშვნელოვანი არტეფაქტია ჩვენი ქალაქის ისტორიისთვის, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული პერიოდისათვის ლანჩხუთი მოიხსენიებოდა თვითმართველობის მქონე ქალაქად. დიდ მადლობას ვუცხადებთ დეკანოზ კონსტანტინეს გულისხმიერებისათვის“ _ აცხადებენ მუზეუმში.




