„ლანჩხუთის „გურიამ“ ქართულ ფეხბურთში თავისი ადგილი უნდა დაიბრუნოს, მერაბ ჟორდანია უამბიციოდ ვერსად იმუშავებს“ _ „ლელო“ ოთარ კორღალიძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს

ლანჩხუთის „გურია“ ლიგა 4-ში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონიდან ერთი საფეხურით მაღლა, ლიგა 3-ში ითამაშებს. უკვე ყველამ იცის, გურულებმა მიზანს „არაგველებთან“ ზე-დრამატული მატჩში რომ მიაღწიეს. თუმცა, მესამე ლიგაში დაწინაურებაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სფფ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ კლუბში შვილის, კახი ჟორდანიას და ყოფილითანაგუნდელის, ოთარ კორღალიძის მისვლა და გუნდის განახლების გეგმები დააანონსა. ამ ყველაფერზე […]

„ჩემმა შვილმა პირობა მომცა, რომ „გურიას“ არასოდეს მიატოვებს“ _ მერაბ ჟორდანიამ კლუბის დირექტორატის წევრები დაასახელა

„გურიას“ ლეგენდამ და დიდმა გულშემატკივარმა, მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის კლუბის მომავალზე გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა. მან „არაგველებთან“ მატჩის ემოციები კიდევ ერთხელ გამოხატა: „ევგრაფ შევარდნაძემ, ბუტა ჟორდანიამ, შალვა კაკაბაძემ, იმედო დუნდუამ, ნოშრე ნარიაშვილმა და სხვებმა შექმნეს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ლანჩხუთის ფეხბურთი გამორჩეული ყოფილიყო… 10-ათასიანი ქალაქის გუნდი უგებდა კიევის “დინამოს”, “შახტარს” და დღევანდელი 8 ქვეყნის წამყვან გუნდებს… […]

გადევედით, ძამა… რას წერს „ლიდერსპორტი“ ლანჩხუთის „გურიას“ შესახებ: „გახსოვთ, ანსამბლ „ივერიას“ ერთი ცნობილი სიმღერა?“

დიდი და კარგი ამბები ხდება ლანჩხუთში. „გურია“ მეოთხე ლიგიდან მესამეში გადავიდა და ჩანს აღორძინების გზაზე დადგა. ყოველ შემთხვევაში ისეთი პატრონი გამოუჩნდა, აწი არც ყურადღება დააკლდება და არც მთავარი – ინვესტიცია. ერთ დროს მთელი ქვეყნისთვის სათაყვანებელი გუნდი ბიზნესმენმა კახი ჟორდანიამ შეიძინა, თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ვაჟმა. კახი, ადრე ნიდერლანდებში „დენ […]

ზღაპრის ბოლო კეთილია… რაც მრავლისმნახველ ლანჩხუთელ ქომაგს აქამდე არ ენახა: წამები, რომელმაც „გურიას“ მომავალი უნდა შეცვალოს!

აქამდე საქმე არ უნდა მიგვეყვანაო, ალბათ, ასე ფიქრობდა ლანჩხუთელი გულშემატკივარი, რომელიც 91-ე წუთიდან „ევგრაფ შევარდნაძეს“ ტოვებდა: ამ დროს ხომ ანგარიში 2:4 გახდა და დარჩენილ (დამატებულ) წუთებში გათანაბრება წარმოუდგენლად მოჩანდა… თუმცა თემურ ლორიასა და მისი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ, წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური წნეხი გადალახეს და ბოლო ორ წუთში ორი გოლი გაიტანეს… ეს იყო სასწაული, […]

მერაბ ჟორდანია: „ამ სტადიონზე 46 თამაში მაქვს მოგებული და ასეთი სიხარული აქამდე არ განმიცდია… ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“

“მე და ოთარს [კორღალიძე] ამ სტადიონზე 47-დან 46 თამაში მოგებული გვაქვს, მაგრამ ასეთი სიხარული აქამდე არ განმიცდია” – მერაბ ჟორდანიამ ასე შეაფასა “გურიას” მიერ სასწაულად შემოტრიალებული თამაში და დაადასტურა, რომ კლუბში ბრუნდება. იგი მადლობას უხდის ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, რომ „ძველ გუნდს“ „გურიაში“ დაბრუნების საშუალება მისცა: „ისეთი გუნდი იქნება, იმ ძველ „გურიას“ და ლანჩხუთს რომ […]

„ნუ მოაკვლევინებთ უპასუხისმგებლო მსაჯებს ისედაც „მისიკვდილებულ“ ქართულ ფეხბურთს…“ _ ელისო ჭიჭინაძე თვლის, რომ „გურიას“ კარში არარსებული პენალტი დაინიშნა

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ელისო ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „გურიას“ კარში „ვიტ ჯორჯია-2“-ის სასარგებლოდ, 93-ე წუთზე არარსებული პენალტი დაინიშნა. „მოსყიდული მსაჯი ნიშნავს 93 წუთზე არარსებულ პენალტს“ _ წერს „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე კომენტარების ველში ლესის მაჟორიტარი. „როდის უნდა დამთავრდეს არაობიექტური მსაჯობა საქართველოში? სირცხვილია, სირცხვილი… ფეხბურთის ფედერაცია, ნუ შეგვაძულეთ თითოოროლად შემორჩენილ გულშემატკივარს ფეხბურთის სტაფიონზე სიარულს… ნუ მოაკვლევინებთ […]

„გურიას“ ქულა სჭირდება „არაგველებთან“, რომელსაც, დიდი შანსია, მოგებაც არ ეყოს _ რა მოხდება, თუ სამი გუნდი დააგროვებს 56-56 ქულას? ბოლო ტურის ყველა შესაძლო ვარიანტი…

დღეს, „გურიამ“ ხელიდან გაუშვა შანსი, მესამე ლიგაში დაბრუნება ბოლოსწინა ტურში გაენაღდებინა. უმოტოვაციო „ვიტ ჯორჯია-2“-მა ბოლომდე იბრძოლა და ლანჩხუთელები მცხეთიდან არაფრისმომცემი ქულით გამოუშვა. რატომ არაფერს ნიშნავს ეს ქულა გურული კლუბისთვის? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ტურში „გურიას“ მინიმუმ ფრე სჭირდება „არაგველებთან“, დღეს რომც წაეგო, 56 ქულას მაინც მოაგროვებდა და მისთვის დაწევა მხოლოდ წალენჯიხის „სქურს“ შეეძლებოდა, რომელიც […]

„გურიასთვის“ დათარსული „მცხეთა-პარკი“: საბედისწერო 93-ე და… ბოლო ტურში, „არაგველებთან“ არ უნდა წავაგოთ: „მერცხალი“ (გა)დარჩა, „ბახმარო“ _ ვერა

დღეს „გურია“ ძალიან ახლოს იყო მესამე ლიგის საგზურთან _ მატჩის დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე, წინა შეხვედრაში ჰეთ თრიკის ავტორმა და გურულთა მთავარმა მეგოლემ, ვანო შარვაძე ანგარიში გახსნა _ მან ვანო წილოსანის ჩაწოდებული ულამაზესი დარტყმით მოათავსა კარის ბადეში, 1:0. უნდა ითქვას, რომ წილოსანი გურულ დერბიში დაშავდა, მაგრამ ვითარების გამო, მწვრთნელებმა იგი თამაში ჩართეს და მოედანზე შესვლიდან […]

პირველად იყო ლანჩხუთი! ისევ ნოემბერი და ისევ ფრიდონაშვილი – 35 წელი „გურიას“ ისტორიული გამარჯვებიდან…

დღეს თითქმის არავის ახსოვს ეს თარიღი. არადა, საამაყოდ და სატრაბახოდ გვაქვს საქმე, ზუსტად 35 წლის წინ, ლანჩხუთის „გურია“ პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა. 1990 წლის 18 ნოემბერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული თასის გათამაშების ფინალი გაიმართა, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე „გურიამ“ სოხუმის „ცხუმი“ დამატებით დროში ბესიკ ფრიდონაშვილის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა. სფფ-ის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა […]

[ექსკლუზივი] ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიას“ მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისა და შემდგომში სფფ-ის, თბილისის „დინამოსა“ და ჰოლანდიური „ვიტესის“ პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს. ამას იგი აუქციონის წესით მოახერხებს, რის შესახებაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ზემოხსენებული კომპანია ფინანსურად უკვე ეხმარება „გურიას“, რომელიც მეოთხე ლიგაშია და ზედა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კახი […]