ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არჩევნებისთვის მზადების პროცესს მარნეულში გაეცნო (R)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს პრეს-სპიკერთან, ნათია იოსელიანთან ერთად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. სამუშაო შეხვედრის დასრულების […]
„გურია თუდეიმ“ გაარკვია, ვინ არის „ავტორ-შემსრულებელი ალიკა სამუშია“ – დიჯეი, რომელიც „ლანჩხუთობაზე“ მისულებს 1,5 საათი ართობდა… რას საქმიანობს „ალექს სტუდიო საუნდ“?

„გურია თუდეი“ წერდა, რომ „ლანჩხუთობაზე“ მოწვეული ავტორ-შემსრულებლებიდან „გუგლის“ საძიებოს სისტემაშიც კი არ იძებნებოდა ალიკა სამუშია. დიდი ალბათობით, იგი მომღერალი უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა დიჯეი, რომელიც თავისი შერჩეული რეპერტუარით, სახალხო ზეიმის ბოლო საათნახევარი ართობდა ლანჩხუთელებს და ქალაქის სტუმრებს. ასევე წაიკითხეთ: „ლანჩხუთობის“ კონცერტი 43 ათასი ლარი დაჯდება „MIX2RA“ 20 ათასად გვიმღერებს, „DODONA&West Fire“ 18 ათასს ითხოვს… და […]
ცესკო: 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები დასრულდა (R)

საარჩევნო ადმინისტრაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ინტენსიური გადამზადება უზრუნველყო. ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ მომზადებული პროფილური სასწავლო პროგრამების მიხედვით: პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკას, […]
„ლანჩხუთობაზე“ წლის საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვეს: ნინო კეკელიძე – 51 წელი სკოლაში, ლიანა აფხაძე – 47, ნატო ჩხაიძე, ნანი კუკულავა – 44-44, რუსუდან მურვანიძე – 43…

„ლანჩხუთობაზე“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვა, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 5 მათგანს, რომელთაც სკოლაში მუშაობის ყველაზე მეტი სტაჟი აქვს, მადლობის სიგელები გადასცა. 51 წელი ანუ ნახევარ საუკუნეზე მეტი სკოლაში! ასეთია ქალაქის #3 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ნინო კეკელიძის რეკორდი. ასევე ორივე ჯილდო მიიღო #1 სკოლის პედაგოგმა, ნატო ჩხაიძე, რომელიც […]
მამა ანდრია, მიხეილ ბარამიძე, თამაზ კილაძე, ვაჟა ებრალიძე, გივი მიქანაძე, ლევან იოსელიანი და გია თავაძე ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ

„ლანჩხუთობაზე“ საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ _ სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი მამა ანდრია (კბილაშვილი), ექიმი მიხეილ ბარამიძე, სკოლის დირექტორი თამაზ კილაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე, ბიზნესმენი ლევან იოსელიანი, მსახიობი ვაჟა ებრალიძე და ვეტერანი ფეხბურთელი გია (გიორგი) თავაძე. მამა ანდრია 1988 წლიდან სათავეში უდგას სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის აღმშენებლობას და თავისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილისა და მთელი გურიის […]
ცესკოს ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (R)

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო. გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია […]
„მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდიო…“ _ ბრიტანული განათლება, ცოლი და სამი შვილი: რა ქონებას ფლობს და რა არის ცნობილი გივი მიქანაძეზე, რომელიც დღეს ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ სხვა 6 ცნობილ სახესთან ერთად განათლების მოქმედი მინისტრი გივი მიქანაძე დაასახელეს, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. „ვინ არის გივი მიქანაძე, ლანჩხუთელია? და რა დამსახურება აქვს? არავინ არ იცის და იქნებ თქვენ იცოდეთ“ _ კითხულობს „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტარებში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე. მას ლანჩხუთელი ოპოზიციონერი ირინა ზარანდია პასუხობს _ […]
მისაკრავი სუვენირი „აჯანყებული გურულის“ გამოსახულებით _ „სოკარის“ საჩუქარი ლანჩხუთელებს… „გურია თუდეის“ გამოხმაურების შემდეგ, კომპანიამ მილოცვა მცდარი ფოტოთი წაშალა

ლანჩხუთის სახალხო ზეიმის აღსანიშნავად, „სოკარმა“ „აჯანყებული გურულის“ გამოსახულებით მისაკრავი სუვენირები დაამზადა და გვიმბალაურში, ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცემს. გუშინ საღამოს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის თემატიკის სუვენირებს დაარიგებდა, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, რომ მასზე ლანჩხუთის სიმბოლოს, აჯანყებული გურულის ძეგლის გამოსახულება იქნებოდა დატანილი. სიურპრიზმა ლანჩხუთელები ძალიან გაახარა, რაც სოციალურ ქსელში კომენტარებიდანაც დასტურდება. მისაკრავი სუვენირი „აჯანყებული […]
„შემოიარე ლანჩხუთის ავტოგასამართ სადგურზე და მიიღე ქალაქის თემატიკის მაცივრის მაგნიტი“ – ლანჩხუთელებს სახალხო დღესასწაული „სოკარმა“ ფოთის ფოტოთი მიულოცა

დღეს დილით „სოკარმა“ ლანჩხუთის მოსახლეობას სახალხო ზეიმი ქალაქ ფოთის ფოტოთ მიულოცა. „28 სექტემბერს ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული აღინიშნება. შემოიარე SOCAR-ის ლანჩხუთის ავტოგასამართ სადგურზე და მიიღე ქალაქის თემატიკის მაცივრის მაგნიტი“ _ აღნიშნულია SOCAR Georgia Petroleum-ის ფეისბუქ-გვერდზე და გამოქვეყნებულია ფოთის ფოტო. მისალოცი სქრინშოტი SOCAR Georgia Petroleum-ის ფეისბუქ-გვერდიდან „ლანჩხუთობა“ წელს მეორედ აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებებთან ერთად, მოეწყობა „სოფელი“, სადაც ადგილობრივი […]
„ასეთი ტიპის შეხვედრები მათ მისცემს მოტივაციას, მეტად იყვნენ ჩართულები საარჩევნო საკითხებში“ – ცესკომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა (R)

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს ცესკოში უმასპინძლა. შეხვედრის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში […]