ცესკო: მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპი დასრულდა (R)

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაციაგააჩნია. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და […]

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შემაჯამებელი ბრიფინგი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით (R)

ხვალ, 4 ოქტომბერს,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს დათვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან28საერთაშორისო და 27ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და […]

ცესკოს ორგანიზებით, ყრუ და სმენადაქვეითებულ  ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (R)

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ყრუ და სმენადაქვეითებულ  ამომრჩევლებთანმორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ამჯერად თბილისში გაიმართა და მისი მიზანი 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებსგააცნეს […]

ცესკო ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს (R)

. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა  ამჯერად რუსთავში საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნები იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა […]

ცესკოს თავმჯდომარემ და პრეს-სიკერმა საარჩევნო მედია სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს (R)

საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ წარმატებით დასრულდა. საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო საკითხების შესახებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო. საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით დასრულებისათვის მონაწილეებს სერტიფიკატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა გადასცეს. გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და […]

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეხვედრა ხანდაზმულ ამომრჩეველთან (R)

ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი ელენე აბაშიძე მოინახულა. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ხანდაზმულ ამომრჩეველს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, გადასატანი ყუთით სარგებლობის, ბიულეტენის შევსების წესის და 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ტრადიციად იქცა, რომ საერთო არჩევნების წინ უწყების […]

დავით ჩხაიძე: „ეს არის ჩემი საარჩევნო პროგრამა, სადაც არ იქნება შეუსრულებელი და „ტრადიციულ-ტრაფარეტული“ დაპირებები“ (R)

დავით ჩხაიძე – მერობის  კანდიდატი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. დაიბადა 1962 წლის 27 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში. განათლება – უმაღლესი, პროფესიით – ეკონომისტი. ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. დაჯილდოებულია მედლებით: „ფიცის ერთგულებისთვის“, „მხედრული მამაცობისთვის“, „საბრძოლო დამსახურებისთვის“. მუშაობდა სამოქალაქო და სამხედრო სხვადასხვა საპასუხისმგებლო  თანამდებობებზე. ჰყავს […]

ცესკოს შეხვედრა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებთან მარნეულში (R)

ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში გაიმართა. სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი დავით გიორგაძე შეხვდნენ. თავის გამოსვლაში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, […]

ცესკოს ორგანიზებით, ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (R)

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, ყრუ და სმენადაქვეითებულ  ამომრჩევლებთანსაინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ამომრჩეველთა საჭიროებების გაცნობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ […]

ლანჩხუთის საკრებულოს 32 წევრიდან 19 თანამდებობას იკავებს, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება

ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა _ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“. პირველს ია მოქია უხელმძღვანელებს და 7 მოადგილე ეყოლება: კარლო წილოსანი, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, სპარტაკ კვაჭაძე, ვლადიმერ ნანაძე, ირაკლი ცინცაძე და ვანო ებრალიძე. აქედან პირველი ხუთეული წინა მოწვევის საკრებულოშიც იგივე პოზიციას იკავებდა, ხოლო ბოლო ორი ახალი სახეა. მმართველი პარტიის […]