ცესკო: 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818-ს (R)

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. მონაცემების გადამოწმებისთვის და სიების სრულყოფის პროცესში […]

გურული სამზარეულო, ეთნო სივრცე, სპორტული აქტივობები, ანიმატორები და კონცერტები – „ლანჩხუთობაზე“ საპატიო მოქალაქეებს და წლის საუკეთესო პედაგოგებს დაასახელებენ

ლანჩხუთის მერია სახალხო დღესასწაულის დღის განრიგს ავრცელებს. მაშ ასე, 28 სექტემბრის დღის 2 საათიდან თქვენ გელოდებათ: 14:00  – ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების  გამოფენა-გაყიდვა; – ეთნო სივრცე – გურული სამზარეულო – ღვინის დაწურვა – არყის გამოხდა – სპორტული აქტივობები საბავშვო/გასართობი აქტივობები – აზოტის შოუ – თიხის მინიატურული ნამუშევრების მოხატვა – ანიმატორები – ფოტოზონა – ნახატების […]

ცესკოში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართულიმხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ორგანიზებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია […]

„ძლიერი საქართველო-ლელოს” პოლიტიკური ლიდერები, სხვადასხვა ქალაქის მერობის კანდიდატებს და რეგიონის მაჟორიტარებს შეხვდნენ (R)

“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ცენტრალურ შტაბში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს. როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრის მიზანი იყო წინა საარჩევნო კამპანია შეეჯამებინათ. მისივე თქმით, ოპოზიცია მზადაა იბრძოლოს თითოეული ხმისთვის და უზრუნველყოს ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია არჩევნების დღეს. „შეხვედრა გვქონდა “ძლიერი საქართველო-ლელოს”კანდიდატებთან რეგიონებში, იმისათვის, რომ შეგვეჯამებინა ინფორმაცია […]

„ლანჩხუთობის“ სახალხო ზეიმთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს საღამოს 9 საათამდე და უფასოდ მოემსახურება

28 სექტემბერს, ლანჩხუთელებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „ლანჩხუთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ავტობუსები უფასოდ მოემსახურება. ტრანსპორტი იმოძრავებს დილიდან ჩვეული განრიგით, საღამოს კი, სამი საათი დაემატება და ქალაქ ლანჩხუთიდან ბოლო გასვლა 21:00 საათზე შესულდება“ _ აცხადებენ კომპანიაში.

„მერამდენედ უნდა გაგვეგლიჯოს გული, თითქოს ყველაფერმა ამ პატარა კუთხისთვის მოიცალა…“ _ ლანჩხუთელი ახალგაზრდა კაცი ესპანეთში ტრაგიკულად დაიღუპა: „სარეცხის თოკს აკეთებდა, დაუცდა ფეხი და გადმოვარდა“

ლანჩხუთი კიდევ ერთ ახალგაზრდას ემშვიდობება, სოფელ ჩოლობარგში დაბადებული და გაზრდილი გია (გიორგი) ხიტირი უცხო მიწაზე, ესპანეთში ტრაგიკულად დაიღუპა. მშობლიურ სოფელში გლოვაა, გარდაცვლილს ყველა საუკეთესო და სიკეთის მკეთებელ ადამიანად ახასიათებს. მას ახლობლები და ნათესავები ემშვიდობებიან: „ჩვენს უბედურ კუთხეს კიდე ერთი ახალგაზრდა მოაკლდა, კიდევ დაქუხდა შვილმკვდარი დედის ხმით მთელი ქვეყანა… მერამდენედ უნდა გაგვეგლიჯოს გული, მერამდენედ უნდა დაცოდვილდეს […]

ცესკოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული  პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ […]

„შენ ის ხო ხარ, მიშას ლექსებს რო უძღვნიდი და გია [გოგუაძე] თუ გუბერნატორად გადავა, ამ შენობაში შემოსვლას რა აზრი აქვსო?“ _ ნინო მშვიდობაძე: „ამ ყველაფერს მე ვაკეთებდი? კარგად ხო ხარ, ზარბაზან? ლექსს დედაჩემსაც ვერ ვუწერ…“

„გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდს [ნინიკო მშვიდობაძე: აქაც გააცოცხლეს მუმიები? „მძიმე არტილერია“ გამოაგორეს], რითაც ლანჩხუთის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციონერი რამაზ გვარჯალაძის ლანჩხუთის მერისადმი კრიტიკას უპასუხა, თავად ოპოზიციონერი გამოეხმაურა: „გული მწყდება პოეტ ქალბატონზე მ. ნინიკოზე, ნუთუ მეტი კომენტარი ვერ დავიმსახურე. შენ ის ხო ხარ, პრეზიდენტ სააკაშვილს ლექსებს რო უძღვნიდი? ის არა ხარ, ექს-გამგებელ […]

ცესკო – 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს (R)

მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, იქიდან გამომდინარე […]

ლანჩხუთის სოფლებში – ჯურუყვეთსა და ნიგვზიანში სამედიცინო ამბულატორიების გახსნას მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯურუყვეთსა და ნიგვზიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ამბულატორიები გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს. სამედიცინო დაწესებულებების გახსნას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „ახალი ამბულატორიები მნიშვნელოვნად […]