ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე, ჯურუყვეთის სარკინიგზო გადასასვლელთან, ჩქაროსნული მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომობილის მძღოლი. „გურია Today“-ის ინფორმაციით, იგი ქობულეთის მკვიდრი, 21 წლის გიორგი ცეცხლაძეა.
არსებული ინფორმაციით, ჯურუყვეთში, რკინიგზის გადასასვლელი ავტომატური დაცვის სისტემით აღჭურვილი არ არის და მატარებლის გავლისას ავტომობილების მოძრაობის რეგულირებას ადგილზე მყოფი თანამშრომელი ხელით ახორციელებს.
თუ რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს, რომელიც შსს-მ სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.
„გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.





