ლანჩხუთის მერი, ზედიზედ მესამედ, ალექსანდრე სარიშვილი გახდა – 25 საარჩევნო უბნის მონაცემებით, მას 88,56%-მა დაუჭირა მხარი

ლანჩხუთის მუნიციალიტეტის მერი ისევ ალექსანდრე სარიშვილი იქნება. ასეთია ცესკოს წინასწარი მონაცემები. საარჩევნო კომისიამ უკვე ატვირთა 31-დან იმ 25 უბნის შედეგები, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. სწორედ ამ საარჩევნო უბნების მონაცემების მიხედვით, მოქმედმა მერმა 8784 ხმა მიიღო, რაც 88,56%-ია, ხოლო მის ერთადერთ კონკურენტ დავით ჩხაიძეს („გახარია საქართველოსთვის“) 1135-მა (11,46%) თანაქალაქელმა დაუჭირა მხარი. დანარჩენ 6 უბანზე არჩევნები ძველი […]

ქალაქ ლანჩხუთის 02 საარჩევნო უბანზე, ბიულეტენების თითქმის 20% ბათილია… „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა კანდიდატებმა 72, 73 და 77%-ზე მეტი აიღეს

ქალაქ ლანჩხუთის მაჟორიტარი ორაგვისღელის უბნიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვანო ებრალიძე გახდა _ მან 980 ამომრჩევლიდან 721 ხმა (73,6%) მიიღო. მისმა კონკურენტ ვალიკო მგელაძეს („გახარია საქართველოსთვის“) მხარდაჭერა მხოლოდ 65 (6,6%) თანაქალაქელმა გამოუცხადა. აქვე აღსანიშნავია, რომ 194 (ანუ თითქმის ყველა მეხუთე) ბიულეტენი გაბათილდა, რაც მოსული ამომრჩევლის 19,8%-ია. ამავე საარჩევნო უბანზე 77,8% აიღო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე […]

გურიის საარჩევნო უბნებზე, 17 საათისთვის, 43 802 ამომრჩეველი მივიდა, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ ჩოხატაურშია _ თითქმის 50%-მა უკვე გააკეთა არჩევანი

გურიის სამ მუნიციპალიტეტში 102 359 ამომრჩევლიდან 43 802-მა, 42,8%-მა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია. ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ ჩოხატაურის 33 უბანზეა, სადაც კენჭისყრის დაწყებიდან 7 საათში უკვე მივიდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (17 338) 49,42% – 8569. თითქმის თანაბარი აქტივობაა ლანჩხუთსა (41,46% – 27 095 ამომრჩევლიდან მისულია 11233) და ოზურგეთში (41,43% – 57 926-დან 24 ათასი ამომრჩეველი […]

ცესკო: 15 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 28,22%-ია (R)

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მისი თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია – საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-სშეადგენს. „კენჭისყრა ძირითადადმშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით,  მიუხედავად იმისა რომ […]

ლანჩხუთის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელს თითქმის 7 %-ით აღემატება

ლაჩხუთის 31 საარჩევნო უბანზე, 15 საათის მონაცემებით მისულია 9672 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის (27 095) 35,69%-ს შეადგენს. 12 საათის მომაცემებით ეს მაჩვენებელი 22,1% (5987 ამომრჩეველი) იყო. ცესკოს 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობამ ამომრჩეველთა 28.22% შეადგინა. კერძოდ, ამ დროისთვის, ხმის მიცემის უფლებით 991 651-მა მოქალაქემ ისარგებლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლანჩხუთში აქტივობა მთელი ქვეყნის […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა დავით როლანდის ძე ზღულაძე

◼️ | დედა ნელი კილაძე, მამა როლანდ ზღულაძე; ძმა რევაზი; დეიდა ლია კილაძე; მამიდები; ბიცოლები; ბიძაშვილები, მამიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა დავით როლანდის ძე ზღულაძე. დაკრძალვა: სამშაბათს, 7 ოქტომბერს, 15 სთ.-ზე, ქვ. ჩიბათში. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.

ცესკო: „12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე  602 445 ამომრჩეველი მივიდა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია“

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება.  კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრა. „სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდიდეთ ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის – ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც, თავის მხრივ, ჰგავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის […]

„ოქროს გული გქონდა და სიკეთით სავსე კაცი იყავი…“ [ილო მორჩილაძის ტკივილიანი დაბადების დღე]

ჩემო „ნენუა“, უშენოდ პირველად მოდის შენი დაბადების დღე – დღეს 75 წელი შეგისრულდებოდა. როგორ გიხაროდა, რომ გეტყოდი, ილო „ბაბუ“, ბიჭივით ხარო… მართლაც, არ გეტყობოდა ასაკი, გული ხომ საერთოდ,  ახალგაზრდული გქონდა. სულ ჩვენთან მოგიჩქაროდა, რამდენჯერ ღამით  გაგვიღვიძებიხარ, ბოლოს არ შეგეძლო, მაგრამ _ სახლში იტყოდი _ ჩემი ბიჭები მეძახიან, როგორ არ წავიდეო… რვა თვეზე მეტი მიითვალა სევდიანმა […]

გურიის საარჩევნო უბნებზე, 12 საათისთვის, 22 214 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა ჩოხატაურში დაფიქსირდა _ 4 საათში თითქმის 25%-მა უკვე მისცა ხმა

გურიის სამ მუნიციპალიტეტში 102 359 ამომრჩევლიდან 22 214-მა, 21,7%-მა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია. ყველაზე მაღალი აქტივობაა ჩოხატაურში, სადაც კენჭისყრის დაწყებიდან 4 საათში უკვე მივიდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (17 338) 24,4% – 4227. მეორე ადგილზეა ლანჩხუთი 22,1%-ით (27 095 ამომრჩევლიდან მისულია 5987), ხოლო რეგიონის მთავარ ქალაქში ყველაზე დაბალი აქტივობაა – ოზურგეთში 12 საათისთვის 12 ათასი ამომრჩეველი […]

10 საათისთვის 275 948 (7,85%) ამომრჩეველი მოვიდა – ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 10:00 საათის მდგომარეობით.  ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე  275948 (7.85%) ამომრჩეველიმივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო […]