გურიის სამ მუნიციპალიტეტში 102 359 ამომრჩევლიდან 43 802-მა, 42,8%-მა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია. ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ ჩოხატაურის 33 უბანზეა, სადაც კენჭისყრის დაწყებიდან 7 საათში უკვე მივიდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (17 338) 49,42% – 8569. თითქმის თანაბარი აქტივობაა ლანჩხუთსა (41,46% – 27 095 ამომრჩევლიდან მისულია 11233) და ოზურგეთში (41,43% – 57 926-დან 24 ათასი ამომრჩეველი მივიდა).
ცესკოს მონაცემებით, 17 საათისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავისი არჩევანი 1 175 817 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის (3 513 818) 33,5%-ია.
როგორც ხედავთ, გურიაში აქტივობა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 9,3%-ით აღემატება.




