10 საათისთვის 275 948 (7,85%) ამომრჩეველი მოვიდა – ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით (R)

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 10:00 საათის მდგომარეობით.  ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე  275948 (7.85%) ამომრჩეველიმივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო […]

ცესკო: საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ (R)

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა.  დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა.  დღეს  საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 […]

გურიის რეგიონში 102 359 ამომრჩეველია, აქედან ყველაზე მეტი – 57 926 ოზურგეთშია, 27 095 – ლანჩხუთში, ხოლო 17 338 – ჩოხატაურში

გურიაში ხმის მიცემა სულ 102 359 ამომრჩეველს შეუძლია, რომლის 56%-ზე მეტი ოზურგეთზე მოდის (57 926 ამომრჩეველი). მეორე ადგილზეა ლანჩხუთი 27 095 ამომრჩევლით, ხოლო ყველაზე ცოტა ამომრჩეველი (17 338) ჩოხატაურს ჰყავს. ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.  საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული […]

ცესკო: მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპი დასრულდა (R)

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაციაგააჩნია. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და […]

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შემაჯამებელი ბრიფინგი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით (R)

ხვალ, 4 ოქტომბერს,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს დათვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან28საერთაშორისო და 27ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და […]

ცესკო ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს (R)

. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა  ამჯერად რუსთავში საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნები იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა […]

„ბევრს გავიხსენებ ლანჩხუთიდან: ევგრაფ შევარდნაძეს, როგორც ოჯახის წევრი, ისე ვყავდი, ჩემი უფროსი მეგობარი ჯანგირა მშვიდობაძე, ჩემი იმედო დუნდუა…“ _ რევაზ ჩელებაძე 70 წლისაა!

დღეს, ქართული ფეხბურთის ლეგენდა რევაზ ჩელებაძე 70 წლის გახდა. მისი საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქობულეთის „შუქურას“ აკადემიაში დაიწყო. პროფესიონალურ დონეზე კი მისი გზა ბათუმის „დინამოდან“ იწყება და ლანჩხუთის „გურიას“ გავლით თბილისის „დინამოს“ უკავშირდება. ქართული ფეხბურთის ფლაგმანის რიგებში მან 158 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა, სსრკ-ის ნაკრებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა და 1980 წლის ოლიპმიადაზეც მიიღო […]

ცესკოს თავმჯდომარემ და პრეს-სიკერმა საარჩევნო მედია სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს (R)

საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ წარმატებით დასრულდა. საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო საკითხების შესახებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო. საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით დასრულებისათვის მონაწილეებს სერტიფიკატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა გადასცეს. გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და […]

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეხვედრა ხანდაზმულ ამომრჩეველთან (R)

ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი ელენე აბაშიძე მოინახულა. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ხანდაზმულ ამომრჩეველს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, გადასატანი ყუთით სარგებლობის, ბიულეტენის შევსების წესის და 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ტრადიციად იქცა, რომ საერთო არჩევნების წინ უწყების […]

დავით ჩხაიძე: „ეს არის ჩემი საარჩევნო პროგრამა, სადაც არ იქნება შეუსრულებელი და „ტრადიციულ-ტრაფარეტული“ დაპირებები“ (R)

დავით ჩხაიძე – მერობის  კანდიდატი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. დაიბადა 1962 წლის 27 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში. განათლება – უმაღლესი, პროფესიით – ეკონომისტი. ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. დაჯილდოებულია მედლებით: „ფიცის ერთგულებისთვის“, „მხედრული მამაცობისთვის“, „საბრძოლო დამსახურებისთვის“. მუშაობდა სამოქალაქო და სამხედრო სხვადასხვა საპასუხისმგებლო  თანამდებობებზე. ჰყავს […]