„ლუი, არ მაქვს სიტყვები, შენი მონატრებული დედიკო… ეს რა გავიგე, ჩემო ირმა და ხუტუნა, ერთად გტირით ორივეს…“ _ ლანჩხუთი კიდევ ერთ ემიგრანტს ემშვიდობება

„This is ლანჩხუთის“ დამაარსებელი ნინია ბარამიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ ემიგრაციაში გარდაიცვალა სამოქალაქო აქტივისტის, ლუი ორაგველიძის დედა _ ირმა ცინცაძე. „ლუი, ჩემო ყველაზე კეთილო გოგო, ბევრი წლის წინ გარდაცვლილი მამა როგორ გტკიოდა, როგორ გენატრებოდა და ახლა უკვე დედაც დაკარგე… სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს, არც კი ვიცი, როგორ განუგეშო, ვიზიარებ შენი ოჯახის ტრაგედიას – თქვენზე გადაყოლილი […]

„ლანჩხუთს ეკუთვნის 8-10 ათასიანი სტადიონი. იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ „გურიას“ ტრადიციებს და ისტორიას…“ _ „გურია თუდეის“ სტატიას კლუბის ლეგენდები ეხმაურებიან

„გურია თუდეი“ სტატიას „80 წლის წინ, 5 ათასი მაყურებელს იტევდა, მერე დასწრება 25 ათასამდე ავიდა და საქართველოში მეორე იყო… რამდენად იქნება საკმარისი ლანჩხუთში 3 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი?“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოზიციები დააფიქსირეს მათ შორის „გურიას“ ლეგენდებმა. კლუბის საუკუნის ფეხბურთელად აღიარებულმა თემურ ჩხაიძემ „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე, კომენტარების ველში დაწერა: „საქართველოში ერთ-ერთი პატარა ქალაქის გუნდმა, ლანჩხუთის […]

„რა დამავიწყებს შენს გვერდით გატარებულ წლებს ქვიანის სკოლაში“ _ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ნაზი ბოლქვაძე-ჯანაშიას კოლეგები ემშვიდობებიან

„ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ძალიან თბილი და ბავშვების მოსიყვრულე ქალბატონი, ნაზი (ცისანა) ბოლქვაძე-ჯანაშია გარდაიცვალაო… ძალიან დამწყდა გული… თვალწინ გამირბინა ყველა გაკვეთილმა, მისი ძალიან საყვარელი გაბრაზებით “გაგფცქვნი ეხლა”-თი. ნათელი თქვენს კეთილ სულს, ცისანა მას…“ _ ასე ეხმაურება აშშ-ში მოღვაწე ლანჩხუთელი ექსპერტი რიმა ასკურავა ყოფილი მასწავლებლის გარდაცვალებას. ნაზი ბოლქვაძე-ჯანაშიას ემშვიდობება მშობლიური ქვიანის სკოლა, სადაც მან ათწეულები […]

„გურიამ“ სტუმრად ზედიზედ მეორედ, „მერცხალმა“ კი, ბოლო ორი შეხვედრა მოიგო და… 12 ნოემბერს, ლანჩხუთში გურულ დერბიში შეხვდებიან ერთმანეთს

დღეს, გურულმა კლუბებმა წარმატებით იასპარეზეს, რითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს მდგომარეობა _ „გურიამ“ მესამე ლიგაში გადასასვლელად, ხოლო „მერცხალმა“ _ მეოთხეში დასარჩენად. ლანჩხუთელებმა ამჯერად სტუმრად „გაგრა-2“ 2:0 დაამარცხეს. წინა ტურის მსგავსად, როცა „გურიას“ ბოლო წუთზე ქულა გადაურჩინა, ისევ გაიტანა ვანო წილოსანმა _ მან 55-ე წუთზე ზუსტად გამოიყენა 11-მეტრიანი. აქედან 15 წუთში კიდევ ერთი პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს სტუმრებმა […]

„ეს რა მიქენი, ბიჭო, როგორი ტკბილი იყავი და როგორი მწარე გახდი, ჩემო სიყვარულო, ჩვენი ყველა ოცნება აუსრულებელი დამიტოვე…“ _ ზურა ჩხაიძეს საცოლე ემშვიდობება

„გურია თუდეი“ უკვე წერდა 31 ოქტომბერს მომხდარი იმ ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ლანჩხუთელი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეიწირა [„წინადღეს მამამისს დიდი მანქანა დაეჯახა და გადარჩა, ზურა, სამწუხაროდ, დაიღუპა… 22-ში ქორწილი უნდა ჰქონოდა, დაისფო ოჯახი, ერთადერთი ბიჭი ჰყავდათ“] ზურა ჩხაიძეს ხუთშაბათს, 6 ნოემბერს დაკრძალავენ. მას ქორწილი 22 ნოემბერს უნდა ჰქონოდა… ზურას ემშვიდობება მისი საცოლე. მან არაერთი ტკივილიანი სტატუსი […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნაზი ბოლქვაძე-ჯანაშია

შვილები: თამაზი, გოჩა; შვილიშვილები: ბექა, თეონა, ანასტასია, ანდრია, შვილთაშვილი იოანე ჯანაშიები; რძლები: მაია ჭალიძე, სოფო წილოსანი, თამუნა შარმაიძე; და ნანული, ძმები: თამაზ, გენო, ზურაბ ბოლქვაძეები; მაზლიშვილები; ძმისშვილები; დისშვილი; რძლები; სიძეები და ახლო ნათესავები იუწყებიან ნაზი ბოლქვაძე-ჯანაშიას გარდაცვალებას. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 6 ნოემბერს. გამოსვენება: 15 სთ-ზე, სოფ. ქვიანი.

„სა წევიდა ჩემი ფული? აქანეა შენი ფული“ _ მე-9 კლასელი ნინი ჩხაიძის გურული იუმორით გადაწყვეტილი პოსტერი საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა FinEdu კონკურსის _ „კიბერუსაფრთხოება იუმორით“ გამარჯვებული ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ჩხაიძეა, რომელიც კონკურსის ჟიურის რჩეული გახდა.  ნინის პოსტერი, რომელიც ჟიურის რჩეული გახდა „ნინის პოსტერი გამოირჩეოდა შემოქმედებითობით, იუმორითა და კიბერუსაფრთხოების თემის ორიგინალური გადმოცემით“ _ ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.

„წყალში ვიხრჩობით, ყველა გაწვიმების დროს… ზამთარი მოვიდა, ნალექი მოემატება… როდის? როდის, მოგვხედავენ?“ _ „გურია თუდეიმ“ სუფსიდან წერილი მიიღო

„გამარჯობა, ამ წერილს სუფსიდან გწერთ. არ ვიცი, რამდენად გაიზიარებთ ჩვენს პრობლემას, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს ჩვენთვის, რადგანაც ამ პრობლემას ვებრძვით წლეებია… სხვადასხვა მთავრობის და დეპუტატების დროს… შედეგი? ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ _ გვწერს მარიკა გურგენაძე, სოფელ სუფსის მაცხოვრებელი, რომელიც ფიქრობს, რომ გაზეთში გამოქვეყნებამ იქნებ რამე შედეგი გამოიღოს… „წყალში ვიხრჩობით, ყველა გაწვიმების დროს…“ | სუფსა, ტაბანათი, […]

„რა სილამაზე და რა სიამაყეა! მადლობა, რომ არსებობთ…“ _ მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი ლანჩხუთში შეკერილი სამოსის შესახებ

ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ლანჩხუთში შეკერილი სამოსი აცვია. „GP ქართული წარმოება“ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, რასაც მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერლის შეფასებაც ადასტურებს: „რა სილამაზე და სიამაყეა! მადლობა ასეთი ძღვენისთვის და მადლობა რომ არსებობთ!! Beautiful national flag sportswear“ _ წერს უცხოეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო. „GP ქართული წარმოების“ სარეკლამო ბანერი, ფოტოზე მარჯვნივ: […]

„გურია თუდეიმ“ ლანჩხუთის საკრებულოში „ბომბი გახეთქა“… „იქობამდე გახაზირებული“ ბიულეტენები, „ელანძე გადანიშნული“ თავმჯდომარეები და მთავარი ინტრიგა: ვინ არ მისცა ხმა ვერიკო კვირკველიას?

ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველმა სხდომამ უხმაუროდ ჩაიარა, თუმცა ინტრიგების გარეშე _ ვერა. ყველაზე საინტერესო კითხვა, რაც დამსწრეებსა თუ ლაივში მაყურებლებს დარჩებოდათ, ისაა _ „ქართული ოცნების“ რომელმა ორმა წევრმა არ მისცა ხმა თანაგუნდელ ვერიკო კვირკველიას, როცა მას თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირჩევდნენ… ამ დროს საერთო აპლიდისმენტებს ბესიკ ტაბიძის ტაშიც დააკლდა, რამაც ინტრიგის მოყვარულებს „საფუძველი მისცა“, ერთ-ერთად […]