„გურიამ“ „მერცხალს“ ვანო შარვაძის გოლებით მოუგო და მომდევნო თამაშის მოგება ან ბოლო ტურში ფრე მესამე ლიგის საგზურს მოუტანს

დღეს, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე „გურიამ“ „მერცხალი“ 3:0 დაამარცხა. გურულ დერბიში ჰეთ თრიკი ვანო შარვაძემ შეასრულა. მან ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა, როცა ვანო წილოსანის წამოწყებული კომბინაცია გააგრძელა, ხოლო ორჯერ სანდრო ბახიას პასები აქცია გოლად. დღევანდელი დღე „გურიას“ ისტორიაში ყველაზე წარმატებულია _ 1986 წელს ლანჩხუთის გუნდმა სსრკ-ის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა [წაიკითხეთ: იქ ძეგლი უნდა დავუდგა […]

იქ ძეგლი უნდა დავუდგა გოლს ბესიკ ფრიდონაშვილის… გურულების ყველაზე დიდი საფეხბურთო ავანტიურა: 1986 წლის 12 ნოემბერი – დღე სასწაული, რომელმაც ლანჩხუთის ცხოვრება შეცვალა

1986 წლის 12 ნოემბერი იდგა… ლანჩხუთში დილიდანვე დიდი ფაცი-ფუცია. პატარა ქალაქი ისტორიის დასაწერად ემზადება… „გურიას“ ყველაზე დიდი პატრონის, ევგრაფ შევარდნაძის ყოფილი „ატეკა“ საქალქთაშორისო რეისებს აუქმებს _ იმ დღეს გურიის ამ ქალაქიდან ტრანსპორტს ერთი მიმართულება აქვს _ ბათუმი! დილიდანვე, ავტობუსებისა და ავტომობილების უწყვეტი კოლონა აჭარის დედაქალაქისკენ მიემართება. დანიშნულია დამატებითი სამგზავრო მატარებლებიც… იმ დღეს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე […]

დედის მონოლოგი აფხაზეთში დაღუპული შვილისადმი [გოჩა კვირკველიას ხსოვნას]

შვილო გოჩა! მერამდენე წელია, უკურნებელი ტკივილი ხარ დედისათვის… დაბადებიდან ქუდბედნიერი ბიჭი იყავი, მომხიბლავი გარეგნობის, ნიჭიერი, განათლებული, თავაზიანი ქცევით გამორჩეული, ყველას მიმართ ნდობასა და სიყვარულს გამოხატავდი. რომ არა წყეული ომი, დღეს ერთი კარგი ქართული ოჯახის თავკაცი იქნებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა… როცა სამშობლოს დასაცავად შენი უახლოესი მეგობრები ომში გაიკრიფნენ, შენც იარაღი აიღე  ხელში და ღრმად იყავი დარწმუნებული, […]

„2012-ში უარი გვითხრა, ოჯახს შემივიწროვებენო და საკრებულოში მესამედაა… ახლა კლავიატურის ლომი რომაა, მაშინ გვითხრა _ „ნაცები“ მესიმპატიურებაო“ _ სოსო ბოლქვაძე, ელგუჯა ჩხაიძე და რომან ბიწაძე ლანჩხუთელ „პორტირებულებზე“

 „გურია თუდეის“ სტატიას _ „გურია თუდეიმ“ ლანჩხუთის საკრებულოში „ბომბი გახეთქა“… „იქობამდე გახაზირებული“ ბიულეტენები, „ელანძე გადანიშნული“ თავმჯდომარეები და მთავარი ინტრიგა: ვინ არ მისცა ხმა ვერიკო კვირკველიას?, რომელშიც საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ ლანჩხუთის საკრებულოში 32 წევრიდან 19 თავმჯდომარე და მოადგილეა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქ ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი […]

„მისი ხმა ქარში გვესმის, როცა საქართველოს დროშა ფრიალებს… მისი ნაბიჯი მაშინ გვესმის, როცა მიწა თავისუფლების სუნითაა გაჟღენთილი…“ _ ლანჩხუთელ გმირს, გოჩა კვირკველიას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა…

ლანჩხუთელი ჟურნალისტი ეთო ჭყონია სოციალურ ქსელში გოჩა კვირკველიაზე წერს _ აფხაზეთის ომის გმირზე, რომელსაც დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ მარად 27 წლის დარჩა… „გმირები არ კვდებიან, ისინი მარადიულობაში გადაინაცვლებენ… ისიც გმირი იყო… 27 წლის დარჩა მარად… სამშობლოსათვის თავდადებული ომში უშიშრად წავიდა… ამბობდა, დედის ლოცვა გადამარჩენსო… სამწუხაროდ, სნაიპერის ტყვიამ სიცოცხლეს გამოასალმა… გოჩა ჩვენთან არის, ის მხოლოდ […]

“ისეთი ამბავია, მტერს არ ვუსურვებ” _ გურიაში კაცი, რომელსაც 6 ნოემბრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, მისმა დედამ თვითმკვლელობა სცადა

ჩოხატაურელი გელა დოლიძე, რომელსაც 6 ნოემბრიდან ეძებდნენ და ბოლოს სოფელ წყალწმინდაში ნახეს, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ურეკში, სადაც ერთ-ერთი საწყობის უფროსად მუშაობდა. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს. გამოცემას გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, რომ დედამ, მას შემდეგ, რაც შვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, თვითმკვლელობა სცადა: “ისეთი ამბავია, მტერს არ ვუსურვებ. შვილის გარდაცვალება რომ გაიგო, თაგვის და ფაროსანას საწამლავი დაულევია. […]

„ბახმაროში უკანონო მშენებლობებზე და ჩავარდნილი ხიდის ამბავში ვყოფილვართ მართლები? [მაგრამ] ახლა ვიღაც ლიფსიტებს დააკავებენ, სინამდვილეში პრობლემა თავშია…“ _ კახა ასკურავა

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა ბახმაროში უკანონო მშენებლებობებისა და სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩავარდნის გამო დაკავებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ბახმაროში უკანონოდ მიტაცებულ მშენებლობებში ხომ 100% ვყოფილვართ თურმე, აგერ სამტრედიაში კორუფციული გარიგების შედეგად ჩავარდნილი ხიდის ამბავშიც ხომ 100% ვართ, ჯერ სად ხართ, კიდევ რამდენ რამეში აღმოვჩნდებით მართლები… ეს აფიშაა, კინო აწი იქნება, ესენი რომ მოშორდებიან. ცნობისთვის: სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი, […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ზვიად ამირანის ძე კვაჭაძე

მწუხარებაში მყოფი: დედა ნინო ლომაძე; და ინეზა კვაჭაძე; დისშვილი საბა ვარდოსანიძე; მამიდები: ციური, ლალი კვაჭაძეები; დეიდები: ელიკო, დარიკო, თინიკო ლომაძეები; მამიდაშვილები, დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ზვიად ამირანის ძე კვაჭაძე. დაკრძალვა: სამშაბათს 11 ნოემბერს, 15 სთ.-ზე, სოფ. ჩიბათი. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.

გურიაში კიდევ ერთ კაცს ეძებენ – ბოლოს სოფელ წყალწმინდის ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს…

გურიაში დაკარგულ კაცს ეძებენ. ჩოხატაურელი გელა დოლიძის ახლობლების სოციალურ ქსელში წერენ, რომ იგი 6 ნოემბერს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ვერ უკავშირდებიან. „თქვენი დახმარება გვჭირდება. ვეძებთ გელა დოლიძეს. გუშინ [6 ნოემბერს] საღამოს 8 საათის შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის. პარალელურად ეძებს პოლიციაც. ბოლოს ნახეს ლაჩხუთის სოფელ წყალწმინდაში, ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ […]

„ლანჩხუთმა“ ახალ ჩემპიონთან სეზონში მესამე შეხვედრა დათმო, როცა წინა 6 ჩემპიონატის მანძილზე მხოლოდ 5 წაგება ჰქონდა

„ლანჩხუთმა“ ვერც საკუთარ მოედანზე შეძლო ახალი ჩემპიონის დამარცხება. „ნიკე-ლუსომ“ წელს გამართული 4 შეხვედრიდან მოქმედ ჩემპიონებს სამი მოუგო. ამჯერადაც, ანგარიში დედაქალაქელებმა გახსნეს, მეტიც, 5-წუთიან მონაკვეთში ორბურთიანი ფორა მიიღეს. „ციცებმა“ კი ბოლო წუთებზე მხოლოდ ერთის გაქვითვა მოახერხეს, 93-ეზე ეს შეცვლაზე შესულმა ლელა ჭიჭინაძემ მოახერხა, 1:2. იქამდე წუთით ადრე, „ლანჩხუთს“ დაცვის ლიდერი ნინო ჩხარტიშვილი გაუძევეს, რომელიც გუნდს სათასო […]