„გურიასთვის“ დათარსული „მცხეთა-პარკი“: საბედისწერო 93-ე და… ბოლო ტურში, „არაგველებთან“ არ უნდა წავაგოთ: „მერცხალი“ (გა)დარჩა, „ბახმარო“ _ ვერა

დღეს „გურია“ ძალიან ახლოს იყო მესამე ლიგის საგზურთან _ მატჩის დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე, წინა შეხვედრაში ჰეთ თრიკის ავტორმა და გურულთა მთავარმა მეგოლემ, ვანო შარვაძე ანგარიში გახსნა _ მან ვანო წილოსანის ჩაწოდებული ულამაზესი დარტყმით მოათავსა კარის ბადეში, 1:0. უნდა ითქვას, რომ წილოსანი გურულ დერბიში დაშავდა, მაგრამ ვითარების გამო, მწვრთნელებმა იგი თამაში ჩართეს და მოედანზე შესვლიდან […]
როგორ „ამოიცნო“ დაზარალებულმა ქალბატონმა ქურდი და როგორ „ასწავლეს ჭკუა“ „ეჭვმიტანილ“ ომარ ხუციშვილს პოლიციის თანამშრომლებმა

ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და ექს-მაჟორიტარი ომარ ხუციშვილი იხსენებს: _ ყოველ 10 ნოემბერს პოლიციის ძველ შენობასთან ვეტერანები ვიკრიბებით. ბევრი კურიოზს, უამრავ თბილად მოსაგონარს ვიხსენებთ. როცა პოლიციაში უფროსის მოადგილედ დამნიშნეს, ჩინის მიღებამდე დახლოებით ერთი თვე მოვალეობის შესრულება პოლიციის ფორმისა და იარაღის გარეშე მიხდებოდა. ამის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობდი მოკლე დროში გავრკვეულიყავი ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში. ყურაღებით ვსწავლობდი […]
პირველად იყო ლანჩხუთი! ისევ ნოემბერი და ისევ ფრიდონაშვილი – 35 წელი „გურიას“ ისტორიული გამარჯვებიდან…

დღეს თითქმის არავის ახსოვს ეს თარიღი. არადა, საამაყოდ და სატრაბახოდ გვაქვს საქმე, ზუსტად 35 წლის წინ, ლანჩხუთის „გურია“ პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა. 1990 წლის 18 ნოემბერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული თასის გათამაშების ფინალი გაიმართა, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე „გურიამ“ სოხუმის „ცხუმი“ დამატებით დროში ბესიკ ფრიდონაშვილის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა. სფფ-ის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა […]
„დღესასწაულმა გააერთიანა თემის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა…“ _ აკეთში სახალხო ზეიმი – „აკეთობა-2025“ გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში სახალხო დღესასწაული „აკეთიბა-2025“ გაიმართა. ღონისძიებას უმასპინძლა კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის ეზომ, სადაც სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობები გამართეს. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და თემატური გამოფენა. „აკეთის თემში ტრადიციული დღესასწაული – „აკეთობა 2025“ განსაკუთრებულად და თბილ ატმოსფეროში აღინიშნა. ღონისძიება ჩატარდა აკეთის კულტურულ-მემკვიდრეობით სივრცეში, რაც დღესასწაულს კიდევ უფრო განსაკუთრებულ იერსა და სიმბოლურ მნიშვნელობას […]
[ექსკლუზივი] ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიას“ მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისა და შემდგომში სფფ-ის, თბილისის „დინამოსა“ და ჰოლანდიური „ვიტესის“ პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს. ამას იგი აუქციონის წესით მოახერხებს, რის შესახებაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ზემოხსენებული კომპანია ფინანსურად უკვე ეხმარება „გურიას“, რომელიც მეოთხე ლიგაშია და ზედა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კახი […]
რა შემთხვევაში ჰყოფნის 1 ქულა „გურიას“, მესამე ლიგაში გადასასვლელად? სატურნირო მდგომარეობა და ყველა შესაძლო ვარიანტი

„გურიას“ ამ სეზონში ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი _ 19 ნოემბერს, სტუმრად თბილისის „ვიტ ჯორჯია-2“-თან და 26-ში, ლანჩხუთში – „არაგველებთან“. ლანჩხუთის კლუბს კარგი შანსი აქვს, მესამე ლიგაში დაბრუნდეს. თბილისის „იბერია-2010“-მა და ხაშურის „ივერიამ“ უკვე გაინაღდეს ზედა ლიგის საგზური. მესამე ადგილისთვის 3 გუნდი იბრძვის. „ალგეთმა“ ეს შანსი უკვე დაკარგა _ იგი ქულებით შეიძლება დაეწიოს „გურიას“, მაგრამ ურთიერშეხვედრებში […]
„ლანჩხუთს კიდევ ერთი უსაყვარლესი ქალბატონი გამოაკლდა, რომელიც ამშვენებდა ქალაქს, რაიონს, ქვეყანას“ _ „ღადარი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„კიდევ ერთი უსაყვარლესი ქალბატონი, ჩვენი ჯგუფის უხუცესი წევრი, ქომაგი, აქტიური და იმედიანი ცისანა კვირკველიას გამოაკლდა ჩვენს ქალაქს, რაიონს, საქართველოს. ჯგუფისა და ადმინისტრაციის სახელით ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნათელში იყოს მისი ლამაზი“ _ წერს პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფი „ღადარი“. რამდენიმე დღის წინ, ჯგუფი ქალბატონ ცისანას დაბადების დღეს ულოცავდა _ 6 ნოემბერს იგი 91 წლის გახდა… „ლანჩხუთის რეალობას ამშვენებს ამაგდარი, […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ირაკლი ალეკოს ძე ფირცხალაიშვილი

მეუღლე დიანა; შვილები: ანი, სოფო ფირცხალაიშვილები; დეიდა თინიკო კვიტაიშვილი; მამიდა მანანა ფიცხალაიშვილი; ბიძა იორამ ფირცხალაიშვილი; ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ირაკლი ალეკოს ძე ფირცხალაიშვილი. პანაშვიდი: კვირას და ორშაბათს, 16 და 17 ნოემბერს. დაკრძალვა: სამშაბათს, 18 ნოემბერს, 15:00 საათზე. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ირმა სერგოს ასული ცინცაძე

შვილები: ლუი, დავით ორაგველიძეები; სიძე რეზო მშვიდობაძე; შვილიშვილები: გიორგი, ლაშა მშვიდობაძეები; დედამთილი ლუიზა ხოფერია; რძალი ნინო ირემაძე; ძმისშვილები: ანუკი, სერგო ცინცაძეები; ბიძა გაიდარ ცინცაძე; ბიცოლები მზია რუხაძე, ნატო დონაძე; მაზლისშვილები ირმა, მარი ორაგველიძეები; მძახლები: ნანა, გია მშვიდობაძეები; ბიძაშვილები და ახლო ნათესავები გულისტკივილით იუწყებიან ირმა სერგოს ასული ცინცაძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: შაბათს, 15 ნოემბერს. გამოსვენება: 15 სთ-ზე, […]
„ლანჩხუთი“ თასიდან გამოვარდა – საქართველოს ყველაზე წარმატებული ქალთა გუნდი წელს უტიტულოდ დარჩა

„ლანჩხუთი“ თასის ნახევარფინალში „კვარტალთან“ დამარცხდა და ამით „ნიკე-ლუსოსთან“, როემლსაც ჩემპიონობა დაუთმო, რევანშის შანსი დაკარგა. არადა, ოთხივე საჩემპიონატო მატჩი დიდი ანგარიშით (4:1, 3:0. 6:0, 5:2) მოუგეს გურულებმა დედაქალაქელებს, თანაც 18 გაუტანეს და რაც იმ ოთხ შეხვედრაში ჯამურად, 3 გოლი ახლა ერთ შეხვედრაში გაუშვეს. პირველი ტაიმიც „კვარტალმა“ მოიგო და 61-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდა წინა სეზონის ვიცე-ჩემპიონი. […]