საპატიო კურსდამთავრებულის ტიტული თენგიზ მოისწრაფეშვილს და ვარსკვლავი _ ალიეტა სიორიძეს, რომელიც 53 წელი ხელმძღვანელობდა ხაჯალიის სკოლას

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე ხაჯალიის საჯარო სკოლაში სკოლის ყოფილი დირექტორის, ალიეტა სიორიძის სახელობის ვარსკვლავის გახსნას დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სკოლის საპატიო კურსდამთავრებულის ტიტული მიენიჭა პროფესორ თენგიზ მოისწრაფეშვილს. „ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი მნიშვნელოვან ღონისძიებას დავესწარი. ქალბატონი ალიეტა 53 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ხაჯალიის სკოლას. მინდა პატივი მივაგო მის ხსოვნას. […]
„სულ „კაჭკით“ დადიოდნენ… მამა მღვდელი ჰყავდათ და ნახევარი ლანჩხუთი მისი მონათლულიაო… არაა გამორიცხული, ძმები სალოსები ყოფილიყვნენ“ _ „გურია თუდეის“ მკითხველებმა უტულაის და იჭოკაის ამბები გააცოცხლეს

„გურია თუდეიში“ გამოქვეყნმებულ სოფიო ჩხაიძის წერილს _ „გახსოვთ უტულა? მუდამ პირში სიგარეტგაჩრილი ლანჩხუთის კოლორიტი კრამიტისქუდიანი აგურის სახლიდან“ _ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა გაიხსენა გამგეობის შენობის მოპირდაპირე სახლში მცხოვრები ძმები და მათი მამა, მღვდელი ალფესი ბარამიძე, რომლის მონათლული ყოფილა მაშინ ლამის ნახევარი ქალაქი… ჩვენ თავი მოვუყარეთ ყველა თბილ მოგონებას და ქვემოთ გთავაზობთ. „როგორ არ მახსოვს, იმ […]
მობილურები _ 269 ლარიდან, ტელევიზორები _ 349 ლარიდან, მაცივრები _ 379 ლარიდან, გაზქურები _ 499 ლარიდან, კონდიციონერები _ 799 ლარიდან… „შავი პარასკევის“ დიდი ფასდაკლებები „ელიტ გურიაში“
ლანჩხუთში არსებულ „ელიტის“ ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიაში თქვენ დაგხვდებათ წინასაახალწლო სასიამოვნო გარემო, მომღიმარი და თქვენი დახმარების მოსურნე კონსულტანტები, საოჯახო ელექტროტექნიკის, გათბობა/გაციების სისტემების, მობილურებისა და აქსესუარების ძალიან დიდი არჩევანი და რაც მთავარია, BLACK FRIDAY-ს ფასდაკლებები ნებისმიერ ტექნიკაზე. „შავი პარასკევისთვის“ ლოდინი აღარაა საჭირო, რადგან ფასები უკვე დაკლებულია! თქვენს მიერ შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს სახლში მოგიტანენ, მოქმედებს „ელიტის“ ოფიციალური […]
მამათმა სოფლის სახალხო ზეიმს უმასპინძლა _ „მამათობა-2025“ „ხელხვავმა“, „აცაურამ“ და ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლის მოსწავლეებმა გაალამაზეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ გოდერძი ქურიძესთან ერთად, მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში სახალხო დღესასწაულს _ „მამათობა-2025“-ს დაესწრო. ღონისძიებაში ანსამბლებმა, „ხელხვავმა“ და „აცაურამ“, ასევე, ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. სოფლის დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და თემატური გამოფენა.
გახსოვთ უტულა? _ მუდამ პირში სიგარეტგაჩრილი ლანჩხუთის კოლორიტი კრამიტისქუდიანი აგურის სახლიდან…

რამ გამახსენა? გასწორებულმა მიწამ და ფესვგამდგარმა გვიმრამ. აგურის ნასახიც რომ არ ჩანს ნაკვეთზე, იმან მომაგონა. ბევრჯერაც გაიყიდა ნამღვდლარი მიწა, სადაც ღვთის წიგნები ინახებოდა, ნუსხა-ხუცურით ნაბეჭდი… დღის მანძილზე უამრავი კაცი გვერდს აუვლიდა ამ სახლს. მატარებლის სადგური ახლოს იყო და ამვლელი მგზავრი, ბუნებრივია, ჩამოივლიდა კიდეც. დღეში რამდენჯერმეც უწევდათ აგურის სახლის დანახვა. მიჩვეული თვალი და ყური არაფრად აგდებდა […]
„გაფრინდა ჩემი თომაც, განმიახლდა ნიკოლოზი…“ _ „გურიას“ ყოფილი კაპიტანი ფოთში მომხდარ ტრაგედიაზე: 22 წლის ბიჭს მალე ნიშნობა უნდა ჰქონოდა და ავტოავარიაში დაიღუპა

„გაფრინდა ჩემი თომაც… განმიახლდა ნიკოლოზი… გადახვევენ ერთმანეთს ხელს…“ _ წერს სოციალურ ქსელში „გურიას“ ყოფილი კაპიტანი ერეკლე კილაძე. მისი ძმა ნიკა კილაძე, ასევე „გურიას“ ფეხბურთელი, 2014 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში ავარიაში მოხვდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ერეკლეს ბიძაშვილისშვილია თომა პაჭკორია, 22 წლის ახალაზრდა გუშინ ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. თომა უახლოეს მომავალში დაოჯახებას გეგმავდა, […]
„დღეს 22 ნოემბერია, დღე, როცა შენი ქორწილი უნდა შემდგარიყო… როგორ ჩაგისაფრდა სიკვდილი ბედნიერების წინა დღეებში, ამ კითხვას პასუხი არ აქვს“

ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი მაჩხვარეთში გოჩა ცინცაძე რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაღუპულ ზურა ჩხაიძეზე წერს, რომელსაც დღეს ქორწილი უნდა ჰქონოდა… [წაიკითხეთ: „წინადღეს მამამისს დიდი მანქანა დაეჯახა და გადარჩა, ზურა, სამწუხაროდ, დაიღუპა… 22-ში ქორწილი უნდა ჰქონოდა, დაისფო ოჯახი, ერთადერთი ბიჭი ჰყავდათ…“] „დღეს 22 ნოემბერია, დღე, როცა შენი ქორწილი უნდა შემდგარიყო და უფლის წინაშე დაგედო ფიცი, სიცოცხლის ბოლომდე […]
„ნუ მოაკვლევინებთ უპასუხისმგებლო მსაჯებს ისედაც „მისიკვდილებულ“ ქართულ ფეხბურთს…“ _ ელისო ჭიჭინაძე თვლის, რომ „გურიას“ კარში არარსებული პენალტი დაინიშნა

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ელისო ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „გურიას“ კარში „ვიტ ჯორჯია-2“-ის სასარგებლოდ, 93-ე წუთზე არარსებული პენალტი დაინიშნა. „მოსყიდული მსაჯი ნიშნავს 93 წუთზე არარსებულ პენალტს“ _ წერს „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე კომენტარების ველში ლესის მაჟორიტარი. „როდის უნდა დამთავრდეს არაობიექტური მსაჯობა საქართველოში? სირცხვილია, სირცხვილი… ფეხბურთის ფედერაცია, ნუ შეგვაძულეთ თითოოროლად შემორჩენილ გულშემატკივარს ფეხბურთის სტაფიონზე სიარულს… ნუ მოაკვლევინებთ […]
„ჩვენო ბუატა, ახლა ხომ ხარ ბედნიერი ცისარტყელაზე?“ _ სულისშემძვრელი ისტორია ძაღლზე, რომელიც ლანჩხუთში ნიჩბით სცემეს

ლანჩხუთში ძაღლს ნიჩბით სცემდნენ, რის გამოც ის დაავადდა და კეთილი ადამიანების მცდელობა, ცუგა გადაერჩინათ, უშედეგო გამოდგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ და სულისშემძვრელ სტატუსს ქალაქის მაცხოვრებელი, სამოქალაქო აქტივისტი ციცინო უგრეხელიძე წერს: „ეს რომ არ დავწერო, ოღონდ ძალიან გულისტკივილით, არ შემიძლია! კმაყოფილები ხართ, ძაღლთმოძულეებო, ვინც ამ ძაღლს ნიჩბით ცემდით და კიბო გაუჩინეთ? ერთი თვეა, ველოლიავებით რამდენიმე […]
„გურიას“ ქულა სჭირდება „არაგველებთან“, რომელსაც, დიდი შანსია, მოგებაც არ ეყოს _ რა მოხდება, თუ სამი გუნდი დააგროვებს 56-56 ქულას? ბოლო ტურის ყველა შესაძლო ვარიანტი…

დღეს, „გურიამ“ ხელიდან გაუშვა შანსი, მესამე ლიგაში დაბრუნება ბოლოსწინა ტურში გაენაღდებინა. უმოტოვაციო „ვიტ ჯორჯია-2“-მა ბოლომდე იბრძოლა და ლანჩხუთელები მცხეთიდან არაფრისმომცემი ქულით გამოუშვა. რატომ არაფერს ნიშნავს ეს ქულა გურული კლუბისთვის? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ტურში „გურიას“ მინიმუმ ფრე სჭირდება „არაგველებთან“, დღეს რომც წაეგო, 56 ქულას მაინც მოაგროვებდა და მისთვის დაწევა მხოლოდ წალენჯიხის „სქურს“ შეეძლებოდა, რომელიც […]