დღეს ჯიხეთობაა! ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ _ მიუხედავად ამისა სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია…

„თურმე დედებს მეტად აწვალებდა უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი სამი მტრედისათვის მიუნდიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. სამებად იწოდებოდა ის ადგილი. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი – ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ“ ჯიხეთის მთაზე მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი […]

„დღეს გაგაცილეთ სამშობლოში და პირნათლად შევასრულე დანაპირები შენს გამწარებულ დედასა და  მეუღლესთან…“ _ ლელა ჩახვაძე ლანჩხუთელი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ წერს

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი ლელა ჩახვაძე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და თანამემაულეების გვერდში მდგომი და დიდი იმედია, ასევე ემიგრაციაში მყოფი თანაქალაქელის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ ელგუჯა ანდღულაძე, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს გადიოდა, სამწუხაროდ, გასულ კვირაში გარდაიცვალა. „ერთი მიწა-წყლის შვილები შემთხვევით აგვისტოს თვეში შევხდით ერთმანეთს, მალე გავიგე, რომ უმძიმესი იყო შენი მდგომარეობა, მეც გითხარი, ოჯახთან დაბრუნებულიყავი, […]

„ვიღაცას იქნებ არ სცემდნენ, მაგრამ ვერ დავიჯერებ, ეს პრობლემა არ იყო მის სკოლაში“ _ „გურია თუდეის“ მკითხველის გამოხმაურება: „ნეტა, დღეს იყოს ის ლალი მილიციელი, ახალგაზრდებს მეტი შიში და რიდი ექნებოდათ“

„გურია თუდეის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის _ დაგვიანებული ბოდიში დედას _ ნათია ორმოცაძის ბლოგი: „ჩვენ გვაშინებდნენ ლალი მილიციელით და ინტერნატში გადაყვანით, რადგან იქ იყო „ცუდი“ ბავშვების ადგილი, თითებში სახაზავს გვირტყამდნენ მასწავლებლები…“ _ ფეისბუქ-ქარდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაინტერესება 30 ათასამდე მომხმარებელმა გამოხატა, გაკეთდა 100-ზე მეტი კომენტარი. ჩვენ განსხვავებული პოზიციები შევარჩიეთ… ლალი მუკბანიანი: _ არავისზე ნაკლები ბავშვები არ […]

„ჩემმა შვილმა პირობა მომცა, რომ „გურიას“ არასოდეს მიატოვებს“ _ მერაბ ჟორდანიამ კლუბის დირექტორატის წევრები დაასახელა

„გურიას“ ლეგენდამ და დიდმა გულშემატკივარმა, მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის კლუბის მომავალზე გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა. მან „არაგველებთან“ მატჩის ემოციები კიდევ ერთხელ გამოხატა: „ევგრაფ შევარდნაძემ, ბუტა ჟორდანიამ, შალვა კაკაბაძემ, იმედო დუნდუამ, ნოშრე ნარიაშვილმა და სხვებმა შექმნეს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ლანჩხუთის ფეხბურთი გამორჩეული ყოფილიყო… 10-ათასიანი ქალაქის გუნდი უგებდა კიევის “დინამოს”, “შახტარს” და დღევანდელი 8 ქვეყნის წამყვან გუნდებს… […]

არჩილ ხოფერია: „ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩემი ხალხის მარადიული ბრძოლა…“ _ ჯამბულათის დაღუპვიდან სამი წელი გავიდა

დღეს სამი წელი გავიდა, რაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ჯამბულათ ხოფერია უმცროსი შეეწირა. მისი მამა არჩილ ხოფერია, რომელიც ასევე უკრაინაში იბრძვის, სოციალურ ქსელში წერს: „სამი წელი გავიდა… მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩემი ხალხის მარადიული ბრძოლა… მანამ ჩვენ ვუძლებთ დაკარგვით გამოწვეულ ტკივილებს, მანამ ვეზიდებით ჩვენ ჯვარს, მანამ მტერმა იცის, რომ ადრე თუ გვიან, […]

დაგვიანებული ბოდიში დედას _ ნათია ორმოცაძის ბლოგი: „ჩვენ გვაშინებდნენ ლალი მილიციელით და ინტერნატში გადაყვანით, რადგან იქ იყო „ცუდი“ ბავშვების ადგილი, თითებში სახაზავს გვირტყამდნენ მასწავლებლები…“

ლანჩხუთელი ნათია ორმოცაძის ბლოგს „პუბლიკა“ აქვეყნებს. იგი ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ ცნობილი დედ-მამის შვილია: დედა _ ლია მდინარაძე  იყო უცხო ენის (ფრანგული) პედაგოგი, მამა _ იური ორმოცაძე გახლდათ მეფრინველეობის ფერმის დირექტორი. ამას წინათ მეტროში ახალგაზრდა ქალბატონს ხელი პატარა გოგონასთვის ჩაეკიდებინა და თითქმის სირბილით მიდიოდა. ბავშვი დიდ ნაბიჯებს დგამდა, რომ დედას დასწეოდა, თუმცა ამაოდ. დედას, როგორც ჩანს, სადღაც ძალიან ეჩქარებოდა და არაფრით უნელებდა ნაბიჯს, შიგდაშიგ მუჯლუგუნსაც კი […]

გადევედით, ძამა… რას წერს „ლიდერსპორტი“ ლანჩხუთის „გურიას“ შესახებ: „გახსოვთ, ანსამბლ „ივერიას“ ერთი ცნობილი სიმღერა?“

დიდი და კარგი ამბები ხდება ლანჩხუთში. „გურია“ მეოთხე ლიგიდან მესამეში გადავიდა და ჩანს აღორძინების გზაზე დადგა. ყოველ შემთხვევაში ისეთი პატრონი გამოუჩნდა, აწი არც ყურადღება დააკლდება და არც მთავარი – ინვესტიცია. ერთ დროს მთელი ქვეყნისთვის სათაყვანებელი გუნდი ბიზნესმენმა კახი ჟორდანიამ შეიძინა, თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ვაჟმა. კახი, ადრე ნიდერლანდებში „დენ […]

ზღაპრის ბოლო კეთილია… რაც მრავლისმნახველ ლანჩხუთელ ქომაგს აქამდე არ ენახა: წამები, რომელმაც „გურიას“ მომავალი უნდა შეცვალოს!

აქამდე საქმე არ უნდა მიგვეყვანაო, ალბათ, ასე ფიქრობდა ლანჩხუთელი გულშემატკივარი, რომელიც 91-ე წუთიდან „ევგრაფ შევარდნაძეს“ ტოვებდა: ამ დროს ხომ ანგარიში 2:4 გახდა და დარჩენილ (დამატებულ) წუთებში გათანაბრება წარმოუდგენლად მოჩანდა… თუმცა თემურ ლორიასა და მისი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ, წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური წნეხი გადალახეს და ბოლო ორ წუთში ორი გოლი გაიტანეს… ეს იყო სასწაული, […]

მერაბ ჟორდანია: „ამ სტადიონზე 46 თამაში მაქვს მოგებული და ასეთი სიხარული აქამდე არ განმიცდია… ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“

“მე და ოთარს [კორღალიძე] ამ სტადიონზე 47-დან 46 თამაში მოგებული გვაქვს, მაგრამ ასეთი სიხარული აქამდე არ განმიცდია” – მერაბ ჟორდანიამ ასე შეაფასა “გურიას” მიერ სასწაულად შემოტრიალებული თამაში და დაადასტურა, რომ კლუბში ბრუნდება. იგი მადლობას უხდის ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, რომ „ძველ გუნდს“ „გურიაში“ დაბრუნების საშუალება მისცა: „ისეთი გუნდი იქნება, იმ ძველ „გურიას“ და ლანჩხუთს რომ […]

„ჩვენს გვერდით წლების განმავლობაში მუშაობდა, იმედად მოგვევლინა თავისი ცოდნით და გამოცდილებით, შეიყვარა რაიონმა…“ _ ლანჩხუთის კლინიკის ყოფილი ექიმი გარდაიცვალა

ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი თინათინ გოგუაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ გარდაიცვალა კლინიკის ყოფილი ექიმი პაატა ფერაძე. „ჩვენს გვერდით წლების განმავლობაში მუშაობდა. იმედად მოგვევლინა თავისი ცოდნით და გამოცდილებით. შეიყვარა ჩვენმა რაიონმა და ჩვენმა კლინიკამ. მისი ავტორიტეტით ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა. პრინციპული და მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო. ბოლო დროს შეპარებულმა სენმა ჯანმრთელობა შეურყია, მაგრამ ბოლო […]