„ისევ დადუმდა ლანჩხუთი, ჩვენი შაკო ზენაიშვილი აღარ გვყავს… თითქმის 10 წელი კომაში იმყოფებოდა, დაიტანჯა ბიჭიც, მისი დედიკოც და მთელი ოჯახი“

„ისევ დადუდმა ლანჩხუთი… ჩვენი შაკო ზენაიშვილი აღარ გვყავს“ _ სამწუხარო ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე ავრცელებს. შაკო ზენაიშვილმა 2016 წლის ზაფხულში, თურქეთში ფეხის არეში დაზიანება მიიღო… მაშინ იგი 19 წლის იყო. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ლანჩხუთის საავამდყოფოს მიაკითხა, სადაც მას 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. თუმცა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ახალგაზრდა ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც მას ურთულესი […]

„ლანჩხუთის „გურიამ“ ქართულ ფეხბურთში თავისი ადგილი უნდა დაიბრუნოს, მერაბ ჟორდანია უამბიციოდ ვერსად იმუშავებს“ _ „ლელო“ ოთარ კორღალიძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს

ლანჩხუთის „გურია“ ლიგა 4-ში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონიდან ერთი საფეხურით მაღლა, ლიგა 3-ში ითამაშებს. უკვე ყველამ იცის, გურულებმა მიზანს „არაგველებთან“ ზე-დრამატული მატჩში რომ მიაღწიეს. თუმცა, მესამე ლიგაში დაწინაურებაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სფფ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ კლუბში შვილის, კახი ჟორდანიას და ყოფილითანაგუნდელის, ოთარ კორღალიძის მისვლა და გუნდის განახლების გეგმები დააანონსა. ამ ყველაფერზე […]

„ყარაულის 520-ლარზე გავაკეთე არჩევანი… 5-15-ათასიანი ხელფასებით, ჩემნაირი ადამიანების ხმებით ხომ ზიხართ თბილად და ქამარს გვიჭერთ ჩვენ?“ _ ლანჩხუთში „შეთავსებითი სამსახურის“ კანონს აპროტესტებენ

„გურია თუდეის“ ბევრმა გულისტკივილით უთხრა, რომ ახალი კანონის მიხედვით, შეთავსებით სამსახურები დაკარგეს და მხოლოდ მიზერულ ანაზღაურებაზე რჩებიან. „200 და 300 ლარი რომ გვქონდა ხელფასი ამიტომაც ვწვალობდით და ორ-სამ სამსახურში ვიყავით, თორემ ჩვენც გვირჩევნია ერთ ადგილზე მუშაობა, მაგრამ 300 ან თუნდაც 500 ლარით რა უნდა ვქნათ? ამ კანონს რომ იღებდნენ, ხელფასები მაინც მოემატებინათ. ან რა უსამართლობაა […]

„სულ ახლახან, შვილის საფლავთან მივიდა და უკანასკნელად მოიგლოვა გოჩა, რომელსაც 60 წელი შეუსრულდა იმიერში“ _ ლანჩხუთელი გმირის დედა გარდაიცვალა

ლანჩხუთელი გმირის, გოჩა კვირკველიას დედა – ფრანიკო კვირკველია 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთი თვის წინ, მან შვილს 60 წლის იუბილე იმიერში მიულოცა. „ისევ მომესწრო უშენოდ შევხვედროდი 11 ნოემბერს _ შენს დაბადების დღეს. მადლობას გიხდი, შვილო, რომ ჩემს თალხ მანდილს შენი უკვდავების შარავანდედი ადგას გვირგვინად“ ლანჩხუთის გამორჩეული პედაგოგი ნინო კეკელიძე ემოციური წერილით ემშვიდობება გმირ დედას: „მიდიან […]

„ლანჩხუთი-ლესის 8 კმ.-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთი რამდენიმე დღეში გაიხსნება“ _ როდის დასრულდება ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა?

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ლანჩხუთი-ლესის ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. „მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესის ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი 4-ზოლიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე დღეში გაიხსნება. მინისტრთან ერთად სამუშაოები დაათვალიერეს […]

„ზღაპარივით უჩუმრად ჩავლილი სიცოცხლე… გამორჩეული გარეგნობითა და ნიჭით, ექიმობაზე ოცნებით, სხვათა გადარჩენის წადილით… და წავიდა – ცხოვრებისგან გულნატკენი, ოცნებააუხდენელი საოცარი გოგო…“

ლანჩხუთელებს ძალიან დასწყვიტა გული ბავშვობიდანვე გარეგნობითა და ნიჭით გამორჩეული ნანა დობორჯგინიძის ტრაგიკულმა ბედმა. დღეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ემოციურად იხსენებენ თანაკლასელები. ნათია ორმოცაძე, „პუბლიკის“ ჟურნალისტი, მთარგმნელი: _ იყო და არა იყო რა… ცხოვრობდა ერთი უწყნარი, მშვიდი, მუყაითი, ნებისყოფიანი გოგო… ფრიადოსანი და გამორჩეული… მისი დანახვა ყველას უჩვეულო სიმშვიდეს ანიჭებდა, ისიც ყველას უსიტყვოდ უღიმოდა… გამორჩეული ოჯახიდან […]

„ვიცი, ყველას გაინტერესებთ: ჩვენი ბიჭის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, საუკეთესო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა“ _ ელისო ჭიჭინაძე ავარიაში დაშავებული 9 წლის მოზარდის შესახებ

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ექიმი-ლაბორანტი ელისო ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს _ ავარიის შედეგად დაშავებული 9 წლის ლანჩხუთელი მოზარდის, ავთუკა შარაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა: „მეგობრებო, ჩემს პოსტს პატარა ავთოს სიცოცხლის გადასარჩენად, საზოგადოების სწრაფი რეაგირება მოჰყვა, უამრავი უცნობი ზარი შემოდიოდა, ლესის და ზოგადად, ლანჩხუთის მაცხოვრებლებზე რომ არაფერი ვთქვა… მადლობა თითოეულ თქვენგანს, დაგლოცოთ უფალმა! ვიცი, ყველას გაინტერესებთ_ ჩვენი ბიჭი […]

„მთელი სოფელი ამ ტრაგედიას გლოვობს… ლოლიტა კლინიკაში, ფაქტობრივად, მკვდარი მიიყვანეს“ – გურიაში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

გუშინ, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ლოლიტა პაპავას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. „მთელი სოფელი ამ ტრაგედიას გლოვობს, 4 შვილის დედას, რომელიც მე-5 შვილს ელოდებოდა, მაგრამ უფალმა მასთან წაიყვანა ორივე“ – წერენ ახლობლები. ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კუჭავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალბატონის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც […]

„იცი, რომ გმირი ძმა გყავს? აქამდეც ვიცოდი…“ _ ლანჩხუთელ სოფიო ჩხაიძეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა!

ამ ინფორმაციას დღეს დილიდან ელოდა სრულიად ლანჩხუთი: დაახლოებით საღამოს 7-ის ნახევრისთვის წარმატებით დასრულდა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სოფიო ჩხაიძის დონორი მისი ძმა _ რეზი ჩხაიძე იყო. „რაც დაგეგმილი გვქონდა, ყველაფერი ისე წარიმართა. გილოცავთ!“ – უთხრა ექიმმა კახა ქაშიბაძემ  ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში 100-ზე მეტ ლანჩხუთელს, რომლებიც დილის 8 საათიდან გულშემატკივრობდნენ სოფიოს […]

„5 წელი შვილი არ მრჩებოდა… ბევრ ექიმთანაც ვიყავი, მერე ამ დალოცვილ ადგილზე მოვილოცე და ერთ თვეში სასწაული მოხდა“ – ჯიხეთის მონასტერი, სადაც ღვთის ნება ხილული სასწაულებით ცხადდება

საქართველოში უამრავი მონასტერი, ხატი და წმინდა ადგილია, სადაც ღვთის ნება ხილული სასწაულებით ცხადდება. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული კერაა სამება-ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დედათა მონასტერი, სადაც იორდანეს წმინდა წყარო მოედინება, რომლის შესახებაც შესაძლოა ბევრმა არც კი იცოდეს. ასევე წაიკითხეთ: დღეს ჯიხეთობაა! ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ _ მიუხედავად ამისა სამება-ჯიხეთის მონასტერს […]