რამდენი დაჯდა ლანჩხუთის საახალწლოდ გალამაზება და ვის ეკუთვნის გურული ოდა-სახლებით მორთული და მიხვეულ-მოხვეული გზებით გაჩახჩახებული ნაძვის ხის იდეა?

მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის საახალწლოდ გაჩახჩახებამ ნამდვილი ფურორი მოახდინა და სოციალური ქსელები „ააფეთქა“, ბევრი დაინტერესდა, ვინ არის გურული ოდა-სახლებითა და მიხვეულ-მოხვეული გზებით მორთული ულამაზესი და კრეატიული ნაძვის ხის იდეის ავტორი, რომელსაც ქება არ დააკლეს. „გურია თუდეიმ“ გაარკვია, რომ ბოლო წლებში ლანჩხუთი თავს რომ იწონებს არამხოლოდ საახალწლოდ გალამაზებით, მთავარი წვლილი ლანჩხუთის მერის პირველ მოადგილეს, ეკატერინე გუჯაბიძეს […]

ლანჩხუთში, რომელიც საახალწლოდ ზღაპრულადაა მორთული, განათებები დაგლიჯეს და დააზიანეს _ რას ამბობენ კეთილმოწყობის სამსახურში?

ლანჩხუთის მთავარი ნაძვის ხე მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრშია, ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. ამის გამო, ნამდვილად საამაყოდ გვაქვს საქმე, თუმცა ხდება სამწუხარო ფაქტიც _ განათებები დააზიანეს და დილით კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს მოგლეჯილი დახვდათ. „იმისათვის, რომ  ჩვენი ქალაქი ახალ წელს შეხვდეს ლამაზად მორთული და განათებული,  ჩვენს შვილებს ჰქონდეს სასიამოვნო  გარემო და საახალწლო განწყობა, ჩვენი სამსახურის თანამშრომლები […]

„ჩიჩილაკის ხეივანი, ოდა-სახლები, თბილი განათებით მიხვეულ-მოხვეული ბაწარივით ვიწრო „გზები“ – ისტორია ერთ პატარა ნაძვის ხეზე, რომელმაც გადარია მთელი დუნია“

ლანჩხუთს წელსაც განსხავებული და ულამაზესი მთავარი ნაძვის ხე აქვს, რომლის ფოტოებმა გუშინ სოციალური ქსელი „ააფეთქა“ და უკვე გამოთქვა პრეტეზნია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე კრეატიული იყოს. „ჩიჩილაკის ხეივანი, ოდა-სახლები, თბილი განათებით მიხვეულ-მოხვეული ბაწარივით ვიწრო „გზები“ – ისტორია ერთ პატარა ნაძვის ხეზე, რომელმაც გადარია მთელი დუნია“ _ წერს ჟურნალისტი ნანა ჩხაიძე და სოციალურ ქსელში და ლანჩხუთის მთავარი ნაძვის […]

ლევან ჩხაიძე: „მჯერა, ეს ხალხი „გურიას“ ქართულ ფეხბურთში თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნებს. ჩემი ოცნებაა, ეს გუნდი დიდ ასპარეზზე ვიხილო და ამ საქმეში წვლილი ოდესმე მეც შევიტანო“

„მინდა, „გურიას“ ლიგა 3-ში გადასვლა მივულოცო. ჩემი რაიონია, ლანჩხუთელების წარმატება მიხარია და მამაჩემიდან გამომდინარე, ბავშვობიდან მას ვგულშემტკივრობდი. ამიტომ, წარმატებას ვუსურვებ. მიხარია, გუნდს რეალური პატრონი რომ გამოუჩნდა და მერაბ ჟორდანია და მისი გუნდი ჩაუდგა სათავეში. დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი “გურიას” ქართულ ფეხბურთში თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნებს. ჩემი ოცნებაა, ეს გუნდი დიდ ასპარეზზე ვიხილო და ამ საქმეში […]

ლანჩხუთის მერიამ „გურია თუდეის“ წინადადება გაითვალისწინა და დააჯილდოვა მარიამ ღვინიანიძე, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებული მარიამ ღვინიანიძე დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „მარიამმა ეროვნული  გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენიტია“ _ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. „გურია თუდეიმ“ ჯერ კიდევ სამი თვის, როცა მედალოსნების დაჯილდოება მოხდა, მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, მარიამ ღვინიანიაძეზეც იგივე გაეკეთებინათ […]

ლანჩხუთში ავტობანის 8 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა: „ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნიშნავს ნაკლებ ხმაურს და მეტ უსაფრთხოებას“… როდის დასრულდება სამტრედია-სუფსის მაგისტრალი?

როგორც იქნა, ავტობანის ლანჩხუთი-ლესის მონაკვეთი გაიხსნა. „გურია თუდეი“ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ წერდა: „ლანჩხუთი-ლესის 8 კმ.-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთი რამდენიმე დღეში გაიხსნება“ _ როდის დასრულდება ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა? თუმცა ასეთი დაპირებები წლებია გვესმის, ბოლოს სამი წლის წინ იყო ნათქვამი, რომ 2024-ში უნდა დასრულებულიყო მშენებლობა, მაგრამ მხოლოდ ერთი კვირის წინ გაჟღერებული […]

22 წლის ასაკში დაინიშნა „გურიას“ მთავარ მწვრთნელად და გუნდში ზედიზედ 22 წელი იმუშავა… რითი გადაიბირა ევგრაფ შევარდნაძემ და როგორ „იტაცებდა“ ფეხბურთელებს შალვა კაკაბაძე?

„გურიას“ ლეგენდარული მწვრთნელი შალვა კაკაბაძე 1936 წლის 17 დეკემბერს ხონში დაიბადა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო სახელგანთქმულ 35-ე საფეხბურთის სკოლაში. 1953 წელს ამ სკოლის გუნდმა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ პირველობაზე ჩემპიონობა მოიპოვა: შალვა კაკაბაძე გუნდის კაპიტანი იყო, მის გვერდით კი თამაშობდნენ მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, თენგიზ მელაშვილი და სხვები. 1957 წელს […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა შაკო შალვას ძე ზენაიშვილი

დედა იამზე; მამა შალვა; და მარეხი; სიძეები: ბექა ღლონტი, შოთა გოგუაძე; ბიძები: მერაბ ზენაიშვილი, ვასილ წილოსანი; ბიცოლები: ნინო გოლიაძე, ანჟელა გიორგაძე; რძალი ქეთი რუსია; დისშვილი დანიელ ღლონტი; ბიძაშვილები: ზვიად, ქრისტინე ზენაიშვილები, გენო, მარიტა წილოსნები; დეიდაშვილები: მარიამ, ამიკო სეფერთელაძეები და ახლო ნათესავები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან შაკო შალვას ძე ზენაიშვილის გარდაცვალებას. დაკრძალვა: შაბათს, 20 დეკემბერს, 15 […]

„ვის რატომ დაჭირდა ამ პოლიტიკურ ასპექტში ამის აფიშირება უნებართვოდ?“ _ „გურია თუდეის“, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ

გაზეთ „გურია თუდეის“ #137-ში გამოქვეყნებული სტატია _ „ყარაულის 520-ლარზე გავაკეთე არჩევანი… 5-15-ათასიანი ხელფასებით, ჩემნაირი ადამიანების ხმებით ხომ ზიხართ თბილად და ქამარს გვიჭერთ ჩვენ?“ ლანჩხუთში „შეთავსებითი სამსახურის“ კანონს აპროტესტებენ – გამოეხმაურა კობა ზენაიშვილი, რომელმაც ე.წ. „შეთავსებადი სამსახურების შესახებ“ ახალი კანონის გამო, ლანჩხუთის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი „ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრში“, სპეციალისტის თანამდებობა დატოვა. მან უკმაყოფილება […]

„ისევ დადუმდა ლანჩხუთი, ჩვენი შაკო ზენაიშვილი აღარ გვყავს… თითქმის 10 წელი კომაში იმყოფებოდა, დაიტანჯა ბიჭიც, მისი დედიკოც და მთელი ოჯახი“

„ისევ დადუდმა ლანჩხუთი… ჩვენი შაკო ზენაიშვილი აღარ გვყავს“ _ სამწუხარო ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე ავრცელებს. შაკო ზენაიშვილმა 2016 წლის ზაფხულში, თურქეთში ფეხის არეში დაზიანება მიიღო… მაშინ იგი 19 წლის იყო. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ლანჩხუთის საავამდყოფოს მიაკითხა, სადაც მას 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. თუმცა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ახალგაზრდა ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც მას ურთულესი […]