„მთელი სოფელი შოკშია, ყველა განიცდის და ყველა იზიარებს ოჯახის მწუხარებას“ _ ლანჩხუთელი მსოფლიო ჩემპიონის ძმა აშშ-ში გარდაიცვალა

ლანჩხუთელი მებრძოლის, GFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, გოჩა შაინიძის ძმა _ დავით შაინიძე აშშ-ში, სადაც სამაგისტრო პროგრამის კურსს გადიოდა, ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. წარმატებული ძმები ნიგვზიანის თემიდან არიან და სოფელ არჩეულში გაიზარდნენ. როგორც ხაჯალიის სკოლის დირექტორმა, ხათუნა აფხაზავამ გვითხრა, 26 წლის დავითი აშშ-ში, კერძოდ კი, ნიუ-იორკში იმყოფებოდა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო კურსს გადიოდა. ცოტა ხნის წინ იგი, […]

ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მერებს ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან – კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. შეხვედრას გურიის რეგიონიდან გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერები _ პაატა კუნჭულია, ალექსანდრე სარიშვილი და მინდია ჟღერია ესწრებოდნენ. გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე მთავრობის ადმინისტრაციაში […]

80 წლის წინ, 5 ათასი მაყურებელს იტევდა, მერე დასწრება 25 ათასამდე ავიდა და საქართველოში მეორე იყო… რამდენად იქნება საკმარისი ლანჩხუთში 3 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი?

ლანჩხუთისა და თელავის სტადიონებზე საუბრისას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ლანჩხუთის სტადიონისთვის განსაზღვრულია უეფას II კატეგორიის სტანდარტი, რაც ითვალისწინებს 2200-3000 მაყურებლის ტევადობას, თელავის სტადიონი კი იქნება III კატეგორიის, 4500 მაყურებელზე გათვლილი. რამდენად იქნება საკმარისი 3-ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ლანჩხუთში, სადაც გასული საუკუნის 80%-იან წლებში სტადიონზე იმაზე მეტი ადამიანი დადიოდა, ვიდრე ქალაქში ცხოვრობდა? ამასთან ერთად, […]

„წინადღეს მამამისს დიდი მანქანა დაეჯახა და გადარჩა, ზურა, სამწუხაროდ, დაიღუპა… 22-ში ქორწილი უნდა ჰქონოდა, დაისფო ოჯახი, ერთადერთი ბიჭი ჰყავდათ…“ – ბათუმში ავარიამ ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძის სიცოცხლე შეიწირა

გუშინ, ბათუმში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ფეისბუქ-ჯგუფი „აჭარლები“ ავრცელებს. გარდაცვლილი ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძეა, რომელიც მოტოციკლეტით მოძრაობდა და როგორც თვითმხილველები წერენ, მას ავტომობილით უკრაინელი გოგონა შეეჯახა. ზურა ჩოჩხათის თემიდანაა, შრომოსუბნელია. მისი მამა, უკეთილშობილესი რამაზ ჩხაიძე ლანჩხუთი-ჩოჩხათის მიკროავტობუსის მძღოლი, თანასოფლელთა შემხიდე და იმედია. „22 ნოემბერს ქორწილი ქონდა, დაიფსო ოჯახი, ერთი ბიჭი ყავდა, რა ოჯახისშვილი […]

ლანჩხუთში უეფას II კატეგორიის სტადიონის გაკეთებას აპირებენ, რომელიც 2200-3000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

ლანჩხუთისა და თელავის სტადიონებზე საუბრისას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ლანჩხუთის სტადიონისთვის განსაზღვრულია უეფას II კატეგორიის სტანდარტი, რაც ითვალისწინებს 2200-3000 მაყურებლის ტევადობას, თელავის სტადიონი კი იქნება III კატეგორიის, 4500 მაყურებელზე გათვლილი. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განახლების მიმდინარე პროცესებზე. მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურად […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა რუსუდან გოროზია

მწუხარებაში მყოფი შვილები: ელა, თეონა წილოსნები; სიძე მურათ ბაიაზითი; და თამარ გოროზია; ძმისშვილი გიგა გოროზია; დისშვილები: ქეთი, გიორგი ჩხეიძეები; რძალი დოდო; მამიდაშვილები, ბიძაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან რუსუდან გოროზიას გარდაცვალებას. დაკრძალვა: შაბათს, 1-ელ ნოემბერს, შუხუთის სასაფლაოზე. გამოსვენება: 15 საათზე, შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.

[„გურია თუდეის“ არქივიდან] ვინ მიიყვანა პოლიციაში, სად შეხვდა ვანო მერაბიშვილს, რატომ იყო საწოლს მიჯაჭვული ერთი წელი და როდის გახიზნა ოჯახი ლანჩხუთიდან ბესიკ ტაბიძემ?

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარედ მისი არჩევა ხმაურის გარეშე არ მომხდარა. ყოფილ პოლიცმაისტერს 2 ხმით ნაკლები რომ მიეღო, ახალი თავმჯდომარის არჩევა გახდებოდა საჭირო. ნიგვზიანელთა „დავით აღმაშენებელი“ ბავშვობაში ცელქობით გამორჩეული ყოფილა და მამა „ღვთის პირიდან გადავარდნილსაც“ ეძახდა. როგორ მოხვდა პოლიციაში, ვინ გაუწია რეკომენდაცია საკრებულოს თავკაცის პოსტზე და რატომ აქვს ავტომობილში მუდმივად „ვალინკები“, სად გაიცნო მომავალი მეუღლე და რატომ […]

„აწი თქვენ „კუხნა“ და „ზალაც” უნდა მოიწყოთ მანდ“ _ ლანჩხუთის საკრებულოში 10 მაღალი თანამდებობის პირიდან 9 იგივე დარჩა, ერთიც მეუღლემ შეცვალა

„გურია თუდეის“ ყველა ინფორმაცია, რომლის შესახებ დღეს ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომამდე ვწერდით, 100%-ით დადასტურდა. ზედიზედ მესამედ და კიდევ 4 წელი უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს ბესიკ ტაბიძე. იგი 2014 წლის მოწვევის საკრებულოში ჯერ კომისიის თავმჯდომარე, ბოლოს კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2017-21 წლებში თავად აირჩიეს ლანჩხუთის მთავარ კანონმდებლად. მისი მოადგილეები იქნებიან _ ვერიკო კვირკველია, […]

„როცა [აქციაზე] პირბადეების ტარების გამო იჭერენ ხალხს და შენ ამ დროს სხდომათა დარბაზში ზიხარ თბილად და თვის ბოლოს ხელფასს ელოდები, მორალურად მიუღებელია“ _ კახა ასკურავა

„ჩვენ არსად არ მივდივართ, ვრჩებით აქ – ბრძოლაში!!!“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს აწ უკვე ყოფილი წევრი და „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა, რომელიც ეხმაურება ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას: „დღეს, 30 ოქტომბერს, პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, ისე შეიკრიბება საკრებულოები, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება წარმოდგენილი. ეს ჩვენი მკვეთრი პოლიტიკური არჩევანი იყო! […]

[ექსკლუზივი] ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ბესიკ ტაბიძე იქნება, კომისიის თავმჯდომარეებს არ ცვლიან… ვინ იქნებიან მოადგილეები და ვინ შექმნის ახალ ფრაქციას?

„გურია თუდეი“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ზედიზედ მესამედ ბესიკ ტაბიძე გახდება. სახელისუფლო კულუარებში მის კონკურენტად მოაზრებული და წინა საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილე ვერიკო კვირკველია ახლა პირველი მოადგილე იქნება. თანამდებობას შეინარჩუნებს გიორგი ჩახვაძე, რომელიც წინა საკრებულოშიც მოადგილე იყო. ბესიკ ტაბიძის ახალი მოადგილე კი „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატის, ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია ლომთაძე […]