შეტევა, გოლი, კომბინაცია, მეკარეების თავგანწირული თამაში, გამაყრუებელი ქომაგობა…_ „ნიკოს თასისთვის“ 10 სკოლა იბრძოდა!

ლანჩხუთის მართლმადიდებლურმა სკოლამ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ნიკოლოზ გვარჯალაძის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, მასში მონაწილეობდნენ მართლმადიდებლური და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2010-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები. მართლმადიდებლური სკოლის გუნდი (ზედა ფოტო) ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლესა მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა 26 ოქტომბერს, ათმა გუნდმა ოლიმპიური ფორმატით გაარკვია ფინალური სამეულის ვინაობა. საფინალო დღეს ერთმანეთის პირისპირ […]
„[სფფ-ის] კომიტეტმა დაადასტურა „ნიკე-ლუსოს“ გულშემატკივრების მხრიდან როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე რასიზმის გამოვლინების ფაქტები“ _ „ლანჩხუთი“ განცხადებას ავრცელებს

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა განცხადება გაავრცელა, რომელიც „ნიკე-ლუსოსთან“ სკანდალურ მატჩს ეხება: „საფეხბურთო დავების და სადისციპლინო კომიტეტმა დაასრულა 20 სექტემბერს „ნიკე-ლუსოს” გულშემატკივრების მხრიდან ჩვენი კლუბის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმიდან ცალკე გამოყოფილი რასიზმის ეპიზოდის განხილვა და დაადგინა რომ: მატჩის განმავლობაში „ნიკე-ლუსოს” გულშემატკივრები „ლანჩხუთის” ლეგიონერებს შეურაცხყოფას აყენებდნენ რასისტულ ნიადაგზე და სასჯელის ფორმად განუსაზღვრა: მაყურებლების გარეშე 2 მატჩი, 1000 ლარის […]
დღეს „ნიკოს თასის“ გათამაშება იწყება _ „გურია თუდეი“ თავის რჩეულს და ასევე, საუკეთესო ბომბარდირს დააჯილდოვებს

26-27 ოქტომბერს, ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართება ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის, ნიკოლოზ გვარჯალაძის ხსოვნის ტურნირი. მემორიალში მართლმადიდებლური სკოლის გუნდთან ერთად მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლა მონაწილეობს. შეჯიბრი გაიმართება 2010-2011-2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის. პირველ დღეს გაირკვევა წინასწარი ეტაპის გამარჯვებულები, ხოლო 27 ოქტომბერს გაიმართება დასკვნითი თამაშები და გამოვლინდება „ნიკოს თასი – 2025“-ის გამარჯვებული. საუკეთესოებს პრიზებს, ხოლო პრიზიორებს […]
„შენს დაბადებას დიდი ხმაური მოჰყვა: გამრთელდა ჩატეხილი ხიდი, რომელთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა… გვერდით იყავი და მენატრებოდი“ _ ია ხალვაშის ემოციური მილოცვა შვილს

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფ „ღადარის“ დამაარსებელი ია ხალვაში შვილს, ზურაბ მენაღარიშვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს: „შენს დაბადებას დიდი ხმაური მოჰყვა… გამრთელდა ჩატეხილი ხიდი, რომელთან მიახლოვებას ვერავინ ბედავდა… კვლავ აინთო შუქი არჩილ და ეთერ მენაღარიშვილების ოჯახში და გაუჩნდათ საზრუნავი და სიცოცხლის ნაპერწკალი… ამ დროს ჩემი სული დამძიმებული იყო და გული სავსე იყო შენი უპირობო […]
„ქვეყანას თუ გაძარცვავ, გადაიხდი და გამოხვალ, თუ პროტესტი გაქვს და გამოხატავ, იჯდები და ვერსად ვერ გამოხვალ“ _ ლანჩხუთელი მღვდელმსახური

ლანჩხუთელი მღვდელმსახური მამა გიორგი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს: „სამართლის ოკუპაციაც არსებობს, როგორც ჩანს. შენს ხელშია – მიაწექი, როგორც გინდა, ჭერი და კერე, სანამ შენც დაგიჭერენ და შეგიკერავენ. ქვეყანას თუ გაძარცვავ, გადაიხდი და გამოხვალ, თუ პროტესტი გაქვს და გამოხატავ, იჯდები და ვერსად ვერ გამოხვალ. ქვეყნის მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი ციხეში. […]
[თანაგრძნობა] შოთა (შიო) ნიკოლაიშვილის გარდაცვალების გამო

თეა ჩიქოვანი ოჯახით და ელენე ტუღუში მწუხარებას გამოთქვამენ შოთა (შიო) ნიკოლაიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ მეუღლეს _ ნაზის, შვილებს: კახასა და ნანას, შვილიშვილს _ ნინი ძიმისტარიშვილს, სიძეს _ დავით ძიმისტარიშვილს, ყველა ახლობელს. „გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.
[„გურია თუდეის“ არქივიდან] ცაში დაფერფლილი ბედნიერება… „ჩვენ მხოლოდ დასახიჩრებულ გვამებს დავტიროდით“ – ლანჩხუთელი მენაღარიშვილების ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა

იმ საბედისწერო დღეს ლანჩხუთელი მენაღარიშვილების ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, ხოლო პატარა ქალაქს წლების მანძილზე ახსენებდა დედის გამგმინავი გოდება, რომ მისი ოჯახის თავს 1985 წლის 11 ოქტომბერს დიდი უბედურება დატრიალდა… „გურია თუდეი“ ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, რედაქციის არქივიდან გთავაზობთ სტატიას _ „ცაში დაფერფლილი ბედნიერება“. … მაშინაც ოქტომბერი იდგა… მთელი საქართველო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც მენაღარიშვილების ორი ოჯახი […]
„შენს მოწამოებრივ გზას დაინახავს უფალი და საბოლოოდ გაგვიფრინდება შენი სული იქ, სადაც შენს ვაჟკაცებს მოესიყვარულები“ _ ლელა ჩახვაძე

დღეს, ლანჩხუთელი გმირების, ჯამბულათ ხოფერია უფროსის დედისა და ჯამბულათ ხოფერია უმცროსის ბებიას, თინა ხოფერიას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. „დღეს, უფლის სამსჯავროზე, თინა დეიდა, სააქაოში გავლილ ურთულეს, მოწამოებრივ გზას დაინახავს უფალი, შენს ნაკეთებ ყველა კეთილ საქმეს, შენს დიდ, თბილ გულს და საბოლოოდ გაგვიფრინდება შენი სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, სადაც შენს ვაჟკაცებს მოესიყვარულები“ _ წერს საფრანგეთში […]
„არავის არაფერი მშურს, ოქრო-ვერცხლი განსაკუთრებით, თან საკუთარ ხალხზე მოპარული… საერთოდ რამეს რომ ვაკეთებ, სულ ჩემი გვიმბალაური და ჩემი ხალხი მახსენდება“ _ არჩილ ხოფერია

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, რითაც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი რაოდენობის თანხას და ძვირფასეულობის ამოღებას ეხმაურება. „ვინც მიცნობს, ყველამ იცის, არავის არაფერი არ მშურს, ოქრო-ვერცხლი განსაკუთრებით, თან საკუთარ ხალხზე მოპარული… მაგრამ აი, ცივ იარაღს რომ ვხედავ, მაგაზე ცოტა კი მწყდება გული, რო არ მაქვს. მჩუქნიან ხანდახან და […]
მაშინ, როცა რაიონის ბიუჯეტი 5 მილიონი მანეთი იყო, 18 მილიონით დააფინანსა „გურიას“ სტადიონის მშენებლობა… რა აკავშირებდა ლანჩხუთთან გურამ მგელაძეს, რომელმაც შექმნა „რა მოხდა აბაშაში“

ლანჩხუთისთვის ნაცნობი სახელია _ გურამ მგელაძეს უკავშირდება „გურიას“ სტადიონის მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლების მეორე ნახევარში. მაშინ იგი „საქაგრომრეწვს“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც 18 მილიონით დააფინანსა ლანჩხუთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როცა რაიონის წლიური ბიუჯეტი 5 მილიონ მანეთამდე იყო. გურამ მგელაძე ცკ-ის მამათელი მდივნის და იმ დროს უკვე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძის გუნდის წევრად მიიჩნეოდა. თუმცა, […]