„ეშინოდათ, გურია-ცსკა-ს მატჩი სხვა სახის ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო… იმ მატჩის რეპორტაჟს გადავცემდი და მოწმე ვარ, ლანჩხუთში თამაშზე საბჭოთა ჯარების მთავარსადლობა რომ ჩამოვიდა“

„ლანჩხუთელი ფეხბურთელების მხარდაჭერა იმითაც იყო ფასეული, რომ „გურიამ“ იმ წელს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მიპოვა. ამ გუნდის ფეხბურთელების ვაჟკაცობამ ლიტველი კალათბურთელები გამახსენა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას დემონსტრანტთა შორის პირველ რიგებში სწორედ ისინი იდგნენ და დემონსტრაციას დროშით ხელში არვიდას საბონისი მიუძღოდა ხოლმე…“ 1990 წლის 15 თებერვალს ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას დაადგა. მაშინ ისტორიული სიტყვა „გურიას“ ფეხბურთელებმა თქვეს, რომლებმაც მხარი […]
ლანჩხუთის საკათედრო ტაძრის საძირკველი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა აკურთხა, მშენებლობას ბიზნესმენი სოსო ჩხაიძე აფინანსებს

ლანჩხუთის საკათედრო ტაძრის მშენებლობას ბიზნესმენი სოსო (სოლომონ) ჩხაიძე აფინანსებს. ამის შესახებ აღნიშნულია მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აკურთხა. საძირკვლის კურთხევის ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენში ვასილ ჩიგოგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ […]
„თუ ხელისუფლების მხარდასაჭერად აქტიურობ, ზუსტად ისევე დარჩები ყველაფრისგან შორს, როგორც – მე, მერე რა, რომ ამ შეხვედრებს, ფესტივალებს, საღამოებს სამინისტროები აფინანსებენ…“ _ ნინო მშვიდობაძე
ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო მშვიდობაძე, რომელსაც გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული, სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის გამო ლიტერატურულ ფესტივალებზე არ იწვევენ. „მერე რა, რომ ამ შეხვედრებს, ფესტივალებს, გაცვლით პროგრამებსა და საღამოებს სამინისტროები აფინანსებენ (აჭარაში – აჭარის კულტურის სამინისტრო)“ _ წერს საკრებულოს წევრი. მისივე თქმით, სამაგიეროდ, პრივილეგირებულები არიან ოპოზიციის მხარდამჭერები. „ესე იგი, როგორაა […]
ხათუნა აფხაზავა: „ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში 12-წლიანი სწავლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს… გთხოვთ [ჩემს განცხადებას] პოლიტიკურ ჭრილში ნუ განიხილავთ“

„მე ვაფიქსირებ ჩემს აზრს და გეუბნებით, რომ ჩვენს ქვეყანაში 12-წლიანი სწავლება არ უნდა შეიცვალოს. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას უნდა ჰქონდეს შანსი, რომ ევროპული და ამერიკული განათლება მიიღოს და ეს არ შეეზღუდოს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ჩემი თაობა, ჩემი შემდგომი თაობები, რომლებსაც 11-წლიანი სწავლება აქვთ მიღებული და რამდენი ბარიერის გადალახვა უხდებათ […]
„გურიამ“ შინ ვერ მოუგო აბაშის „ზანასაც“, რომელიც გავარდნის კანდიდატია, მაგრამ მესამე ადგილამდე მაინც დაწინაურდა… „მერცხალს“ კი ფოთში „თრილერი“ ჰქონდა – 3:3

უკვე აშკარაა, რომ ლანჩხუთის „გურია“ ღრმა კრიზისშია _ გუნდი, რომელიც ზედა ლიგაში დაწინაურების მთავარი ფავორიტი იყო, საშინაო თამაშს ვერ უგებს აუტსაიდებში მყოფ აბაშის „ზანას“, რომელსაც წინა 7 შეხვედრაში 20 გოლი ჰქონდა გაშვებული და 5 შეხვედრა წაგებული, მათ შორის – შინ „მერცხალთან“. სხვათა შორის, აბაშელებმა ბოლო 5 ტურში უფრო მეტი ქულა აიღეს, ვიდრე „გურიამ“, რომელსაც აქედან […]
„მამა გაბრიელი განვკურნე და ჩემზე დიდი მადლი გადმოვიდა!“ _ ლეგენდარული სახალხო მკურნალი და ქვიანელი ასკურავების 300 წლიანი ტრადიციებით დამზადებული მალამო

ლანჩხუთური ფესვების სახალხო მკურნალი ბიჭიკო ასკურავა რამდენიმე წლის წინ გარდაიცალა. გთავაზობთ 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც „აკურავას კლინიკის“ გვერდზე გამოქვეყნდა. მასზე უკვე 50 წელია ლეგენდებს ჰყვებიან. საოჯახო მალამოთი გატეხილი ძვლების შეხორცება ისე მიმდინარეობს, თითქოს ლითონის ნივთებს ადუღებენ ერთმანეთთან. მკურნალობის ტრადიციული მეთოდი 300 წელს ითვლის, ეს საქმიანობა მამამ შეასწავლა, მოგვიანებით ისრაელში კლასიკური სამედიცინო განათლებაც […]
„კოპალა“ იყო გურული ქომაგების მარადონაც, პელეც და კრუიფიც… რა უთხრა იური სიომინმა „გურიას“ „საუკუნის მატჩის“ წინ ლანჩხუთური კლუბის ლეგენდას

ლანჩხუთის „გურიას“ ლეგენდაო, თუ ვიტყვით, ეს თემურ ჩხაიძესთან ერთად უპირველესად ვახტანგ კოპალეიშვილია _ 80-იანი წლების ტრიუმფალური შემადგენლობის ლიდერი და გურული ქომაგების სათაყვანებელი მოთამაშე. მან ბევრი სიხარული მოუტანა ლანჩხუთელებს და 1986 წლის მთავარ წარმატებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა. ეს ტანომრჩილი მოთამაშე ლანჩხუთის მთავარ არენაზე სასწაულებს სჩადიოდა და მუდამ აღფრთოვანებაში მოჰყავდა მრავლისმნახველი გურული ქომაგი. სულ „გურიაში“ 200-ზე მეტი […]
დაიბადა და აღიზარდა ნიგოითში, თავადი მაჭუტაძეების ოჯახში… 12 ოქტომბერი ლანჩხუთელი წმინდანის ხსენების დღეა!

წმინდა ონოფრე გარეჯელი – ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე დაიბადა და აღიზარდა ნიგოითში. თავადი მაჭუტაძეების ოჯახში. მისი მამა გურიის სამთავროს სახლთუხუცესი ალექსანდრე მაჭუტაძე იყო. ძმა მაქსიმე მაჭუტაძე კი, ჯერ ჯუმათის მთავარეპისკოპოსი, შემდეგ ბოლნისის მიტროპოლიტი გახლდათ. წმინდანის ბიძა (მამის ძმა) იყო საქართველოს დიდი საეკლესიო მოღვაწე კათალიკოს-პატრიარქი მაქსიმე I მაჭუტაძე. ოთარ მაჭუტაძე თავის მღვდელმთავარ ძმასთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოში გადადის. […]
„ეს ყველაფერი ფილმ „ფესვების“ სცენარს ჰგავს: საფლავი გაიკეთა აგარაკის სასაფლაოზე იმ სიყვარულით, რომ… ასეთ ხალხს მართლაც მოუხდებოდა საპატიო მოქალაქეობა“ – ლანჩხუთის ექს-გამგებელი

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი გიორგი გოგუაძე თანაქალაქელ სულიკო ჭეიშვილის შესახებ წერს: „კაცი, რომელიც ყოველთვის სიკეთეზე ფიქრობდა. ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა და ბოლოს, როცა წავიდა, საფლავი გაიკეთა აგარაკის სასაფლაოზე იმ სიყვარულით, რომ მას ისრაელში არ დაკრძალავდნენ. ეს ყველაფერი ფილმ „ფესვების“~” სცენარს ჰგავს და სიმბოლურია, რომ ფილმის ავტორი ჩიბათელია. ასეთ ხალხს მართლაც მოუხდებოდა საპატიო მოქალაქეობა“ _ წერს გიორგი გოგუაძე […]
„ლანჩხუთმა“ ვიცე-ჩემპიონს მეოთხე შეხვედრაც დიდი ანგარიშით მოუგო, მაგრამ… ჩემპიონობის შანსი დაკარგა

დღეს, ლანჩხუთის ქალთა გუნდმა თბილისში „კვარტალი“ 5:2 დაამარცხა. ორჯერ შესძლეს დედაქალაქელებმა გათანაბრება, მაგრამ გურულებმა მაინც დიდი ანგარიშით მოიგეს. ანგარიში მე-9 წუთზე 16 წლის ანანო წიქარიძემ გახსნა, ხოლო მეოცეზე _ უკვე ანასტასია ბოლქვაძემ გაგვიყვანა წინ. ორივეჯერ ლიზი კანკიამ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. მეორეში 12 წუთში გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს: 62-ე წუთზე, […]