[ექსკლუზივი] ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „ქართულ ოცნებაში“ ბესიკ ტაბიძისა და ვერიკო კვირკველიას კანდიდატურები განიხილება… ვინ რა თანამდებობას დაიკავებს ახალ საკრებულოში?

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის ახალი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კულუარებში ორ კანდიდატურას განიხილავენ _ ბესიკ ტაბიძეს, ვისაც უკავია ეს თანამდებობა და მის ამჟამდინდელ მოადგილეს, ვერიკო კვირკველიას. თუ ვისზე გააკეთებს მმართველი პარტია არჩევანს, ეს საბოლოოდ, შესაძლოა, ახალი საკრებულოს შეკრებამდეც არ იყოს გადაწყვეტილი. რაც შეეხება მოადგილის თანამდებობებს _ გიორგი ჩახვაძე შეინარჩუნებს პოსტს. იგი კულუარებში საკრებულოს თავმჯდომარეობის […]
ლანჩხუთში ოპოზიციონერი კანდიდატებიდან ყველაზე მეტი – 354 ხმა ჯუმბერ ბლაგიძემ აიღო, დანარჩენებმა ჯამში 1505 ხმა მოაგროვეს, 1233 ბიულეტენი გაბათილდა

ლანჩხუთში ყველა მაჟორიტარული უბანი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო, ოპოზიციას შანსი მხოლოდ ორ თემში ჰქონდა _ მამათსა და ჯურუყვეთში, ხოლო ყველაზე მეტი ხმა სუფსის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯუმბერ ბლაგიძემ აიღო. ჩვენ უკვე ვწერდით მმართველი პარტიის კანდიდატების მიერ ნაჩვენები შედეგების შესახებ [წაიკითხეთ: ლანჩხუთის ყველა მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა… ექს-გამგებელი საკრებულოში ვერ მოხვდა, კიდევ ერთი ყოფილი გამგებლის […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ციალა მიქაბერიძე-ფირცხალაიშვილისა

მეუღლე ნური ფირცხალაიშვილი; შვილი ირმა; შვილიშვილები: თათია, ლადო ჩხაიძეები; შვილთაშვილები: ნიკოლოზ, ნუციკო კვასხვაძეები, კახი ჩხაიძე; სიძეები: კახაბერ ჩხაიძე, ბაჩო კვასხვაძე; რძლები: ზოია ხოფერია, მარიამ ჭყონია; და მედეა მიქაბერიძე; დისშვილები: ნატო, ალიკა სალუქვაძეები; მაზლი ბეგი, მაზლისშვილები: გელა, ბელა ფირცხალაიშვილები; ბიძაშვილები; მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ციალა მიქაბერიძე-ფირცხალაიშვილისა. დაკრძალვა: შაბათს, 11 ოქტომბერს, გორისგვერდის სასაფლაოზე.გამოსვენება: […]
„ლანჩხუთში დაბადებულმა კაცმა უამრავ ემიგრანტს გაუკვალა გზა… ფასდაუდებელია მისი და მისი ოჯახის ღვაწლი ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში“ _ დავით გოგუაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ლანჩხუთის ყოფილი გამგებლის, გია გოგუაძის შვილი, დავით გოგუაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „გარდაიცვალა ლანჩხუთზე და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული – სულიკო ჭეიშვილი. ფასდაუდებელია მისი და მისი ოჯახის ღვაწლი ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში. ლანჩხუთში დაბადებულმა კაცმა უამრავ ემიგრანტს გაუკვალა გზა შორეულ აღმოსავლეთში. მეამაყება, მაქვს ბედნიერება, ვიყო თქვენი ოჯახის მეგობარი. მადლობა დიდი ღვაწლისთვის, დიდი ადამიანობისთვის, დიდი სიყვარულისთვის. წმინდა ქალაქ […]
„ჩემი სოფლის ყველა ნაცნობის ჭირისა და ლხინის თანამოზიარე იყო“ [ვანო გიგინეიშვილის გამოსათხოვარი]

„ქრება, ყველაფერი ქრება, მიდის, ყველაფერი მიდის“… დიდებულადაა ნათქვამი: დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. თითოეული ადამიანი არის მოთხრობა. დიახ! ჩემი თვალთახედვიდან ვანო გიგინეიშვილი სამაგალითო, მისაბაძი განვლილი ცხოვრების გზით კარგი მოთხრობის უკარგესი პერსონაჟია. მეხსიერების არქივს ბევრი რამ მინდა გამოვსტაცო და წარმოვაჩინო ბავშვობის სანახებიდან დღემდე დანახული მისი უხმაუროდ, უპრეტენზიოდ განვლილი […]
„იგი ბუნებით იყო, როგორც „თვითნაბადი ოქრო“ პატიოსნებით, მართალი გულით, სიმამაცით…“ [შოთიკო შესტერნიოვის გამოსათხოვარი]

დღეს ძალიან ცუდი ამბავი შევიტყვეთ. სავარაუდოდ, გულის პრობლემით გარდაცვლილა ჩვენი საუკეთესო მეგობარი და კაცური კაცი, ჩვენი ,,პატარა” და ვაჟკაცური ბუნების მქონე ბიჭი – შოთიკო შერსტნიოვი, რომლის გარდაცვალებამც გული დასწყვიტა ყველას, ვინც მას იცნობდა. საოცარი ბუნების კაცი იყო… მიუხედავად იმისა, რომ ის უმამოდ გაიზარდა და მოზარდობის ასაკში ვაჟკაცური მაგალითის მიმცემი ოჯახში არავინ ჰყავდა, იგი თავად ბუნებით […]
„გურიამ“ კონკურენტების წაფორხილებით ვერ ისარგებლა და თავისი ე.წ. „6-ქულიანი“ შეხვედრა წააგო… 3 მარცხი ბოლო 4 შეხვედრაში და სამეულს მიღმა, რა ჭირთ გურულ კლუბებს?

დღეს, „გურია“ უშუალო კონკურენტს, „სქურს“ ესტუმრა და თამაშის დასაწყისშივე გაშვებულ გოლს ვერაფერი მოუხერხა. ასეთი მატჩები ე.წ. „ექვსქულიანთა“ კატეგორიას მიეკუთვნება _ გურულებმა ქულა ვერ აიღეს, მისმა კონკურენტებმა კი 3 ქულა შეჰმატეს თავიანთ აქტივს და შედეგად, გადაუსწრეს მეტოქეს. ლანჩხუთურმა კლუბმა ბოლო 4 შეხვედრაში 3 შეხვედრა წააგო და ზოგადად, მეორე წრეში გუნდი ძალიან ცუდად ასპარეზობს: 8 შეხვედრაში 4 […]
„არც ხალხი ვარგა, თორე ამას რომ მოხვეტავ და კაბინეტებში შეუყრი და ჩინოვნიკებს პანღურის ცემით გამოყრი გარეთ, სხვა ხელისუფლებები ვეღარ გაბედავენ“ _ რა ვიდეოს ავრცელებს კახა ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ყოფილი გამგებელი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში [სავარაუდოდ, საკუთარი სახლიდან] ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს დიდი რაოდენობით ფაროსანა. „აი, ასეთი რეალობაა, ფაროსანას პირველად გამოჩენიდან 9 წლის თავზე. ეს ვიდეო ერთ ოთახში და ერთი დღის ბოლოსაა გადაღებული, თორემ მსგავსი მდგომარეობაა ყოველდღე, თუ გარეთ მზე გამოანათებს, ეგრევე! ამ დგომარეობამდე მიგვიყვანა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების […]
„ლანჩხუთს აქვს ყველა ის რესურსი, რაც მას საინტერესო ტურისტულ მიმართულებად აქცევს…“ – რა საკითხები განიხილეს საერთაშორისო კონფერენციაზე „სტანდარტები ტურიზმში“

თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“, რომლის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს ტურიზმის ასოციაცია. გურიიდან მასში პირველად მონაწილეობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი ეკატერინუ ჩუბინაშვილი და ამავე სამსახურის ტურიზმის განყოფილების უფროსი მერაბ ჩხაიძე წარმოადგენდნენ. კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, მასში მონაწილეობდნენ ტურისტული ორგანიზაციებისა და ტურიზმის […]
„მოსკოვში ხართ ნამყოფი? იცით, [იქ] როგორი გზაა? თუმცა აქ თქვენ პუტინსაც კი გადაუსწარით… 100% რატომ ვერ?“ _ ირმა მგელაძეს ლანჩხუთის მერის „პატიოსნება და წარმოსადეგობა“ არ ჰყოფნის: „ლეონიდ ილიჩ, ნეტავ სად ხედავთ წინსვლას?“

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა მგელაძე ეხმაურება „გურია თუდეის“ ფეიქბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდს _ ალექსანდრე სარიშვილი მხარდამჭერებს და გუნდს მადლობას უხდის მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის [წაიკითხეთ: „ძალიან დიდი მადლობა ლანჩხუთს მესამედ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ეს მხოლოდ გამარჯვება არ არის…“] „ძვირფასო ლეონიდ ილიჩ, ნეტავ სად ხედავთ წინსვლას და კეთილდღეობას? სხვა რეალობაში ხართ აშკარად, რომელიმე სფერო არსებობს […]