დიმიტრი ვირუბოვი: „ჩაკვე ძალიან მაგარი ადამიანია. თამაშზე დამპატიჟა და უოტფორდში მის საგულშემატკივროდ ჩამოვედი“

„ფოტო უოტფორდშია გადაღებული, თამაშზე დამპატიჟა და საგულშემატკივროდ ჩამოვედი. ძალიან კარგი შეხვედრა გამოდგა, გიორგიმ შეუცვლელად და მაღალ დონეზე ითამაშა. სამწუხაროდ, მისი გუნდი დამარცხდა. მე და ჩაკვე ასაკობრივ ნაკრებებში თანაგუნდელები ვიყავით, ვმეგობრობთ. ძალიან მაგარი ადამიანია, მას გამორჩეულად ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ“ _ გვითხრა დიმიტრი ვირუბოვმა, როცა „გურიას“ ექს-კაპიტანს მას შემდეგ შევეხმიანეთ, რაც სოციალურ ქსელში ქართველ ვარსკვლავთან გადაღებული […]
„ჩვენი მზის ქვეშ, მე ლანჩხუთი მთელს ქვეყანას მირჩევნია, აქ წარმოვთქვი სიტყვა დედა, გულს მალამოდ მიფენია…“ _ ვალოდია წულაძის „სიყვარული თუ არის, იყოს ყოველდღიური“

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა! ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ფონდში დაცულია ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენლის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის – ვარლამ (ვალოდია) ეპიფანეს ძე წულაძის ლექსები. როდესაც ვკითხულობთ ბატონ ვალოდიას ლექსებს, რომელიც, არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე მის მიერ შესრულებული როლები, თვალწინ წარმოგვიდგება ლანჩხუთსა და თეატრზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომლის შემოქმედებაც სავსეა […]
„ამ სახლს თავისი ფუსფუსა, საკუთარ საქმეზე შეყვარებული დედა-ქალბატონი ჰყავდა, განუყრელი ბერეტით თავზე…“ _ „პლუსელები“ იხსენებენ ლეგენდარულ რედაქტორს, რომელმაც შექმნა ეპოქა!

ქეთევან ნაკაშიძემ 31 წლის წინ, 1995 წლის 23 იანვარს, „ლამპის შუქზე“ შექმნა „ლანჩხუთი პლუსი“ – ამბის და სინათლის მომტანი გაზეთი… ერთი წლის წინ, ლეგენდარული რედაქტორი დაგვემშვიდობა… თქვენს წინაშეა „გურია თუდეის“ სპეციალური ჩანართი _ შევეცადეთ მცირედით მაინც გადაგვეხადა მადლობა ლეგენდარულ რედაქტორისთვის იმ ამაგის გამო, რაც მან ლანჩხუთის მედიის და მთლიანად მუნიციპალიტეტის წინაშე გასწია 50-წლიანი მოღვაწების დროს. […]
„გურიაში მიაჩნდათ, რომ ასე შემკობილი ჩიჩილაკი ნაყოფიერებას უბედებდა ოჯახს“ _ ტრადიციები „ტაბერნე აცანიდან“, სადაც მეშვიდე თაობამ მოანთო 200-წლოვან სამზადისში კერიაზე ცეცხლი

კალანდა, 14 იანვარი გურიასა და სამეგრელოში ახალი წლის დღესაწაულია, რომელიც მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან და ნიშნავს თვის პირველ დღეს, ხოლო სვანეთსა და ლეჩხუმში _ ახალი წლის წინა დღეს. ჩვენთან, გურიაში მეტ-ნაკლები ინტერპრეტაციით დღემდეა შემონახული კალანდასთან დაკავშირებული რიტუალი და წეს-ჩვეულებები. ფაქტი კი ერთია _ რაც დრო გადის, გურული კალანდის რიტუალის მიმართ ინტერესი იზრდება, განსაკუთრებით ტურისტების მხრიდან, როგორც […]
„ის შვილიშვილს ახლდა… სტენტირება ახალი გაკეთებული ჰქონდა, სავარაუდოდ, გულმა ვერ გაუძლო“ _ გურიაში სამართალდამცველი ე.წ. „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობდა?
გურიაში ადამიანთა ჯგუფებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ინფორმაცია ექსკლუზიურად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ყოველივეს წინ, ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟთან ე.წ. „ქურდული გარჩევა“ უძღვოდა, რომელშიც პოლიციის წარმომადგენელიც (!) მონაწილეობდა. ეს დეტალები შსს-მ უარყო, თუმცა კონფლიქტი დაადასტურა. აი, რას მოუყვა ambebi.ge-ს ადგილობრივი: „როგორც მე ვიცი, ინციდენტს წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე დღით […]
„შენნაირი ბიჭის დაბადებაა სწორედ საზეიმო, დედამ ცოტა ხნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას…” _ ჯამბულათ ხოფერია 29 წლის გახდებოდა

ლანჩხუთელი ჯამბულათ ხოფერიას, რომელიც რუსებთან ბრძოლას შეეწირა, დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს და _ თინი ხოფერია, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „მე არ ვიცნობ ადამიანს, რომლის დაბადებაც შენს დაბადებაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ძმაო. შენნაირი ბიჭის დაბდებაა სწორედ საზეიმო, დედამ ცოტა ხნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას… ასე რომ, მაგარი ბიჭის დღეა დღეს. მარადიული სიცოცხლეც შეძელი, როგორც ამ […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ქეთინო გუსეინის ასული მანაგაძე

მეუღლე გურამ ფირცხალაიშვილი; შვილი აკაკი (კაკო); რძალი ლუდმილა ბუბნოვა; და ნაზიბროლა მანაგაძე; მულები ლუიზა, ლამარა ფირცხალაიშვილები; სიძე ბადრი ჯორბენაძე; დისშვილები, მულიშვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ახლო ნათესავები ოჯახებით მწუხარებით იუწყებიან ქეთინო გუსეინის ასული მანაგაძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 13 იანვარს 15 სთ-ზე, ქვემო შუხუთის სასაფლაოზე. „გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
„ვაი, რა ბოძი წამექცა, ქვეყანა თავზე დამექცა, ანგელოზებთან დაფრინავს, ცოლი ზეცაში გამექცა“ _ რას წერდა ლანჩხუთის კოლორიტი რევაზ იმნაძე ძვირფას მეუღლეზე

დღეს ლანჩხუთმა უკანასკნელ გზაზე გააცილა კოლორიტი რევაზ იმნაძე. კაცი, რომელიც ამშვენებდა ქალაქს… შეუძლებელია, მას ვინმე ნაწყენი ჰყოლოდა. ყველას ეფერებოდა, ტკბილი, გემრიელი კაცი იყო… ასევე ცნობილი მეუღლე ჰყავდა _ ამალია ხუხუა მარტო კარგი ექიმი არ იყო, გულშემჭირნე, რომანტიკული, ადამიანების, ქვეყნის, ჩვენი პატარა რაიონის ძალიან მოყვარული, მოკეთე, თანამდგომი, თანამოაზრე გახლდათ… იგი ნამდვილად იყო მოღვაწე, ამ სიტყვის საუკეთესო […]
[ექსკლუზივი] 35 წლის შემდეგ, ოთხეული ისევ ერთად _ „გურიას“ სამწვრთნელო შტაბში გია ჩხაიძე ბრუნდება, მეკარეებთან ირაკლი ხვედელიძე იმუშავებს

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიაში“ გიალო (გია) ჩხაიძე ბრუნდება. 55 წლის სპეციალისტი თითქმის 20 წელია, სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, მანამდე კი იყო წარმატებული ფეხბურთელი ტიტულებით დახუნძლული კარიერით. ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი მშობლიური კლუბის შემადგენლობაში დაეუფლა საქართველოს თასს და ორჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი. ასევე თამაშობდა ქვეყნის წამყვან კლუბებში. ფოთის „კოლხეთის“, „სამტრედიის“, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისისა და ბათუმის „დინამოებისა“ და […]
ეკა ალექსაია: „ლანჩხუთის მოსახლეობა არ შეიძლება „ავერსის კლინიკის“ [„მედალფას“] იმედად იყოს და უმეტესობა იქ დასაქმებული მედპერსონალით წყდებოდეს ჩვენი ჯანმრთელობის ბედი“_ რა კომენტარს აკეთებენ სამედიცინო ცენტრში

ლანჩხუთელი ეკა ალექსაია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „არ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობა „ავერსის კლინიკაში“ [ლანჩხუთში კლინიკის ამჟამინდელი სახელწოდებაა „მედალფა“ _ რედ.] დასაქმებული პერსონალის უმეტესობის იმედზე იყოს“. იგი უკმაყოფილოა ექიმების დიდი ნაწილის არამხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ მათი პაციენტებთან მოქცევითაც. „ბატონო მიხეილ, თქვენ მრავალ დაკისრებულ მოვალეობასთან ერთად ადამიანების ჯამრთელობა და […]