ლანჩხუთის მერია:„შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული ლელობურთი არ გაიმართა“

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, „სოფელ შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული ლელობურთი წელს არ გაიმართა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად იქნა მიღებული“. იმავე ინფორმაციის მიხედვით, ტრადიციული თარიღის აღსანიშნავად, მოსახლეობის ჩართულობით შეიკერა ლელობურთი, რის შემდეგაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასულიერო პირებმა ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ლანჩხუთის სასულიერო პირებმა ილია II-ის სულის […]

#23 და დაბრუნება 23 წლის შემდეგ _ მერაბ ჟორდანიას აქამდე უთქმელი გურული ამბები, დაგვიანებული მადლობა და კოდი: „ლანჩხუთის სიყვარული“

ეს არ არის უბრალოდ ფეხბურთის ისტორია… ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც კარიერის, გავლენისა და კომფორტის მიღმა ისევ ლანჩხუთი აირჩია. მერაბ ჟორდანია _ ადამიანი, რომელიც არასდროს ლაპარაკობს საკუთარ თავზე, მაგრამ მისი საქმეები ლანჩხუთში დღესაც გრძელდება. გურიაში მისი ეიმედებათ. წინაპრების ქალაქისა და მშობლიური გუნდისადმი სიყვარულს არასდროს მალავს, ახლა კი, შვილებთან ერთად დიდი და საშური საქმე წამოიწყო _ […]

„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით, ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო“ _ ზურა შევარდნაძის გურული ამბავი

გურული მებაღე ზურა შევარდნაძე წითელ პარასკევთან დაკავშირებულ ბავშვობის ამბებს ისხსენებს: „წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო. თმებს არ დაიხვევდა, ფუყედ დაიპწნიდა და მხოლოდ ამ დღეს გვინახავს მისი გაშლილი, შევერცხლილი თმა თალხი, გახუნებული ცახოცის ქვეშ. მხოლოდ ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად ვისადილებდით. მარხვას არასდროს ინახავდა, ყველს […]

ლანჩხუთში 9 აპრილისადმი მიძღვნილი პერფორმანსი მოეწყო, ყვავილებით შეამკეს გურამ გუჯაბიძისა და გია ფირცხალაიშვილის საფლავები

დღეს, ლანჩხუთში 9 აპრილთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. კულტურის ცენტრის წინ აღნიშნულ თემაზე პერფორმანსი მოეწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ივერონში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ. ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი _ გურამ გუჯაბიძისა და გია ფირცხალაიშვილის საფლავები ყვავილებით შეამკეს. […]

„4 აპრილს სურათი გადაიღო და 9-ში მომაკითხეო, ფოტოგრაფმა. ცოტა ადრე გააკეთეო, უთქვამს ნინოს ღიმილით“ _ გიორგი კეკელიძე 9 აპრილის გურულ გმირზე

გურული მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში 9 აპრილის ტრაგედიაზე წერს: „9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელეეკრანისგან ზურგით. ათში ჩემი დაბადების დღეა. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა. გვიან დავფიქრდი – როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი – ზურგით თუ პირდაპირ. ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ […]

გოლი მეგობრის ხსოვნას და ბათუმში, როგორც _ შინ: „გურიამ“ სტუმრად „გონიო“ დაამარცხა

წინა ტურში „ბეთლემთან“ წაფორხილების (0:0) შემდეგ, მთავარ კონკურენტ „გონიოსთან“ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო, „გურიას“ შთამბეჭდავი სტარტი რამდენად ლოგიკური იყო. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლანჩხუთიდანაც მრავლად ჩავიდა გულშემატკივარი. „ფირალებმა“ 90 წუთის მანძილზე ისე გულიანად უქომაგეს გუნდს, მასპინძელი „გურია“ გეგონებოდათ. აჭარული გუნდის ღირსებას სამი ლანჩხუთელი იცავდა _ რატი იმერლიშვილი კარში და სასტარტოში იყო, თავიდან დაიწყო ლევან ინგოროყვამაც, ხოლო […]

„ძალიან ცუდი და არასწორია… ასე მგონია, მიზანმიმართულად იქცევით“ _ ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ „გურია თუდეის“ ბრალს სდებს

„გურია თუდეის“ სტატიას _ რატომ უნდა გაუქმდეს ლელობურთი პატრიარქის ხსოვნის გამო, როცა თავად ტრადიცია მიცვალებულის პატივისცემას ემსახურება? _ ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო მშვიდობაძე გამოეხმაურა და გამოცემა მიზანმიმართულ ქმედებაში დაადანაშაულა: „ძალიან ცუდი და არასწორია, რასაც ახლა აკეთებთ ამ ვითომ უწყინარი პოსტით. ასე მგონია, მიზანმიმართულად იქცევით ამგვარად და არანაირად არაა მოსაწონი“ _ წერს საკრებულოს წევრი […]

რატომ უნდა გაუქმდეს ლელობურთი პატრიარქის ხსოვნის გამო, როცა თავად ტრადიცია მიცვალებულის პატივისცემას ემსახურება?

„მაგარი ბიჭები და გოგოები ხართ? მე თქვენ გეკითხებით, მაგრები ხართ? მაშინ აღდგომას შუხუთში ჩამოდით და ლელო ითამაშეთ, მაშინ მიხვდებით, სამშობლოს სიყვარულს თუ გრძნობთ. აღდგომას გელით შუხუთში, ვისაც გული და ძალა გერჩით. თქვენი ოფლის სუნით გაჟღინთეთ ლელოს როკვა… და როცა გულს იჯერებთ ნამდვილი ლელოთი, ძვალ-რბილიც დაგეჟეჟებათ თამაშისას. მერე ლელოს ბურთს გაჰყვებით უკან ანთებული სანთლებით და სულთათანას […]

„გურია თუდეის“ ინფორმაცია ლანჩხუთის მერიამ დაადასტურა: წელს, შუხუთში ლელობურთი არ გაიმართება!

„გურია თუდეის“ ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო, ლანჩხუთის ხელისუფლება შუხუთში ტრადიციულ ლელობურთს არ ჩაატარებდა, მერიამ ეს ოფიციალურად დაადასტურა. „12 აპრილს, აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, გარდაცვალებისა და მისი ხსოვნის პატივსაცემად ტრადიციული ლელობურთი არ გაიმართება. გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ვეღარ მოხდება დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების უზრუნველყოფა. […]

¡NO PUEDEN PARAR A GABRIELA! კოლუმბიელმა კუთხურიდანაც „ჩაახვია“, დანელია და ბუხრიკიძეც ისევ იტანენ _ 4:0 უკვე 4-ჯერ!

გურულ-აჭარული დაპირისპირება მხოლოდ პირველი ტაიმის 45 წუთი გამოდგა დაძაბული _ ლანჩხუთელთა უპირატესობის მიუხედავად, სატურნირო ცხრილის მეზობლებმა კარის მშრალად შენახვა მოახერხეს… 47-ე წუთამდე. ანუ პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, გაბრიელა კამარგომ ჯარიმიდან პენალტი გამოიმუშავა და გოლადაც თავად აქცია, 1:0. მეორე ტაიმში 4 წუთი დასჭირდა კოლუმბიელს დუბლის შესასრულებლად, ხოლო აქედან ერთ წუთში კლუბისა და ლიგის მთავარმა მეგოლემ, ნათია […]