„დატიე მაი ჩანთა და წაიი, წევიღებ, აბა, რას ვიზამ, კაციშვილი არ ჩანა წამომსლელი და ჩანთას მაინც წუუღებ ვინცხას…“

გურულ ჟურნალისტს, ნინო კვაჭანტირაძეს „გარდენია შევარდნაძის“ ვიდეოებიდან კარგად ვიცნობთ. იგი საინტერესო ამბებს ხშირად აქვეყნებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. ერთ-ერთი მათგანი ესაა: „ოკრიბას“ სადგურში ჩანთას ვატან ოზურგეთში და მძღოლს ვეკითხები: – სადაური ხარ? – გურული – და სადაური? – გურიიიდან – რომელი გურიიიდან? – შენ რომელი გინდა? – ეეე, ბიჯო, მე რა მინდა კი არა, შენ სადაური […]
„გული მისკდება, მიტოვებულ რომ სახლებს ვხედავ… სოფლის მეურნეობა საუკეთესო გზაა, არავინ გეუფროსებოდეს“ _ ლანჩხუთელი ფერმერის გულახდილი ინტერვიუ

„ალაგესა“ და მელაკუდუნას ვიდეოები სოციალურ ქსელში სულ უფრო მეტ მოწონებას იწვევს. მისი ავტორი კორნელი ჭყონია ქალაქის სიახლოვეს ფერმას ფლობს. ახალგაზრდა ფერმერით „კვირის პალიტრა“ დაინტერესდა. „ამ ფერმაზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ ქალაქს ეკუთვნის, ტყის პირას, ლანჩხუთიდან ოთხიოდე კილომეტრზეა. ეს შესაძლებელს ხდის ტურისტი უფრო ადვილად მოვიდეს”, – უთხრა გამოცემას კორნელი ჭყონიმა, რომელმაც საჯარო სამსახურზე უარი თქვა, ფერმა […]
„ლელოს შემობრუნება“ და „მშრალი კანონი“… _ რა არ მოეწონათ საბჭოთა რედაქტორებს შუხუთის ლელოზე გადაღებულ ფილმში

შუხუთის ლელობურთის შესახებ გადაღებული ,,ლელოს შემობრუნება“ სადიპლომო ფილმი იყო, რომელზეც მუშაობა ირაკლი მახარაძემ და პაატა ტაბაღუამ ,,ქართულ ტელეფილმში“ 1984 წელს დაასრულეს. ფილმის სცენარისტი, სამხატვრო ხელმძღვანელი და ,,ლოკომოტივი“ ცნობილი რეჟისორი ლერი სიხარულიძე გახლდათ. „ფილმი დასრულდა, რუსულ ტექსტს ბრწყინვალედ კითხულობდა კოტე მახარაძე და ჩასაბარებლად და ,,დაბროს“ მისაღებად მოსკოვის ოსტანკინოში ჩავედით, ეს 1985 წელია, საბჭოთა კავშირშიმშრალი კანონი“ რომ […]
რატომ არ თამაშობენ შარაშენიძე და წილოსანი? „ბეთლემთან“ შეცდომებზე ვერ ვისწავლეთ _ „გურიამ“ „გარდაბანსაც“ ვერ მოუგო…

„გურიამ“ ისევ ვერ მოიგო საშინაო შეხვედრა _ ფოთში, 0:0 უკვე ზედიზედ მეორედ ითამაშა, როცა მთელი თამაშის მანძილზე დიდ უპირატესობას ფლობდა. მეტიც, ამჯერად მომენტების შექმნაც გაუჭირდა და იმატა ტექნიკურმა წუნმა _ რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებდნენ შეტევაში გადასული გურულები. ამას ბოლოსკენ წითელი ბარათიც მოჰყვა _ იქეთ რომ უნდა შეგვეტია, აქეთ მოგვიხდა ჩაშლა _ […]
„შემოცვივდნენ, კედელზე მიმაყენეს, იარაღს ეძებდნენ…” _ რა შესთავაზა ლეგენდარულმა კალათბურთელმა და როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე იური თევზაძემ

დღეს, ლანჩხუთის ყოფილი კომისრის, იური თევზაძის დაბადების დღეა. არქივიდან გთავაზობთ ლაშა სარჯველაძის ინტერვიუს, რომელიც მან 16 წლის წინ, 65 წლის იუბილესთვის ჩაწერა. წლებია, ბატონი იური ცოცხალი აღარაა და ამ ინტერვიუთი გვინდა პატივი მივაგოთ კარგ ხელმძღვანელს, ლამაზი ოჯახის უფროსს, საუკეთესო მეგობარსა და თავის ქალაქზე შეყვარებულ ადამიანს. _ ბატონო იური, საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ. როგორი ბავშვი იყავით? _ […]
სიხარულიძის ბევრი სიხარული: „გურიას“ ლეგენდა, რომელმაც არ ითაკილა მინდვრის მოვლა, სადაც ოდესღაც გადამწყვეტ გოლებს იტანდა და დიდ გამარჯვებებს ჭედავდა!

არიან ადამიანები, რომელთა სახელიც მხოლოდ ისტორიაში არ რჩება _ ისინი თავად იქცევიან ისტორიად. ბეგი სიხარულიძე სწორედ ასეთი ადამიანია „გურიასთვის“, ლანჩხუთისთვის და ქართული ფეხბურთისთვის. მან ბევრი სიხარული მოუტანა საკუთარ ქალაქს, კლუბს და ქვეყანას… მისი ცხოვრება უბრალო ფეხბურთელის გზას არ ჰგავს. ეს არის ისტორია ერთგულებაზე, თავდადებასა და იმ იშვიათ სიყვარულზე, რომელსაც ადამიანი საკუთარ კლუბს უძღვნის. ბეგი სიხარულიძე […]
„კაი რა, ბაბუა, გუუშვი ძირზე ხელი!“ _ ასე ეხუმრებოდა უკვე ასაკში შესული დიდი ხნის გარდაცვლილ ბაბუას

გურული ადვოკატის, კახა ჩავლეშვილის ფეისბუქ-გვერდიდან: მთვრალი კაცი საფლავზე სარეველებს თხრიდა. ეტყობა, გაუჭირდა და ერთ მომენტში თან “წიწავს” სარეველას და თან ხმამაღლა ამბობს: _ კაი რა, ბაბუა, გუუშვი ძირზე ხელი! ასე ეხუმრებოდა უკვე ასაკში შესული, მისი დიდი ხსნის გარდაცვლილ ბაბუას.
„უნდა მივიდეთ ყველასთან – სოფელ-სოფელ, უბან-უბან, კარდაკარ და თითოეულ ადამიანს დაველაპარაკოთ…“ _ ლანჩხუთის საკრებულოს წევრის რჩევა ოპოზიციას
„უნგრეთში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა და იქ ოპოზიციის დამაჯერებელმა ტრიუმფმა, ბევრი რამ დაგვანახა. პირველი ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვერავითარი ბოიკოტი თუ რევოლუციური სცენარი ვერ იქნება იმის ალტერნატივა, რასაც არჩევნებში გამარჯვება და ამის შედეგად შეცვლილი ხელისუფლება ჰქვია“ _ ასე ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ჯანაშია უნგრეთში გამართული […]
„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა“ _ გიორგი კეკელიძის ფიქრები ბავშვობიდან, „სხვანაირია სასაფლაოდ სოფელში ყოფნაც“ და კოწია უსტის „აღდომას გილოცავ!“
გურული მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ისტორიებს ბავშვობიდან თუ დღევანდელობაზე. ყველა ემოციური და სულში ჩამწვდომია. ჩვენ ოთხი შევარჩიეთ _ მამაზე, სოფელზე, აღდგომაზე… *** თუ რამე მენატრება, მენატრება წვიმის ცქერა სოფელ ზემო სურებში, ჩემი პატარა სახლის ხის აივნიდან. გაზაფხულის არეულ დღეებს, ყველაზე მეტად ეს ოდნავი, ნოტიო სიცივე და ბაბუაჩემის ჯემპრი უხდება, ბებია რომ მომაცმევს […]
[ნეკროლოგი] გარდაიცვალა რაისა კუხალაშვილი-იმნაიშვილსა

შვილები ვლადიმერი (კუსა), თამარი; შვილიშვილები: დავით, ილო, ნიკოლოზ იმნაიშვილები, გიორგი, მარიამ, სანდრო შანიძეები; რძლები: თამრიკო თოხაძე, მერი დადუნაშვილი; სიძე სერგო შანიძე; დედმამიშვილები: რამაზ, მოლინა, ციური, ლიანა კუხალაშვილები; მძახლები და ახლო ნათესავები, დიდი გულისტკივილით იუწყებიან რაისა კუხალაშვილი-იმნაიშვილის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 14 აპრილს, 15 სთ.-ზე, სოფელ აცანაში. „გურია თუდეი“ გამოთქვავს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.