„გურია თუდეის“ ინფორმირებული წყარო: შუხუთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული _ ლელობურთი წელს არ ჩატარდება

„გურია თუდეის“ რამდენიმე წყარო ლანჩხუთის მერიიდან უდასტურებს, რომ წლევანდელი აღდგომა შუხუთის ტრადიციული სახალხო დღესასწაულის გარეშე ჩაივლის. ლელობურთი-2026 არ ჩატარდება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და მისი ხსოვნის პატივსაცემად. მართალია, ამის თაობაზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციის სანდოობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ არც ლანჩხუთის მერიას და არც კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ლელობურთის ღონისძიებების […]

აჭარული ალიყური, ანუ როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა: „ცალკარა“, სადაც ბევრჯერ გადავრჩით…

ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა გურული ქომაგი, რომ მთავარი ფავორიტი ლიგის აუტსაიდერს ვერ მოუგებდა. მეტიც, არალანჩხუთელი ქომაგებიც ჩათვლიდნენ, რომ „გურია“ ქედის „ბეთლემთან“ იოლ გამარჯვებას მიითვლიდა, თანაც დიდი ანგარიშით… ყველანაირ ციფრებს აქეთ „მივყავდით“: გურულებს ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა, აჭარულ კლუბს კი _ სამივე წაგებული. ლანჩხუთელების ბურთების ბალანსი +10 იყო, ხოლო ქედელების _ მინუს 10! წინა […]

ლანჩხუთის მერიამ და ასოციაცია „საბამ“ აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საჩუქრები გადასცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და ასოციაცია „საბას“ დამფუძნებელ ინეზა კვაჭაძესთან ერთად, აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საჩუქრები გადასცა. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვების საჭიროებები გავითვალისწინოთ და ყველა ის პროგრამა, რაც მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ. ჯანმრთელობას, სიკეთეს და კეთილდღეობას გისურვებთ“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აუტისტური სპექტრის მქონე […]

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ გმირის დედას აბრები გადასცა _ სოფელ ნიგვზიანში ქუჩას თამაზ ტყეშელაშვილის სახელი ეწოდა

ლანჩხუთში, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თამაზ ტყეშელაშვილის სახელი მიენიჭა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს წევრებთან და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ირაკლი გუჯაბიძესთან ერთად, თამაზ ტყეშელაშვილის დედას, ფოთოლა ტყელშელაშვილს შეხვდა და შესაბამისი აბრები გადასცა. „დღეს შევხვდით ჩვენი სოფლის საამაყო გმირის დედას. მადლობა გადავუხადეთ […]

კამარგოსა და დანელიას დუბლებით… „ლანჩხუთმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო და ახლა კლუბის ლეგენდას ხვდება…

4:0, 9:1, 7:0 და ისევ 4:0… ასეთი ანგარიშებით მოიგეს „ციცებმა“ 4 შეხვედრა. „ნიკე-ლუსოსთან“ 0:4 კოშმარიდან გუნდი მარტივად გამოვიდა და კვლავაც რჩება ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. ამჯერად თავი გაბრიელა კამარგომ და ნათია დანელიამ გამოიჩინეს _ ლეგიონერმა პირველ ტაიმში შეასრულა დუბლი, ხოლო ლიგის მთავარმა მეგოლემ ტაიმებში თითო გაიტანა. ახლა დანელიას 9 გოლი აქვს გატანილი, კამარგოს _ 6. […]

„სალიარკას“ იმხელა ფასი, აწი ჭადს ქორწილში თუ მოგართუმენ გოჭის ხორცის მაგიორო!

გურული ადვოკატის, კახა ჩავლეშვილის ფეისბუქ-პოსტი: საუბარი მაღაზიაში: _ ჩვენს ტრაქტორისტს ყანის დახვნის ამბავი რომ კითხეს, ასე უთქვამს – სალიარკას იმხელა ფასი, აწი ჭადს ქორწილში თუ მოგართუმენ გოჭის ხორცის მაგიორო!

ლანჩხუთის მერს მიმართავენ, არ დაუშვას მიუსაფარი ძაღლების დახოცვა, რაც არაერთი მოხდა სხვა მუნიციპალიტეტებში: „ირგვლივ დამწვარი ხორცისა და ბეწვის სუნი დგას…“

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია „გურია თუდეის“ თხოვს, განცხადების გავრცელებაში დაეხმაროს. საუბარია მიუსფარი ძაღლების თემაზე ბოლო დროს გავრცელებულ მძიმე ინფორმაციებზე და ეჭვი აქვს, იგივე ლანჩხუთშიც შეიძლება მოხდეს. იგი აზიარებს ქარდს, რომელზეც საქართველოში ძაღლების ყველაზე დიდი თავშესაფარის მფლობელის, თამაზ ელიზბარაშვილის სიტყვებია ასახული: „რაც ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ, გორის თავშესაფარში აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცისა და ბეწვის სუნი […]

ლანჩხუთს პაატა იმნაძე სტუმრობდა, ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სკრინინგი ჩაუტარდა

დღეს ლანჩხუთში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა. „დღეს, ლანჩხუთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, ბენეფიციარებისთვის უფასო სკრინინგი ჩატარდა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასო კვლევებით ესარგებლათ შემდეგ მიმართულებებზე: ძუძუს კიბოს სკრინინგი, მამოგრაფია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ კვლევა, პაპ-ტესტირება, პროსტატის კიბოს სკრინინგი და სხვა. აქცია დაავადებათა კონტროლისა და […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა მალვინა (სარა) ჩახვაძე-ებრალიძისა

მეუღლე ამირან ებრალიძე; შვილები: თეა, დათო ებრალიძეები; შვილიშვილები: ნია პატარაია, შოთა ებრალიძე, თორნიკე ბურჭულაძე; შვილთაშვილები: ნია, დათი ებრალიძეები; რძლები: ბელა კვაჭაძე, სალომე ჯაში, მარიამ ნადარაია; დისშვილი მაიკო კვაჭაძე; სიძეები: თენგიზ პატარაია, ირაკლი ბურჭულაძე; ბიძაშვილები; მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მალვინა (სარა) ჩახვაძე-ებრალიძისა. პანაშვიდი: ოთხშაბათს, 1-ელ აპრილს, 17 სთ.-დან.დაკრძალვა: ხუთშაბათს, 2 აპრილს, […]

1990 წლის 31 მარტი, 12 ათასი მაყურებელი: „გურია“-„დილა“ 1:0 და რა თქმა უნდა, ბესიკ ფრიდონაშვილი!  _ „მაშინ ბევრმა ვერ „მოხარშა“ ეს ამბავი“

1990 წლის 31 მარტს, ლანჩხუთის „გურიამ“ ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა, რომელსაც 12 ათასი მაყურებელი დაესწრო. გურულებმა გორის „დილას“ 1:0 მოუგეს. და ვინ გაიტანა პირველი გოლი ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში? რა თქმა უნდა, ბესიკ ფრიდონაშვილმა! ლანჩხუთელთა 10-იანს კიდევ 2 ისტორიული აქვს გატანილი „გურიას“ მაისურით: 40 წლის წინ, 1986 წლის 12 ნოემბერს ბათუმში, როცა მოსკოვის „ლოკომოტივს“ მისი […]