სუფსა-ჯუმათის მონაკვეთზე, ბათუმი-თბილისის მატარებელი დიდთოვლობის გამო გაჩერებულია… „საქართველოს რკინიგზა“ ხვალის რეისებსაც აუქმებს

ლანჩხუთში, სუფსა-ჯუმათის მონაკვეთზე გაჩერებულია თბილისი-ბათუმის მატარებელი. მიზეზი დიდთოვლობაა. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული მარშუტის ორივე მიმართულების მატარებელი შეფერხებით მოძრაობს. ამჟამად, გურიის მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. „საქართველოს რკინიგზამ“ უამინდობის გამო ოზურგეთი-თბილისისა და ბათუმი-ოზურგეთის ხვალის რეისები გააუქმა. მანამდე უწყებამ იგივე მიმართულებით მოძრაობა 22-23 თებერვალსაც შეაჩერა. მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები შეძენილი აქვთ, ღირებულება სრულად აუნაზღაურდებათ. ლანჩხუთის საკრებულოს წევრი […]

„მადლიერი ვართ იმ სიყვარულისა და სითბოსთვის, რასაც შენს გამო ათწლეულების მანძილზე ვიღებთ [ქეთევან ნაკაშიძის ხსოვნას]

40 დღე გავიდა, რაც დაგვტოვე, ჩვენო სათაყვანებელო ქალბატონო… ერთი დღეც არ ყოფილა, შენზე არ გვეფიქროს. ეს არაა ტრაფარეტული სიტყვები _ შენმა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ბევრი გასახსენებელი დაგვიტოვა… თუნდაც „ლანჩხუთი პლუსში“ 25-წლიანმა დაუღალავმა შრომამ და თავდადებამ, თანამშრომლებსა და მკითხველებთან ურთიერთობამ იმდენი სითბო და სიყვარული გვანახა, მთელი ცხოვრების საგზლად გვეყოფა… იყავი სამაგალითო დედა და მეუღლე, ბრწყინვალე ბებია […]

სოფელ სუფსის მოსახლეობას ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება აღუდგა [რედაქტირებული]

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, სოფელ სუფსის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. „არც გაზი გვაქვს და არც შუქი. ამბობენ, შუქი დღესვე შეიძლება მოვიდეს, მაგრამ გაზი 24 თებერვლამდე არ იქნებაო. შუქი რომ არაა, წყალიც გათიშულია, დასაბანი წყალიც არ გვაქვს, სასმელს ვინ ჩივის. ხალხმა შეშის ღუმელები აიღო, გაიჭირვა, ბუნებრივი აირი შემოიყვანა, გამათბობელი დადგა. მაგრამ […]

გრიგოლეთი-ლანჩხუთი-სამტრედიის მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გურიაში ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ57 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობითვე, ზემოთ აღნიშნული გარდა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის, ასევე საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

გურიაში დიდთოვლობის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ ოზურგეთის მიმართულებით რეისებს აუქმებს

გურიაში მოსული დიდი თოვლის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 22 და 23 თებერვალს რამდენიმე რეისს აუქმებს ოზურგეთის მიმართულებით. უწყების ცნობით, გაუქმებულია შემდეგი რეისები _ 22 თებერვალი: ოზურგეთი – თბილისი, ბათუმი – ოზურგეთი; 23 თებერვალი: თბილისი – ოზურგეთი, ბათუმი – ოზურგეთი – ბათუმი. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები შეძენილი აქვთ, სრულად აუნაზღაურდებათ ღირებულება.

საქართველოს ანდორასთან „ლანჩხუთის“ ექს-ლიდერმა მოაგებინა… ჩემპიონის 5-ივე გამოძახებულმა ფეხბურთელმა ითამაშა

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ჩვენებურებმა ანდორის ნაკრებს ბოლო 7 წუთში „შემოუტრიალეს“ და 2:1 დაამარცხეს. ქართველთაგან გოლები მაიკო ბებიამ (11-მეტრიანით) და თეონა ბაქრაძემ გაიტანეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „ლანჩხუთის“ ხუთივე გამოძახებულმა ფეხბურთელმა, მათ შორის გუნდში ახლახან დაბრუნებული თათია გაბუნია კაპიტანი გახლდათ. მის გარდა თამაში სრულად ჩაატარეს უკანახაზელებმა _ ნინო ჩხარტიშვილმა და […]

ლანჩხუთში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს _ მერიის პრესსამსახური

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა“ _ აცხადებენ მერიაში. ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი (მარცხნიდან მეორე) ადგილზე ეცნობა გაწმენდის სამუშაოებს გზის გაწმენდის სამუშაოებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს […]

ბაბუ, უკვე ძალიან მენატრები! [ილია მორჩილაძის ტკივილიანი გახსენება]

ილო ბაბუ, მე _ ანასტასია, შენი პირველი შვილიშვილი ვარ და როგორც შენ ამბობდი, პირველი დიდი სიხარული დეიდას და დედიკოს შემდეგ. უკვე თორმეტი წლის გავხდი, ამიტომ მე უფრო კარგად გიცნობდი, ვიდრე _ ელენე, ნიკო და ანანიკო. მე უფრო მეტი დრო გავატარე შენთან, უფრო მეტი სითბო და სიყვარული მივიღე შენგან. შენ იყავი ჩემი მესაიდუმლე, ყველაფრის შემსრულებელი ბაბუა. […]

რატომ ცხოვრობდა მიშა მესხი ლანჩხუთის პროფსასწავლებლის საერთო საცხოვრებელში და ვის შეასვა ლეგენდამ სკვინჩას სადღეგრძელო?

ლანჩხუთელი სპორტის ქომაგი ომარ დარჩია საინტერესო ისტორიას იხსენებს მიშა მესხთან დაკავშირებით. ბევრს არ ეცოდინება, რომ ქართული ფეხბურთის ლეგენდა ერთი თვის განმავლობაში ლანჩხუთში იმყოფებოდა და #83 პროფტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ომარ დარჩია: _ ეს იყო 80-იან წლებში. მაშინ ჩვენი მინდვრის საფარი საუკეთესო იყო. მიშა მესხმა სურვილი გამოთქვა, თავისი ბავშვთა გუნდი „ავაზა” ლანჩხუთში ჩამოეყვანა და შეკრება […]

მერაბი, ხვიჩა და ლანჩხუთელი ბიჭი… ჩემპიონმა მათე დარჩიას ავტოგრაფიანი ხელთათმანი აჩუქა [ფოტოები]

ლანჩხუთელ მათე დარჩიას ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლმა, მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კრივის ხელთათმანი გადასცა თავისივე ავტოგრაფით. ამის შესახებ გვიამბო მათეს ბაბუამ _ ომარ დარჩიამ და ფოტოებიც გადმოგვცა. ლანჩხუთელი ილია დარჩიას ოჯახი წლებია, იტალიაში ცხოვრობს. მისი შვილი _ მათე კრივზე ვარჯიშობს. ისინი ნეაპოლში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, როცა ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ამ […]