„გურია თუდეის“ ვებგვერდი www.guriatoday.ge ბოლო დროს სისტემატურად ხვდება „ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიოს“ რეიტინგის ოცეულში. ამ მიმართულებით საერთო ჯამში 1534 საიტია რეგისტრირებული. დღეს „გურია თუდეი“ აღმოჩნდა ისტორიულ ნიშნულზე _ მე-11 ადგილზე.

Top.GE-ს მონაცემები | 2025 წლის 31 აგვისტო, 20:30
„გურია თუდეის“ უსწრებენ მხოლოდ ისეთი ცნობილი და პოპულარული გამოცემები, როგორებიცაა: „პრაიმ-ტაიმი“, „ამბები.ჯი“, „პალიტრავიდეო“, „კვირის პალიტრა“, „ალია“, „ინტერპრესნიუსი“, MyVideo, ნეტგაზეთი“, amindi.org და „ბიზნესპრესნიუსი“.
სულ კი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა ტიპის 19 918 ვებ-გვერდიდან „გურია თუდეი“ 24-ე ადგილს იკავებს.
ამ დროისთვის, ორივე მონაცემით, გურიაში www.guriatoday.ge ყველაზე მაღალ ადგილზეა. თუმცა რეიტინგი ცვალებადია და უმეტესად მხარეში მედიის კუთხით www.gurianews.ge, www.guriismomabe.com da www.guriatv.ge ლიდერობენ. „გურია თუდეი“ ერთ წელზე მეტია, გურული მედიის რეიტინგების ოთხეულშია.
Top.GE საქართველოში არსებული ვებ-საიტების რეიტინგების ყველაზე პოპულარული მთვლელია.