„გურია თუდეის“ ინფორმაციით, საფეხბურთო კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა „გურიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბახიამ. ინფორმაცია ამის შესახებ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა თავად დაგვიდასტურა.
სანდრო ბახიამ კარიერის დიდი ნაწილი „გურიაში“ გაატარა, ასევე თამაშობდა ოზურგეთის „მერცხალსა“ და ჩოხატაურის „ბახმაროში“. გურული კლუბების გარდა ფოთის „კოლხეთი-1913“-ისა და თბილისის „შევარდენის“ ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „გურიას“ კაპიტანმა, დიმიტრი ვირუბოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფეხბურთო კარიერას 25 წლის ასკაში ასრულებს.
„გურია“ ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ასპარეზობს და ახალი სეზონისთვის ჯერ არ შეკრებილა. ცნობილია, რომ გუნდი ამ დღეებში უნდა შეიკრიბოს. პირველი შეხვედრა გურულებს 2 აპრილს აქვთ გასამართი – ფოთის „კოლხეთი-1913“-ის მეორე გუნდთან. შეხვედრა ადრე გამოცხადებული 12 საათის ნაცვლად, 16 საათზე დაიწყება.