საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ მეათე ეროვნული ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში „რაჭას“ ფოთში უმასპინძლა და მეტოქე 15:0 გაანადგურა.
ანგარიში კლუბის ახალწვეულმა ტატიანა მატვეევამ მე-6 წუთზე გახსნა. ჰეთ თრიკი შეასრულა ლანჩხუთის“ ლიდერმა ეთერ სულაშვილმა (21, 33, 79), ასევე გუნდში დაბრუნებულმა _ ანასტასია ბოლქვაძემ (46, 57, 69) _ მას სამი გოლის გასატანად 23 წუთი ეყო. დუბლი მიითვალეს ლეგიონერმა ანა მილჩევსკამ (10, 29), ასევე ახალწვეულმა პალინა ჰირჩიცმა (36, 55). თითო გოლი გაიტანეს: მეგი ეჯიბიამ (62) და სალომი დიმოპულუმ (85), რომლებიც კლუბს სეზონის წინ დაუბრუნდნენ, ერთ-ერთმა ლიდერმა მარიამ კალანდაძემ (83) და კაპიტანმა ნინო ჩხარტიშვილმა (90).
ლანჩხუთი: ჭრიკაშვილი – გუჯაბიძე, მილჩევსკა, კალანდაძე, ჩხარტიშვილი – ეჯიბია,მატვეევა [დიმოპულუ], რასელი, პირჩიცი – ჭიჭინაძე [ბოლქვაძე], სულაშვილი
მორიგ ტურში, 15 მარტს, „ლანჩხუთი“ გვიმბალაურში „კვარტალს“ უმასპინძლებს.
პირველ ტურში მოიგეს სხვა ფავორიტებმაც _ „ნიკე-ლუსომ“ 24:0 გაანადგურა „ნორჩი დინამო“, ხოლო „კვარტალმა“ 7:0 დაამარცხა „ვერე“. „ელიტამ“ შინ 1:2 წააგო „სამეგრელოსთან“.
ცნობისთვის, „ლანჩხუთი“ სეზონის წინ 17-მა ფეხბურთელმა დატოვა. ისინი ძირითადად ორ გუნდში _ „ნიკე-ლუსოსა“ და „სამეგრელოში“ გადანაწილდნენ.