ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ღრმაღელის მაჟორიტარი ბესიკ კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს სოფლის ღვაწლმოსილი ექთნის, ლეილა კაპანაძის გარდაცვალების გამო.
„ქალბატონი ლეილა წლების განმავლობაში ექთნად ემსახურებოდა ადამიანებს, ზრუნავდა მათ ჯანმრთელობაზე და თავისი პროფესიული ერთგულებით, სიკეთითა და ადამიანური სითბოთი მრავალი ადამიანის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ოჯახისთვის, ახლობლებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც მასთან შეხება ჰქონია.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ნათესავებს. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს. უფალმა ნათელში ამყოფოს ქალბატონი ლეილას უკვდავი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“ _ წერს ბესიკ კვაჭანტირაძე.
ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ასევე მწუხარებას გამოხატავენ ქალბატონ ლეილა კაპანაძის გარდაცვალების გამო.
„უდიდესი დანაკლისია ჩვენი სამედიცინო უბნისთვის ქალბატონი ლეილა, მუდამ მომღიმარი, გულისხმიერი, თავისი საქმის მოყვარული და ერთგული _ აი, ასეთი დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა კეშელავა.
„გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.





