სსიპ გარემოს დაცვის სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაურესების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან დაგორაკებულ ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
“15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში – აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო)”, _ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებაში.





