გურიაში, კერძოდ, ოზურგეთის სოფელ წითელმთაში (შედის შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში) მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 არასრულწოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა „მედალფაში“ გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, ერთმა მათგანმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და კლინიკაში შეყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, დანარჩენმა 4-მა არასრულწლოვანმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
„გურია TV“-ის ინფორმაციით, გომისკენ მიმავალი „მინივენის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, წვიმიან გზაზე მოცურდა და ჯებირს შეეჯახა. ავტომობილში 5 მოზარდი იჯდა, გოგონა და ვაჟები.
გამოცემის ცნობით, დაშავებულები ძირითადად სოფელ შემოქმედის მკვიდრები (გომიდან და წითელმთიდან) არიან, გარდაცვლილი _ თბილისში მაცხოვრებელი 16 წლის გოგონა კი, სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.




