“20 წლის შვილიშვილი ფესტივალზე იყო და როცა დაიგვიანა, ბაბუა მის მოსაძებნად წავიდა…” – რა ხდება ცნობილი გომისმთაზე დაკარგულ 85 წლის კაცზე?

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ზურაბ უსტიაშვილი, გომისმთა

გურიაში, კურორტ გო­მისმთა­ზე [მდებარეობს ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან 33 კმ-ში], უკვე მეორე დღეა, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი 85 წლის ზუ­რაბ უს­ტი­აშ­ვილს ეძე­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პენ­სი­ო­ნე­რი ელექტრო­ნულ ფეს­ტი­ვალ­ზე შვი­ლიშ­ვი­ლის მო­სა­კითხად წა­ვი­და და მას შემდეგ კვა­ლი იკარ­გე­ბა.

„გუშინ [კვირას] ღამის 12 საათზე დამეკარგა ბაბუ გომისმთაზე, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ დამიკავშირდეთ“ _ 85 წლის კაცის შვილიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას და ფოტოს აქვეყნებს.

„გურია TV წერს, რომ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­კარ­გა მა­მა­კა­ცი, თავ­და­პირ­ვე­ლად უც­ნა­უ­რი სა­ხით გავ­რცელ­და _ თით­ქოს მოხუცხმა ოჯა­ხის წევ­რებს სახ­ლში უთხრა, რომ ელექტრო­ნულ ფეს­ტი­ვალ­ზე მი­დი­ო­და, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ხუმ­რო­ბა­დაც აღიქ­ვა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ტყუ­ი­ლი ეგო­ნათ.

რო­გორც და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცის შვი­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, ნიკა შან­თა­ძე გამოცემას უყვება, ბა­ბუა ფეს­ტი­ვალ­ზე და­სას­წრე­ბად არ წა­სუ­ლა. მისი თქმით, “20 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი ფეს­ტი­ვალ­ზე იყო და როცა და­იგ­ვი­ა­ნა, ბა­ბუ­ამ მის მო­სა­ძებ­ნად წას­ვლა გა­და­წყვი­ტა და სწო­რედ ამ დროს და­ი­კარ­გა. ისე და­წე­რეს, თით­ქოს ბა­ბუა ფეს­ტი­ვალ­ზე მი­დი­ო­და, არა­და, რე­ა­ლუ­რად მო­გი­ყე­ვით, რაც მოხ­და“.

და­კარ­გუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რი გო­მისმთის ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, გზე­ბი კარ­გად უნდა სცოდ­ნო­და. თუმ­ცა ამინ­დი ცუდია, რაც სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ასაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აფერ­ხებს: “გო­მისმთა­ზე ამ­ჟა­მად ისე­თი ძლი­ე­რი ნის­ლია, რომ ზოგ­ჯერ მან­ქა­ნი­და­ნაც კი ვე­რა­ფერს ხე­დავ. ნის­ლის გამო შე­წყდა სა­მუ­შა­ო­ებ­ში დრო­ნე­ბის ჩარ­თვაც, რო­მელ­საც შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ახორ­ცი­ე­ლებ­და. სახ­ლებ­შიც დავ­დი­ვართ და ყვე­ლა შე­საძ­ლო ად­გი­ლას ვე­ძებთ” _ ამბობს ნიკა შანთაძე.

თუ ზუ­რაბ უს­ტი­აშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ, გთხოვთ, დარ­ე­კოთ შემდეგ ნო­მრებ­ზე: 511 413263, 511 298073 ან 511 414116.

რას ჩივი?