ლანჩხუთში ქალმა იმსაჯა და „მერცხალის“ თრილერი… ვანო წილოსანის გოლით „გურია“ პირველ ადგილზე გადავიდა

|

Loading

„გურიამ“ ვანო წილოსანის (#7) გოლით მოიგო

„გურიამ“ სეზონი განაახლა და „ვიტ ჯორჯიას“ ფარმ-კლუბს 1:0 მოუგო. სამი ქულის მომტანი გოლი ვანო წილოსანმა გაიტანა.

ბოლო წუთები „გურიამ“ 10 კაცით ითამაშა, მსაჯმა თამთა შენგელიამ 1 წუთში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა ლიდერსა და კაპიტანს, თემურ შარაშენიძეს და 73-ე წუთზე მოედანი დაატოვებინა.

„გურიას“ რიგებში ისევ გამოჩნდა სანდრო ბახია, რომელსაც კარიერა დასრულებული ჰქონდა. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მეკარე დავით ასათიანის დამატება, მის ტრანსფერთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია.

თრილერი ჰქონდათ ოზურგეთელებს _ „მერცხალი“ წყალტუბოში საწყის 20 წუთში 2:0 უგებდა „სამგურალი-2“-ს, შემდეგ აგებდა, გათანაბრება მოახერხა (ლაშა კოტრიკაძემ დუბლი პენალტებით შეასრულა), მაგრამ დამატებულ წუთებზე გაუშვა და… 3:4 დამარცხდა.

ვერ მოიგო პირველ ადგილზე მყოფმა „ალგეთმა“, რომელიც ცხრილის ქვედა ზონაში მყოფ „ზანასთან“ 0:2 აგებდა და ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა.

„გურია“ 33 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია, „ალგეთს“  ქულით ნაკლები აქვს, ხოლო „იბერია-2010“-სა და „ივერიას“ _ 28-28 ქულა. „მერცხალი“ 17 ქულით მე-9 ადგილზეა.

შემდეგ შეხვედრებს გურული კლუბები შაბათს, 16 აგვისტოს გამართავენ _ „გურია“  თბილისში„არაგველებს“ ესტუმრება, „მერცხალი“ ვანის „სულორს“ უმასპინძლებს.

12.08.2025 | ლანჩხუთი. ევგ. შევარდნაძე | გურია 1:0 ვიტ ჯორჯია-2

1:0 წილოსანი (34)

გურია: ხვედელიძე, ვარდიაშვილი, ჯღამაია, ხაჭაპურიძე, შანიძე, გოგიჩაიშვილი (83. ბახია), შარვაძე (90+2. კერხანოჩიევი), შალიკაშვილი (83. კოკაია), სულაძე, შარაშენიძე, წილოსანი (66. ზაქარაშვილი)

12.08.2025 | წყალტუბო. 26 მაისი | სამგურალი-2 4:3 მერცხალი

0:1 ანთიძე (6), 0:2 კოტრიკაძე (19. პენ), 1:2 იმედაძე (56), 2:2 გოლეთიანი (71), 3:2 მანჯგალაძე (73), 3:3 კოტრიკაძე (82. პენ), 4:3 თოხაძე (90+5)

მერცხალი: რამიშვილი, სურგულაძე, კოტრიკაძე, მუჯირი (60. ბოლქვაძე), ცერცვაძე (75. ჩხაიძე), მარშანიშვილი (90+3. კუნჭულია), ჯაფარიძე (46. ალიევი), გოგელია, ანთიძე, კაშია, მაჭავარიანი