გურულმა მწერალმა, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ ლანჩხუთში, ტრაგიკულად დაღუპული ნინიკო წულაძის სახელობის სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ბიბლიოთეკის გახსნა | თამარ თელიაშვილის ფოტოები
“ზუსტად ათი წლის წინ გურიაში, ლანჩხუთში, 13 წლის ძალიან ნიჭიერი მხატვარი და მწერალი ნინიკო წულაძე, საკუთარი სახლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. [დღეს] ნინიკოს დედის, ქალბატონი შორენას ინიციატივით, სწორედ იმ ქუჩაზე ნინიკოს სახელობის სკვერის ბიბლიოთეკა გავხსენით” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.




