დათაSHOW: „გურიას“ მეექვსე პოკერი და ასისტი 1800-ე გოლისთვის _ ლანჩხუთში მხოლოდ 5:0-ებია, „ევგრაფ შევარდნაძეზე“ მესი(ა) შენიშნესო…

|

Loading

„გურიამ“ ლანჩხუთში გოლი 5-ჯერ იზეიმა

დღეს, „გურიამ“ ხობის „კოლხეთი“ დაამარცხა _ ეს გოჩა ტყებუჩავას გუნდის ზედიზედ მეორე 5:0-ია საშინაო შეხვედრაში _ ლანჩხუთში დაბრუნების შემდეგ, „ტაბლოზე“ მხოლოდ ეს ანგარიშია.

მატჩის გმირი დათა სიჭინავაა _ მან პოკერი შეასრულა და მეხუთე გოლშიც მიიღო მონაწილეობა _ თორნიკე კაპანაძეს გაატანინა.

4-დან ერთი ისეთი ჯარიმა შეაგდო, სპორტულ თემაზე მომუშავე ქართულმა გვერდებმა დაწერეს _ ლანჩხუთში ლიონელ მესი შენიშნესო… არადა, მესიაცაა!

რა გასაკვირია, მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რომელიც ლეო ჟორდანიას ფონმა დააწესა, „გურიას“ 10-იანს გადაეცა…

დღევანდელმა 5:0-მა „გურია“, ცოტა ხნით, პირველ ადგილზე გადაიყვანა. მოგვიანებით ჩატარდა მატჩი, სადაც „თბილისი 2025“-მა მოიგო და ისევ გალიდერდა. მეორე ადგილზე გურულებისთვის შეცილებას ხვალ „ორბი“ ეცდება _ ბექა ბერიძის გუნდი „დინამო-2“-ს ეთამაშება.

„გურია“ რამდენიმე საათით პირველ ადგილზეც იყო…

როგორც „გურიას“ მეისტორიე ლევან გიორგაძემ გვითხრა, დათა სიჭინავას პოკერი კლუბისთვის მე-6 არის ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში. აქედან ოთარ კორღალიძემ პირველად და ჯამში ორჯერ გაიტანა ერთ თამაშში 4 გოლი.

ისტორიულია თორნიკე კაპანაძის გოლიც _ „გურიას“ ეროვნულ ჩემპიონატებსა და თასის გათამაშებაში ჯამში უკვე 1801 გოლი აქვს გატანილი.

საიუბილეო 1800-ე კი, სწორედ „ელვას“ ანგარიშზეა…

აქვე გეტყვით, რომ ტრავმის შემდეგ, ვანო წილოსანი დაბრუნდა, ხოლო შეცვლაზე შესულ მეკარე რეზო ლომიძეს ლანჩხუთის კლუბში სადებიუტო მატჩი ჰქონდა…

„გურია“ მორიგ შეხვედრას 15 მაისს, სტუმრად, „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართავს.

07.05.2026 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდანაძე“ | გურია 5:0 კოლხეთი (ხობი)

1:0, 2:0, 3:0, 5:0 სიჭინავა (26′, 42′, 52′, 76′), 4:0 კაპანაძე (56′)

გურია | ისიანი (69′ ლომიძე), იაშვილი (46′ ტაბატაძე), მელიავა, კაკუბავა (62′ წილოსანი), ნოზაძე, მაისაშვილი, ჩაგანავა, სიჭინავა, ჩოთალიშვილი (62′, ხუნდაძე), შარაშენიძე (62 კიკალიშვილი), კაპანაძე,