საპატიო კურსდამთავრებულის ტიტული თენგიზ მოისწრაფეშვილს და ვარსკვლავი _ ალიეტა სიორიძეს, რომელიც 53 წელი ხელმძღვანელობდა ხაჯალიის სკოლას

|

Loading

მარცხნიდან: ნინო ჩიტაძე, ბესიკ ტაბიძე და ხაჯალიის სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე  ხაჯალიის საჯარო სკოლაში სკოლის ყოფილი დირექტორის, ალიეტა სიორიძის სახელობის ვარსკვლავის გახსნას დაესწრნენ.  

ღონისძიების ფარგლებში სკოლის საპატიო კურსდამთავრებულის ტიტული მიენიჭა პროფესორ თენგიზ მოისწრაფეშვილს.

„ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი მნიშვნელოვან ღონისძიებას დავესწარი. ქალბატონი ალიეტა 53 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ხაჯალიის სკოლას. მინდა პატივი მივაგო მის ხსოვნას. მას დიდი ღვაწლის მიუძღვის განათლების სფეროს განითარებაში. ასევე, ვულოცავ ბატონ თენგიზ მოისწრაფეშვილს სკოლის საპატიო კურსდამთავრებულის ტიტულის მინიჭებას.  მადლობა ორგანიზატორებს ამ ლამაზი დღისათვის“, – აღნიშნა ბესიკ ტაბიძემ.

რას ჩივი?