ლანჩხუთის მერი მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს:
„ძვირფასო ლანჩხუთელებო, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
2025 წელი მშვიდობის, წინსვლის, სიკეთის და სიხარულის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ოჯახში სუფევდეს ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა.
მჯერა, ერთობით, ურთიერთპატივისცემით, შრომით და სიყვარულით შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სასიკეთო საქმის კეთებას და არაერთ პროექტს განვახორციელებთ ლანჩხუთისა და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
უფალმა დალოცოს თქვენი ოჯახები და სრულიად საქართველო!“ _ ვკითხულოთ ალექსანდრე სარიშვილის მისალოც წერილში.