ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი მადლობას უხდის მოსახლეობასა და თავის გუნდს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის:
„ძალიან დიდი მადლობა ლანჩხუთს მესამედ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ გამარჯვება არ არის _ ეს არის ჩვენ შორის არსებული ნდობის, ერთიანობისა და სიყვარულის დადასტურება. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს და თითოეულ ადამიანს, ვისთან ერთადაც მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. თქვენი ნდობა და მხარდაჭერა წარმოადგენს ჩემთვის უდიდეს პასუხისმგებლობას – იმ მთავარ ღერძს, რომელიც წლების განმავლობაში იყო და მომავალშიც დარჩება ჩემი საქმიანობის საფუძვლად. ერთად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისა და უკეთესი ლანჩხუთისთვის!“ _ წერს ლანჩხუთის მერი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე სარიშვილი 2017 წლიდან არის მუნიციპალიტეტის პირველი პირი. იგი „ქართულმა ოცნებამ“ მესამედ დაასახელა მერობის კანდიდატად და 4 ოქტომბრის არჩევნებში 10 805 ხმა მიიღო, რაც მოსული ამომრჩევლის 88,49%-ია.


