„ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, „გურია“ ჩემთვის მეორე ოჯახი იყო…“ – დიმიტრი ვირუბოვმა 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

|

Loading

დიმიტრი ვირობოვი „გურიასთავის“ 7 წელი იბრძოდა

ლანჩხუთის „გურიას“ კაპიტანმა, დიმიტრი ვირუბოვმა საფეხბურთო კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ჩემი საფეხბურთო კარიერა დავასრულე, 19 წელი ვიცხოვრე ფეხბურთთან ერთად. ახლა დროა ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო. ბედნიერი ვარ, ყველაფრის მიუხედავად და ვამაყობ ჩემი გავლილი გზით. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველთვის გვერდში მედგა. განსაკუთრებული მადლობა ჩემ ოჯახს.

ლანჩხუთის „გურიაში“ 7 სეზონი ჩავატარე. ეს გუნდი ჩემთვის მეორე ოჯახი იყო და ასე დარჩება მუდამ. იმედი მაქვს, ახლო მომავალში ეს გუნდი დაიბრუნებს იმ დიდებას, რასაც იმსახურებს. მიყვარს ჩემი „გურია“!!!

„გურია ჩემთვის მეორე ოჯახი იყო…“

ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, ასე ნაადრევად დავასრულო და შევწყვიტო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა. მჯერა და დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მადლობა უფალს იმ გავლილი გზისთვის, რაც საფეხბურთო ცხოვრებაში გავიარე“ _ წერს „გურიას“ კაპიტანი.

ცნობისთვის, დიმიტრი ვირუბოვმა ფეხბურთის თამაში 7 წლისამ ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. 13 წლის იყო, როცა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების წევრი გახდა. ვარჯიში თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში გააგრძელდა, პარალელურად კი 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ, რომლის შემადგენლობაში ელიტრაუნდში იასპარეზა.

მაშინ იყო საუბრები, რომ მისით და კიდევ ორი ქართველი მოთამაშით (ნუგზარ სპანდერაშვილი, კაკი ქიმერიძე) დონეცკის „შახტარი“ იყო დაინტერესებული. ამის შესახებ წერდა ქვეყნის მთავარი სპორტული გაზეთი „ლელოც“.

დიმიტრი ვირუბოვმა კარიერის უმეტესი ნაწილი მშობლიურ „გურიაში“ გაატარა, მათ შორის ერთი სეზონი მთავარ ლიგაში. ბოლო წლებში ის გუნდის კაპიტანი გახლდათ.

რას ჩივი?