მთავარი ფოტოკოლაჟის ფოტოები ეკუთვნის ოთო დავითაძეს _ ახალგაზრდა ფოტოგრაფი გურიას ხშირად სტუმრობს, ბახმაროს დოღის გარდა, შთამბეჭდავი ფოტოები აქვს გადაღებული შუხუთის ლელოზე.
ბახმაროში დოღის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სპორტული შეჯიბრება ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება. გამონაკლისი არც წელს ყოფილა, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით დოღი გაიმართა და ათასობით ადამიანი დაესწრო…
მას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ინტერნეტი მოიარა კადრმა, სადაც ჩანდა მხედარი რომ ცხენიდან გადავარდა. www.ambebi.ge თორნიკე ბერძენიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს:

თორნიკე ჩოხატაურის საცხენოსნო კლუბში, 2020 წ.

მზადება დოღისთვის. ბახმარო, 2025 წ.
– თავს უკეთესად ვგრძნობ, უბრალოდ ხელი მაქვს ნატკენი. ბინაზე ვარ, ჰოსპიტალში გადაყვანა, სამედიცინო დახმარება არ დამჭირვებია.
– დოღში პირველად მონაწილეობდით?
– არა, შვიდი წლიდან დოღზე ვარ.
– რა მოხდა, რას აბრალებთ ამ ყველაფერს?
– ცხენს უეცრად ფეხი ასტკივდა, მარცხენა ფეხით თავი რომ უნდა შეეკავებინა, მოეკეცა, მანამდე არაფერი ეტყობოდა, უცებ მოხდა ასეთი რამ…
– კადრებში ჩანს ხალხი რომ შოკშია, თქვენ როგორ იყავით იმ წუთას?
– ხელზე ძალიან ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, ყველაზე მეტად ხელი დაზიანდა.
– სხვებს რას ურჩევდით, იგივე რომ აღარ განმეორდეს?
– უპირველესად ცხენს უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება, ფეხი ან რამე არ სტკიოდეს. მეორეც, სარბენი ბილიკი, ის წრე შესაბამისად უნდა გაკეთდეს. უნდა მოგვარდეს, კიდევ რომ არავინ დაშავდეს.
– ისევ აპირებთ დოღში მონაწილეობას?
– დიახ, მომავალ წელსაც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.
სრულად სტატია წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/zuyEZ


