„ჩვენს გვერდით წლების განმავლობაში მუშაობდა, იმედად მოგვევლინა თავისი ცოდნით და გამოცდილებით, შეიყვარა რაიონმა…“ _ ლანჩხუთის კლინიკის ყოფილი ექიმი გარდაიცვალა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთის კლინიკა და პაატა ფერაძე

ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი თინათინ გოგუაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ გარდაიცვალა კლინიკის ყოფილი ექიმი პაატა ფერაძე.

„ჩვენს გვერდით წლების განმავლობაში მუშაობდა. იმედად მოგვევლინა თავისი ცოდნით და გამოცდილებით. შეიყვარა ჩვენმა რაიონმა და ჩვენმა კლინიკამ.

მისი ავტორიტეტით ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა.

პრინციპული და მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო. ბოლო დროს შეპარებულმა სენმა ჯანმრთელობა შეურყია, მაგრამ ბოლო წუთამდე არ მიუტოვებია თავისი ვალდებულება და ტკივილს უყუჩებდა თითოეულ პაციენტს.

 შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ლანჩხუთის კლინიკა უსამძიმრებს ოჯახს და უფალს სთხოვს ნათელი დაუმკვიდროს ჩვენი კოლეგის სპეტაკ სულს“ _ ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

პაატა ფერაძის პანაშვიდი: ოთხშაბათს, 26 ნოემბერს; გასვენება: ხუთშაბათს, 27 ნოემბერს, 14 სთ.-ზე. მის.: ბახტრიონის ქ. #12.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ ლანჩხუთის კლინიკის ყოფილი ქირურგის,  პაატა ფერაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს.

რას ჩივი?