ლანჩხუთელმა ფალავანმა, გიორგი შოთაძემ მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში ჩატარდა. გიორგიმ ბრინჯაოს მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის 67 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შოთაძე მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია სხვადასხვა ასაკში და ახლაც ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ამჯერად მას ფეხის ტრავმამ შეუშალა ხელი, თავისი შესაძლობლები სრულად ეჩვენებინა.
ასევე მესამე ადგილი დაიკავა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა, თამაზ აბაშიძემ, რომელმაც საპრიზო ადგილზე 77 კგ. წონით კატეგორიაში გავიდა. მსუბუქ წონაში (60 კგ.) ასევე მესამე იყო ოზურგეთელი გიორგი თოხაძე.
საერთო ჯამში, გურულმა სპორტსმენებმა 8 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი გახდა ოზურგეთელი იური ლომაძე, ვიცე-ჩემპიონი _ ოთარ ჯანელიძე, ხოლო მესამე ადგილი ზემონახსენები სამეულის (შოთაძე, აბაშიძე, თოხაძე) გარდა მოიპოვეს გიორგი მახარაძემ (ლანჩხუთი), ლუკა ჯავახაძემ და გიორგი ბერიძემ (ორივე ოზურგეთი). რვავე ფალავანი ავტომატურად საქართველოს ნაკრების წევრია.