რამდენიმე საათის წინ, ტრაგედია დატრიალდა ურეკში _ ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სანაპიროზე, კარავში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ბავშვი გაეპარათ. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
ბოლო 2 კვირაში ეს ურეკში მეორე ტრაგედიაა _ 18 ივნისს, 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.




