სუფსა-ჯუმათის მონაკვეთზე, ბათუმი-თბილისის მატარებელი დიდთოვლობის გამო გაჩერებულია… „საქართველოს რკინიგზა“ ხვალის რეისებსაც აუქმებს

|

Loading

ფოტო გივი ცინცაძის ფეისბუქ-გვერდიდან

ლანჩხუთში, სუფსა-ჯუმათის მონაკვეთზე გაჩერებულია თბილისი-ბათუმის მატარებელი. მიზეზი დიდთოვლობაა. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული მარშუტის ორივე მიმართულების მატარებელი შეფერხებით მოძრაობს. ამჟამად, გურიის მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

„საქართველოს რკინიგზამ“ უამინდობის გამო ოზურგეთი-თბილისისა და ბათუმი-ოზურგეთის ხვალის რეისები გააუქმა. მანამდე უწყებამ იგივე მიმართულებით მოძრაობა 22-23 თებერვალსაც შეაჩერა. მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები შეძენილი აქვთ, ღირებულება სრულად აუნაზღაურდებათ.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გივი ცინცაძე თვლის, რომ ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა დიდთოვლობას.

„ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მატარებელიც გაუჩერდათ, რომ კითხო მთავრობას, მომზადებული დახვდა დიდთოვლობას“ _ წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ოპოზიციონერი.

რას ჩივი?