„სოფელ ჭანჭათში ყველასათვის საყვარელი პედაგოგი გარდაიცვალა და დედა, და და შვილი ვერ ახერხებენ მის დატირებას“ [განახლებული]

|

Loading

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ჭან­ჭათ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვის თხოვ­ნა გავ­რცელ­და და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ამ დრომ­დე ელო­დე­ბი­ან.

“გურია თუდეის” დაუკავშირდნენ სოფელ ჭანჭათიდან და უთხრეს, რომ ბარამიძეების ოჯახი ვერ ახერხებს მიცვალებულის დაკრძალვას. “ურთულესი მდგომარეობაა, 2 მეტრი თოვლია. გზა არ არის, გადაადგილება შეუძლებელია. მიცვალებული ხომ უნდა დაკრძალონ? ტელეფონითაც ხშირად ვერ გვირეკავენ, უფრთხილდებიან, არ დაუჯდეთ. იქნებ მიგვიწვდინონ ხმა, რომ დაეხმარონ” – გვითხრა 26 თებერვალს ოჯახის ახლობელმა.

მეორე დღეს, სოციალურ ქსელში ანუკა ოდიშელიძემ დაწერა: სოფელ ჭანჭათში არის მიცვალებული, რომელსაც უგზოობის გამო ვერ კრძალავენ და თან მიცვალებულის დედა ვერ მიდის თავისი შვილის დასატირებლად. 2 მეტრი თოვლია და ისევ თოვს. გთხოვთ, იქნებ რამე გამოსვალი არსებობდეს, რო გზა გაიწმინდოს ან გაიკვალოს მაინც, რო ელემენტარული მორაობა შეიძლებოდეს. ტექნიკა ვითომ რაც გაგზვნეს. ორჯერ გაფუჭდა!!!

მას „გურია ნიუსი“ ესაუბრა: „ჩემი ოჯა­ხია იმ სო­ფელ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც არის მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი ჭან­ჭათ­ში იმ­ყო­ფე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, თა­მარ ნი­ნი­ძის ცხე­და­რი. გახ­ლავთ პე­და­გო­გი, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს. ავა­დობ­და ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი და დიდ­თოვ­ლო­ბამ­დე გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა­ში, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ 24 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ფელ­ში უკვე 2 მეტ­რი თოვ­ლი იყო, მის სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა გა­უკ­ვა­ლა­ვი და ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა ფე­ხით ია­რეს ამ გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე და ძლივს მო­იყ­ვა­ნეს გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლში. მა­ში­ნაც ვი­თხოვ­დით გზის გაწ­მენ­დას, მაგ­რამ ვერ გა­იწ­მინ­და გზა. ერთი კი­ლო­მეტ­რი გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე ია­რეს ბი­ჭებ­მა და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ას­ვე­ნეს სახ­ლში“ _ უთხრა ოდიშელიძემ გამოცემას.

აღნიშნულ პრობლემაზე მთელი დღის განმავლობაში წერდნენ ჯგუფებში „მოხალისეები გურიისთვის“ და „აკეთის განვითარებისთვის“.

დღის მეორე ნახევარში სამოქალაქო აქტივისტმა, ილია ღლონტმა დაწერა: „14 წლის გურამი მამასთან ერთად ფეხით მიდის გარდაცვლილ დედასთან… კავშირზე ვართ გურამის მამასთან. გზის გასაწმენდათ საჭირო იყო მძიმე ტექნიკა, რომლის მობილიზება დღეს ვერ მოხერხდა. ვმუშაობთ კერძო კომპანიებთან და გამგებობასთან, რომ ხვალ მაინც მძიმე ტექნიკით მოხერხდეს გზის გაწმენდა და გარდაცვლილის გამოსვენება… შეუძლებელია ეს ყველაფერი…“

მალე მან დაწერა: სოფელ ჭანჭათში ქალბატონი გარდაიცვალა. მის 14 წლის შვილს უნდოდა დედის მონახულება, მაგრამ 3 დღეა გზა არ გაიწმინდა და გურამი ვერ ახერხებდა დედასთან მისვლას, შემდეგ ის მამამ ფეხით წაიყვანა. ასე მივიდა გურამი გარდაცვლილ დედასთან“.

საღამოს ილია ღლონტმა აღნიშნა, რომ „გამგეობისგან მიიღო პირობა, რომ ხვალ აიყვანენ ტრაქტორს, ასევე თქვეს, რომ ინფორმაცია არ ქონდათ აღნიშნულ სიტუაციაზე, თორემ აუცილებლად მოახდენდნენ რეაგირებას“.

რას ჩივი?