„სა წევიდა ჩემი ფული? აქანეა შენი ფული“ _ მე-9 კლასელი ნინი ჩხაიძის გურული იუმორით გადაწყვეტილი პოსტერი საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსის გამარჯვებულია

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | საქართველოს ეროვნული ბანკის შენობა და გამარჯვებული პოსტერი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა FinEdu კონკურსის _ „კიბერუსაფრთხოება იუმორით“ გამარჯვებული ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ჩხაიძეა, რომელიც კონკურსის ჟიურის რჩეული გახდა. 

ნინის პოსტერი, რომელიც ჟიურის რჩეული გახდა

„ნინის პოსტერი გამოირჩეოდა შემოქმედებითობით, იუმორითა და კიბერუსაფრთხოების თემის ორიგინალური გადმოცემით“ _ ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.

რას ჩივი?