ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ლანჩხუთში შეკერილი სამოსი აცვია. „GP ქართული წარმოება“ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, რასაც მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერლის შეფასებაც ადასტურებს:
„რა სილამაზე და სიამაყეა! მადლობა ასეთი ძღვენისთვის და მადლობა რომ არსებობთ!! Beautiful national flag sportswear“ _ წერს უცხოეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო.

„GP ქართული წარმოების“ სარეკლამო ბანერი, ფოტოზე მარჯვნივ: ნათია თურქია
GeoProduction-ის დამაარსებელი ნათია თურქიაა და საწარმოს მისი სახელითაც იცნობენ _ ევროპის ორგზის ჩემპიონი კარატეში წლებია, სამკერვალო სფეროში მოღვაწეობს და როგორც ვხედავთ, აქაც ძალიან წარმატებულია.
თუ ადრე ნათია საქართველოს პოპულარიზაციას სპორტულ ფორუმებზე დროშის აღმართვით და ჰიმნის გაჟღერებით ახერხებდა, ახლა მის საწარმოს განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ საქართველოს დროშით გაწყობილმა სამოსმა მოუტანა. თუ მხოლოდ თამარ ივერის პოპულარობას გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია, რამდენმა ადამიანმა ნახა ქართული სამოსი, რომელიც მანამდეც ძალიან მოთხოვნადი გახლდათ.
აქვე გეტყვით, რომ GP-ის ლანჩხუთის საწარმოში ძირითადად მამაკაცის სამოსი მზადდება და მომხმარებელი არა მხოლოდ საქართველოში ჰყავს. ატელიეს აქვს მიწოდების სერვისიც.


